x
image
t.x.
გინდათ არასდროს გასუქდეთ? ეს ხომ სულ ადვილია...
imageზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა, რომ შეუძლია ჭამოს რამდენიც უნდა და როცა უნდა, თან არც ეშინოდეს მუცლის და გვერდების გასუქების. ადამიანების დიდი უმრავლესობა ვერ დაიკვეხნის საუკეთესო ნივთიერებათა ცვლით და იძულებულნი არიან მუდამ ყურადღებით იყვნენ, რომ არ დასჭირდეთ სხვადასხვა გასახდომი აბების ყლაპვა.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლის დაცვაც სულ იოლია და საუკეთესო ფორმაში იქნებით.

1. ყოველთვის აუცილებელია ვისაუზმოთ. დიეტოლოგები დარწმუნებით გვირჩევენ-არ გამოვტოვოთ საუზმე.

2. ნებისმიერი საჭმელი შევანელოთ სუნელებით, მაგალითად წიწაკით ან იმბრით. შეზავებული საჭმლის ულუფა აჩქარებს მეტაბოლიზმს 25%-ით, რაც საშუალებას გვაძლევს დავწვათ დამატებითი 300 კილოკალორია დღეში.


3. მოვიხმაროთ სითხის დიდი რაოდენობა - ნებისმიერი დიეტის ოქროს წესი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. დღეღამური მინიმუმი არის 1, 5-2 ლიტრი. ასევე შეგვიძლია ავიდუღოთ მწვანე ჩაი, რომელიც წმენდს ორგანიზმს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას.

4. რაციონში ჩართეთ ზღვის კომბოსტო. ეს პროდუქტი შეიცავს იოდს და ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას.

5. ვეწვიოთ აბანოს-სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანობა სულისა და ხორცისათვის. აბანოს პროცედურები ასტიმულირებენ ოფლის გამოყოფას და ცხიმების წვას. რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ. დაორთქვლის წინ შეიძლება მარილის და თაფლის წასმა.

6. დავლიოთ მშრალი ღვინო. ეს არ ნიშნავს, რომ გაგვიჩნდეს მიდრეკილება ალკოჰოლისადმი. თან სასმელი უნდა იყოს მაქსიმალურად ნატურალური, არ შეიცავდეს საღებავებს და ქიმიურ დანამატებს.

7. განვეწყოთ პოზიტიურად და ხშირად გავიღიმოთ. 10 წუთიანი სიცილი წვავს 40 კალორიას და მეტაბოლიზმს აჩქარებს 20%-ით. ანალოგიური რეაქცია ხდება საშინელებათა ფილმის ყურებისას, მაგრამ ფილმების მოყვარულებს შესვენებებს ვურჩევთ.

8. გამოვიყენოთ რძის პროდუქტები(მაწონი, ხაჭო, იოგურტი), რომლებიც შეიცავენ კალცს. გარდა იმისა, რომ სასარგებლოა კბილებისა და ხერხემლისთვის, ისიც აჩქარებს მეტაბოლიზმს.

9. სპორტი. ქალები შეიძლება დაკავდნენ ფიტნესით, იოგით, აერობიკით. მთავარია, სპორტის სახეობები ვცვალოთ და არ მოხდეს შეჩვევა.

10. მასაჟი. სასიამოვნო და სასარგებლო პროცედურები. ამაზე არაერთი სტატიის დაწერა შეიძლება, მაგრამ სპეციალისტები გვირჩევენ გავიკეთოთ 6 თვეში ერთხელ თაფლის და ანტიცელოლიტური.

2
2641
9-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
2641
  
2013, 4 სექტემბერი, 14:49
მომეწონა სტატია და ყველაფერი სწორია :)) მე მაგალითად უკვე 1 წელი ცხოვრების ზემოთ აღნიშნულ წესს მივსდევ და საკმაოდ კარგად მოქმედებს .ერთს დავამტებდი საჭმლის მიღების შემდგომ წყალი უნდა დალიოთ მხოლოდ 2 საათის გასვლის შემდგომ :))
2013, 29 იანვარი, 17:10
ერთადერთი საუზმის არგამოტოვებას არ დავეთანხმები. დილას რო ჭამით იწყებ, მერე მადა გეხსნება და მთელი დღე ეგრე აგრძელებ :)
0 1 2