x
image
_K_
როგორ აუხსნიდა ადამიანი უცხოპლანეტელს თავის ქცევებს - სახალისო კომიქსები
image

ადამიანები უცნაურები არიან, არ მეთანხმებით?


დავიწყოთ სპორტ-დარბაზში გადაღებული სელფებით და დავამთავროთ იმ ადამიანებთან დროის ტარებით, რომლებიც სინამდვილეში საერთოდ არ მოგვწონს - ადამიანის ბუნებას ნორმალურის გარდა, ყველაფერი ეთქმის. მაგრამ როგორ ავუხსნიდით უცხოპლანეტელს ჩვენს ქცევებს, თუ ის დედამიწაზე ბინის ქირაობას გადაწყვეტდა?


ამ დამაფიქრებელმა კითხვამ მხატვარი კომიქსების იდეამდე მიიყვანა. "გაკვეთილები კაცობრიობაზე" - ასე ჰქვია ილუსტრაციების სერიას, სადაც ადამიანი უილი ცდილობს, თავის ოთახის მეგობარ უცხოპლანეტელს, სახელად არმსტრონგს, ყოველდღიურ ცხოვრებაში აუხსნას ადამიანთა საზოგადოების ამოუხსნელი საკითხები.



სატირული და მარტივი იუმორისტული კომიქსების მიზანია, ადამიანებს აჩვენოს, რა არანორმალურია მათი ქცევა, თუ ამა თუ იმ საკითხს კარგად ჩაუღრმავდებიან. სტატიაში რამდენიმე კომიქსს შემოგთავაზებთ სერიიდან.

მეტი კი შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ ინსტაგრამ-გვერდზე.








#1 ჰომოფობია

არმსტრონგი: -უილ, შეგიძლია, მასწავლო, რა არის ჰომოფობია?

უილი: -რა თქმა უნდა... ხომ იცი, რომ სტაფილო არ მიყვარს?

არმსტრონგი: -ვიცი.

უილი: -ჰო და... რადგანაც პირადად მე არ მომწონს სტაფილო, მინდა, რომ შენც არ ჭამო.

არმსტრონგი: -ეს ხომ სასაცილოა.

უილი: -ესაა ჰომოფობია.

image








#2 ნეგატიური დამოკიდებულება

არმსტრონგი: -რა გჭირს?

უილი: -არავინ ფიქრობს, რომ სიმპათიური ვარ.

არმსტრონგი: -მე ვფიქრობ, რომ ხარ.

უილი: -მადლობა, მაგრამ შენთან ვერ მექნება სექსი.

არმსტრონგი: -ასეთი დამოკიდებულებით ნამდვილად ვერ გექნება.

უილი: -რა?

არმსტრონგი: -რა?

image








#3 Wi-fi

უილი: -იცი, რა იქნებოდა მაგარი? ხეები რომ უფასო Wi-fi-ის იძლეოდნენ. მაშინ მათ ყველგან დავრგავდით და პლანეტასაც გადავარჩენდით.

არმსტრონგი: -ჰო, აბა რა. როგორი სამწუხაროა, რომ ხეები მხოლოდ ჟანგბადს გამოყოფენ... რაც ადამიანებს სუნთქვისთვის გჭირდებათ.

image








#4 საკვების წარმოება

არმსტრონგი: -რატომ აცვიათ ამ კაცებს სპეციალური კოსტიუმები?

უილი: -კოსტიუმები მათ ქიმიკატებისგან იცავს.

არმსტრონგი: -მაგრამ ისინი ხომ ქიმიკატებს იმ საკვებს ასხურებენ, რომელიც უნდა ჭამოთ?!

უილი: - .........

image








#5 იანვარი

არმსტრონგი: -მთელი იანვრის გატარებას ასე აპირებ? სულ საბანში უნდა იყო გახვეული და "ბეჭდების მბრძანებელს" უყურო?

უილი: -კი.

-არმსტრონგი: -სიმართლე რომ ვთქვა, ეს მართლაც მაგარია.

image








#6 სხვების დახმარება

არმსტრონგი: -გაიგე, რა მოხდა ზიმბაბვეში?

უილი: -არა.

არმსტრონგი: -დიდმა წყალდიდობამ ასობით ადამიანი მოკლა და ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.

უილი: -რა საშინელებაა.

...

არმსტრონგი: -საჭმელს და ტანსაცმელს აგროვებ, რომ მათ გავუგზავნოთ?

...

არმსტრონგი: -ო, შენ უბრალოდ პროფილის ფოტოს ცვლი Facebook-ზე.

უილი: -ჩემი მხარდაჭერა უნდა გამოვხატო.

არმსტრონგი: - ...ადამიანების ვერაფერი გაგიგეთ.

image








#7 უსახლკარობა

უსახლკარო: -ცოტა ხურდას ხომ ვერ მომცემდით?

არმსტრონგი: -მას ფული უნდა მივცეთ?

უილი: -არა, ის მას ნარკოტიკებზე და სისულელეებზე ხარჯავს.

... (შედიან ბარში)

უილი: მხოლოდ შენს შემდეგ...

image








#8 სხეულის ფიგურა

უილი: -შენი აზრით, გავსუქდი?

არმსტრონგი: -თქვენი, ადამიანების ერთი ნაწილი შიმშილობს, მეორე ნაწილი კი წონის დაკლებას ცდილობს... უცნაურია.

