x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სქესობრივი უძლურობა.

image სქესობრივ უძლურობას მამაკა-ცისთვის მოაქვს ბევრი მწარე წუთი და იმედის გაცრუება, ის იწვევს ურწმუნობას თავის ძალებში, ნერვულ შერყევას, ოჯახის დანგრევას. და ამავე დროს ცოტა ვინმე თუ ჩაუფიქრდება სქესობრივი უძლურობის ბუნებას. როგორც წესი იგი შედეგია ორგანიზმში ვიტამინების არაარსებობის, ზედმეტი გადაღლის, მწვავე ნერვული აშლილობის, სპირტიანი სასმელების გამოყენებისა და თამბაქოს წევისა. ამასთან წარმოიქმნება თავისებური ჯაჭვური რეაქცია. სქესობრივი უძლურობის თავად ფაქტი ბადებს საკუთარ ძალებში რწმენის დაკარგვას, ნერვულ დაძაბვას, შიშს, რაც თავის მხრივ იწვევს უძლურობის კონსტატაციას... და ესე უსასრულოდ. ამავე დროს კი ყველა ამ უსიამოვნების დამარცხება იოლია. ეცადეთ მიიღოთ მეტი ბოსტნეული, განსაკუთრებით სტაფილო და ხილი. იძინეთ არა უმცირეს რვა საათისა დღეში. უფორო მეტ ხანს დაჰყავით სუფთა ჰაერზე. თუ ზაფხულია, არ დაივიწყოთ წყალი და მზე. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ წამლები, თუნდაც მაშინ, როცა თქვენ გეტყვიან, რომ ისინი სასწაულმომქმედია. შეიძლება ასეც არის. მაგრამ მათი სასწაულმოქმედება ძალიან სწრაფად მთავრდება. ისინი მოქმედებენ სასქესო ორგანოზე როგორც მათრახი ცხენზე. ყოველ დარტყმას მოსდევს გადახტომა და ახალი დაცემა. სიხარული აქედან ცოტაა.image

თუ თქვენ ბოროტად იყენებთ სპირტიან სასმელებს, მაშინ სქესობრივი უძლურობა 99%-ით შედეგია ამ გატაცებისა. დაივიწყეთ იგი და ჯილდოდ ძალიან მალე საკუთარ თავს იგრძნობთ ძლიერ და სრულფასოვან ადამიანად, მამაკაცად. ხანმოკლე აღზნება ალკოჰოლის მიღების შემდეგ - მოტყუებაა.

აი კიდევ ორი რჩევა: ყოველ საღამოს ძილის წინ გაიკეთეთ ფეხებისათვის მორიგეობით ცხელი და ცივი აბაზანები. ძილითაც უკეთესად დაიძინებთ და იგრძნობთ, როგორ ჩაიღვრება თქვენში ახალი ძალები.

imageდატეხეთ წვრილად 200 - 250 გრამი ყინული, გაახვიეთ ტილოში და გაიჩერეთ კეფაზე, სადაც თავის ქალა კისერს უერთდება, ერთი წუთით. შემდეგ ნეკნების მახლობლად გულის საპირისპიროდ ერთი წუთი და კიდევ ერთი წუთი სათესლე პარკის მახლობლად. დაიხსომეთ, მხოლოდ ერთი წუთით! ასე მორიგეობით 3-5-ჯერ. თუ ამ პროცედურას გაიმეორებთ რამდენიმე დღის მიყოლებით, სექსუალური შესაძლებლობანი აღდგება უკეთესად, ვიდრე ყველაზე ძლიერი წამლების მეშვეობით და სქესობრივი უძლურობაც უკვალოდ გაქრება.

0
723
7-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
723
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0