x
image
_K_
ვიტრივიუსის ადამიანი

image

ნახატი მელნითა და კალმითაა შესრულებული ლეონარდო და ვინჩის მიერ, დაახლოებით 1492 წელს. ნამუშევარი ამჟამად ინახება აკადემიის გალერეაში, ვენეციაში.


და ვინჩის უთუოდ მიუწვდებოდა ხელი ვიტრივიუსის ნაშრომზე De architectura თავისი მეგობრის, მათემატიკოსის, ლუკა პაჩოლის მეშვეობით, ვისთვისაც დახატა თავისი ცნობილი "ვიტრივიუსის ადამიანი" წიგნის De divina proportione ("ღვთაებრივი პროპორცია") გარეკანისთვის.


ძვ. წ. I საუკუნის რომაელი არქიტექტორის, მარკუს ვიტრუვიუს პოლიოს De architectura ყურადღების მიღმა დარჩა თავის ეპოქაში, მაგრამ რენესანსის პერიოდში დიდი ინტერესი გამოიწვია. იგი თავდაპირველად რომში გამოქვეყნდა 1486 წელს, შემდეგ ჯერ ფრა ჯოკონდომ გამოსცა 1511 წელს და მოგვიანებით კი ჩეზარინო დი ფრანჩესკომ 1521 წელს.


ლეონარდო და ვინჩიმ თავის ნახატს შემდეგი ანოტაცია დაურთო: "თავის ნაშრომში არქიტექტურის შესახებ არქიტექტორი ვიტრივიუსი აცხადებს, რომ ბუნებამ ადამიანის პროპორციები შემდეგნაირად განსაზღვრა: [...] თუ ფეხებს გაშლი იმგვარად, რომ ტანის სიმაღლე ერთი მეთოთხმეტედით შეამცირო, გაშლი მკლავებს ისე, რომ შუა თითებით შეეხო შენივე თავის ყველაზე მაღალ წერტილს, იცოდე, რომ ჭიპი აღმოჩნდება იმ წრეხაზის ცენტრში, რომელსაც გაშლილი კიდურების ბოლოები ქმნის და სივრცე წვივებს შორის ტოლფერდა სამკუთხედს შეადგენს. ადამიანის გაშლილ მკლავებს შორის მოქცეული მანძილი მის სიმაღლეს უდრის. საქოჩრიდან ნიკაპის ყველაზე დაბალ წერტილამდე ადამიანის სიმაღლის მეათედია."

ლეონარდო ასევე წერდა: "ბუნებრივად, ადამიანის სხეულის ცენტრი ჭიპია; ამიტომ, თუ ადამიანი ზურგზე დაწვება, ხელებსა და ფეხებს გაშლის და მის ჭიპზე კომპასს დავდებთ, თუ ტანგენსურად წრეს შემოვავლებთ, მისი ხელებისა და ფეხების თითების წვერებს შევეხებით. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: როგორც წრიულ მოხაზულობას ვპოვებთ ადამიანის სხეულში, ასევე, კვადრატის სქემასაც აღმოვაჩენთ მასში. მართლაც, თუ ადამიანს გავზომავთ თავიდან ფეხებამდე და ამ ზომას შევადარებთ მისი გაშლილი ხელებით შექმნილ ხაზს, სიგანე სიმაღლის ტოლი აღმოჩნდება, როგორც კუთხის საზომი ხელსაწყოს კვადრატულ ზედაპირებზე."

ლეონარდო და ვინჩიმ პირადად აიღო ერთი ახალგაზრდას სხეულის ზომები და ცვლილებები შეიტანა "ვიტრივიუსის ადამიანში, " რომელიც ადამიანის ფიზიკური სილამაზის კანონს დაუმორჩილა. ღვთაებრივი პროპორციების ცოდნა მოძრაობისა და დასვენების დროს კოსმოსისთვის დამახასიათებელი კანონებისა და ამის შედეგად ბუნებისა და ადამიანის სხეულის აგებულებისა და სტრუქტურების შესწავლის გზა იყო. და ვინჩისა და რენესანსის ეპოქის მოაზროვნეებისთვის ადამიანი სამყაროს მოდელი და ცენტრია, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანი იყო მისი პროპორციების ზედმიწევნით ცოდნა.

0
938
8-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
938
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0