x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
გონებრივი აშლილობა
ადამიანის თავის ტვინი იმდენად კომპლექსურია, რომ მისი მუშაობა დღემდე ამოუცნობი რჩება. გონებრივი აშლილობის მიზეზები და მკურნალობა კი მუდმივად საკამათო საკითხს წარმოადგენს.


უმრავლესობისთვის იოლი აღსაქმელია, თუ რატომ და როგორ ავადდება სხეული, შესაძლოა, დაავადების გამომწვევი იყოს ორგანიზმში გრიპის ვირუსი, რომელსაც შემდეგ ფიზიკურიimage
სიმპტომები ახასიათებს. მაგალითად, შეციება, სურდო, სახსრებისა და თავის ტკივილი.

ავადმყოფობა შეიძლება ტვინსაც შეეყაროს. როდესაც ეს ხდება, სიმპტომები, როგორც წესი, მენტალურად ვლინდება და არა ფიზიკურად. დაავადებული ტვინისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ადამიანის ფიქრის, საქციელისა და სხვა ადამიანების, მოვლენებისა თუ სიტუაციების მიმართ დამოკიდებულებით გამოიხატება. ექიმები წლების განმავლობაში ცდილობდნენ გაეშიფრათ, თუ რას ნიშნავდა "ჯანმრთელი ფსიქიკა" და "ფსიქიკური აშლილობა." ჯანმრთელი ფსიქიკა სიხარულის, სევდისა და რეალობის სრულფასოვნად აღქმის უნარს, ასევე სხვა ადამიანებთან ურთიერთობას გულისხმობს. გონებრივი, ანუ ფსიქიკური აშლილობის დროს ადამიანს არ შეუძლია თავის კონტროლი, სწავლა, ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევა და ხალხთან ურთიერთობა.

აღსანიშნავია, რომ ფსიქიკური აშლილობა გავლენას ახდენს გონების ნორმალურ მუშაობაზე. მაგრამ ტერმინები "გონებრივად უნარშეზღუდული, " ანუ "გონებრივად ჩამორჩენილი" გონებრივად განუვითარებელს აღნიშნავს და ფსიქიკური დაავადებების რიცხვს არ მიეკუთვნება. ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა შაკიკი და ეპილეფსია, რაციონალურ აზროვნებაზე ზემოქმედებას არ ახდენენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავის ტვინის ფუნქციის დარღვევის შედეგად ვითარდება და ადამიანის ქცევის დროებითი ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს.



ჯანმრთელი და დაავადებული ფსიქიკის კვლევის თანამედროვე ერა ზიგმუნდ ფროიდთან ასოცირდება. ავსტრიელი ნევროპათოლოგი ფროიდი ადამიანის ტვინის მუშაობით დაინტერესდა. მისი დეფინაციის თანახმად, ჯანმრთელი ფსიქიკა "მუშაობისა და სიყვარულის" უნარს წარმოადგენდა.

ფროიდი ერთ-ერთი იყო, რომელიც არა მარტო ცნობიერ გონებას იკვლევდა, არამედ - ქვეცნობიერსაც.image

ფროიდის აზრით, ფსიქიკური პრობლემების გამომწვევი მიზეზები ბავშვობისდროინდელ კონფლიქტებში არის მიმალული. ფროიდმა შეამჩნია, რომ მისი პაციენტების ნაწილი საკუთარი ცხოვრების შესახებ ლაპარაკზე უარს აცხადებდა. თითქოს რაღაც შემთხვევებს გონებიდან შლიდნენ და სურვილებს თრგუნავდნენ. ფროიდმა ისიც შენიშნა, რომ ადამიანის ფსიქიკას სხეულზე დიდი ძალა ჰქონდა.

ზოგადად რომ ვთქვათ, სამი სახის ფსიქიკური დაავადება არსებობს: ნერვული აშლილობა, ფსიქიკური აშლილობა და აღქმის ცდომილება.

ნერვული აშლილობა შედარებით გავრცელებული დაავადებაა. ამ დროს ადამიანი თავის გარშემო მომხდარს არასწორად აღიქვამს, კარგავს სიხარულის, სევდის, შიშისა და ცხოვრებისეული მოვლენებისადმი შეგრძნების უნარს.


ნერვული აშლილობის მკურნალობა, თავდაპირველად, გულისხმობს მისი წარმოშობის მიზეზის დადგენას, რაც ხშირ შემთხვევაში ძალზე რთულია. დაავადებულთა ნაწილი პრობლემასთან პირისპირ შეჯახებას გაურბის და გამოვლენილ სიმპტომებს წამლების, დამამშვიდებლებისა და სტიმულატორების მიღებით ებრძვის. დროთა განმავლობაში ისინი წამლებზე დამოკიდებულები ხდებიან და მათ გარეშე ვეღარ ძლებენ.image

ფსიქოთერაპევტები "ლაპარაკით მკურნალობის" დანერგვას ცდილობენ. ისინი პაციენტებს ესაუბრებიან და კითხვებს უსვამენ წარსული ცხოვრების, მდგომარეობისა და შიშის შესახებ. ასეთი გზით ეძებენ პაციენტის მტკივნეულ პერიოდებს, რომლებზედაც, როგორც წესი, პაციენტები საუბარს ერიდებიან. ხშირად, როგორც კი პაციენტი საკუთარი პრობლემის ნამდვილ მიზეზს ჩასწვდება და გამოსავალს იპოვის, ნევროზი უბრალოდ ქრება. ფსიქოთერაპია სათანადოდ შერჩეულ მედიკამენტურ მკურნალობასთან კავშირში ბევრი ფსიქიკური დაავადების განკურნების საშუალებაა.

ნერვული აშლილობის უამრავი სახე არსებობს. იგი შეიძლება განვითარდეს ოდნავი აღელვების ნიადაგზე და გადაიზარდოს მანიაკალურ დეპრესიაში. ადამიანთა უმრავლესობას ხშირად ძლიერი ემოციები იპყრობს, რაც ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებად ითვლება. მაგრამ ეს დამამძიმებელ მდგომარეობას ქმნის, როდესაც პანიკის შეტევა მიზეზის გარეშე იწყება და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. ასეთ შეტევებს შემდეგი ფიზიკური სიმპტომები ახასიათებს: ოფლიანობა, ძლიერი გულისცემა, სუნთქვითი პრობლემები და კუნთების ტკივილი.


ყველა საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებშიც გონებრივი აშლილობა სხვადასხვა დოზით ფიქსირდება. დაავადების ტიპი მეგობრებისა და ნათესავების მიერ ძნელად დასადგენია. ამის დადგენა ხშირად თვით ექიმებსაც უჭირთ.

წლების განმავლობაში არსებობდა აზრი, რომ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი image
საზოგადოებისაგან შორს უნდა ყოფილიყო. წინათ არანორმალური ტენდენციის გამომჟღავნება საკმარისი იყო ადამიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოსათავსებლად. დღესდღეობით ასეთი დამოკიდებულება შეიცვალა და საზოგადოება ძალას არ ზოგავს იმისათვის, რომ ფსიქიკურად დაავადებულებს დაეხმაროს.

0
1793
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1793
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0