x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
ძველით ახალი წელი

საქართველოში, ისევე როგორც ზოგიერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ახალ წელიწადს ორჯერ – 1 და 14 იანვარს ზეიმობენ. ცოტა უჩვეულოა, მაგრამ წლის ყველაზე მხიარული დღესასწაული ორი კვირის შემდეგ ისევ დგება, ბავშვებიც თოვლის ბაბუას წლიწადში ერთხელ კი არა, ორჯერ ელოდებიან. “მეორე ახალ წელს” თავისებური სახელწოდებაც გამოარჩევს - ძველით ახალი წელი.

imageძველით ახალი წელი თბილისში
დღეისათვის, გრიგორიანულ და იულიუსის კალენდარს შორის 13 დღიანი სხვაობაა. სწორედ ამიტომ, მაშინ როდესაც მთელს მსოფლიოში საახალწლო ციებ-ცხელება უკვე ჩამქრალია, რამოდენიმე ქვეყანა და მათ შორის საქართველო ისევ სადღესაწაულო სამზადისშია. მიუხედავად იმისა, რომ ძველით ახალი წელი უფრო საოჯახო, ინტიმური დღესასწაულია და ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება, 13 იანვრის ღამეს ისევ იშლება სადღესასწაულო სუფრა, ზუსტად 12 საათზე თბილისის ეზოებსა და აივნებზე ისევ ისვრიან შუშხუნებს, თბილისელები ძველით ახალი წლის ღამეს განთიადამდე ზეიმობენ.image
რატომ ვზეიმობთ ორჯერ?
ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციის წარმოშობა ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია. დღესდღეობით, მთელი მსოფლიო ოფიციალურად გრიგორიანულ კალენდარს ეყრნობა, რომელიც 1582 წელს პაპ გრიგოლ II მიერ გატარებული კალენდარული რეფორმის შემდეგ დამკვიდრდა ევროპაში. საქართველოში გრიგორიანული კალენდარი გასაბჭოების პერიოდში შემოიღეს. ამის პარალელურად, მართლმადიდებლური ეკლესია დღესაც დღესასწაულებს IV საუკუნეში დამკვიდრებული იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავს. სწორედ ამიტომ ახალი წელი ორჯერ იზეიმება.

1
1511
2-ს მოსწონს
ავტორი:ფოთელა
ფოთელა
1511
  
2013, 13 იანვარი, 23:22
მკიდია ეს ახალი წელი ფბში უნდა შევხვდე და ინტერმედიაზე
0 1 1