უილი: -ეს კის ნიშნავს?

არმსტრონგი: -კი.

image








#9 ზოგადად კარგი

უილი: -მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, ზოგადად, კარგები არიან.

არმსტრონგი: -თქვენ ახალდაბადებულ ბატკანს ართმევთ დედას, აწამებთ და შემდეგ კლავთ... მარტო იმიტომ, რომ მისი გემო მოგწონთ.

უილი: -ხო... მაგრამ ამის გარდა, კარგები არიან.

image








#10 ნაცნობების ნახვა

არმსტრონგი: -ისევ გარეთ გადიხარ?

უილი: -დღეს ჩემი სკოლის ჰოკეის გუნდის ბიჭებთან ერთად ვვახშმობ.

არმსტრონგი: -ანუ შობა ის დროა, როცა იმ ადამიანებს უნდა შეხვდე, რომლებიც სინამდვილეში არ მოგწონს?

...

უილი: -კი, ასე გამოდის.

image








#11 ლუდი

უილი: -ეს ლუდია. ადამიანები მას იმიტომ სვამენ, რომ უფრო გახსნილები და კონტაქტურები გახდნენ.

არმსტრონგი: -მიჭირს იმის დაჯერება, რომ სასმელს შეუძლია ამის გაკეთება.

... 10 წუთის შემდეგ...

არმსტრონგი: -იცი რა, უილ? ჩვენი მეგობრობა წვიმასავითაა - ლამაზი და უსასრულო.

უილი: -ეს არაფერს ნიშნავს ჩემთვის...

არმსტრონგი: -შენი პლანეტა ნიშნავს არაფერს ჩემთვის!

image








#12 ცხვრები

უილი: -იცი, რა არის უცნაური?

არმსტრონგი: -რა?

უილი: -ცხვრებს არ შეუძლიათ საუბარი და ერთმანეთთან კომუნიკაცია... მაგრამ ამ მინდორში მაინც ერთად დგანან.

არმსტრონგი: -ეს იგივე არაა, რასაც ადამიანები ბარში აკეთებენ?

image







#13 საჩუქრების ჩუქება

უილი: -ვაუ, ეს ზუსტად ის სვიტერია, რომელიც მინდოდა.

არმსტრონგი: -ვიცი, მისი ლინკი შენ თვითონ გამომიგზავნე.

უილი: -და შენ ის მართლა მიყიდე... სწორედ ამას ნიშნავს შობის დღესასწაული!

image








#14 ღამის კლუბები

უილი: -აი, ეს არის ღამის კლუბი.

არმსტრონგი: -მაგარია... და რა უნდა ვქნათ?

უილი: -უცნაურად უნდა ვიდგეთ და იმედი გვქონდეს, რომ ქალები მოვლენ და დაგველაპარაკებიან... რაც სავარაუდოდ არ მოხდება.

...

გოგო არმსტრონგს: -გამარჯობა.

... (არმსტრონგის გაუჩინარების შემდეგ)...

უილი: -უცხოელ ბიჭებს ყოველთვის უფრო უმართლებთ.

image







#15 რეიტინგები

უილი: -ეს ტაქსის მძღოლი ძალიან აგვიანებს. ვაუქმებ გამოძახებას... ერთ ვარსკვლავს ვუწერ!

არმსტრონგი: -ეს ულმობელი საქციელია...

უილი: -არა უშავს, მაინც არ ანაღვლებს.

image








#16 ემოციური გულწრფელობა

მუსიკოსი: -აბა, როგორ გრძნობთ თავს?

ხალხი: -ვუუუუუ!

არმსტრონგი: -სინამდვილეში, ბოლო რამდენიმე თვე ძალიან დაძაბული იყო ჩემთვის...

image








#17 კოსტუმები

უილი: -აბა, მზად ხარ, ჩემი ჰელოუინის კოსტიუმი ნახო?

არმსტრონგი: -კი, თუ ქალი-კატას კოსტიუმი არაა...

უილი: -ტა-დააა!

არმსტრონგი: -ო, ვაუ... ცოტა არ იყოს, ეს დამამცირებელია.

image








#18 დაშორება

არმსტრონგი: -შეგიძლია, მითხრა, როგორი გრძნობაა დაშორება?

უილი: -რა თქმა უნდა.

უილი (დანას უყრის): -მაპატიე.

არმსტრონგი: -შეგვიძლია, ისევ მეგობრები ვიყოთ?

უილი: -არა.

image








#19 ქალებთან მიდგომა

არმსტრონგი: -მიდი და იმ გოგოს დაელაპარაკე ბართან. რა გაქვს დასაკარგი?

უილი: -მართალი ხარ. აბა, გმირი მოდის!

...

არმსტრონგი: -რა მოხდა?

უილი: საფულე მომპარა და წავიდა.

image








#20 სპორტ-დარბაზი

უილი: ეს სპორტ-დარბაზია. ზოგი აქ ძალის მოსამატებლად მოდის, ზოგი - სავარჯიშოდ, ზოგი კი - ინსტაგრამის ფოტოებისთვის.

image







ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ არ სჭირდება დღევანდელ სამყაროს თანასწორობა - 5 რეალური მიზეზი

image


2. როგორ შეიცვლება მსოფლიო, თუ ყველა ადამიანი ვეგანი გახდება image

3. ქალების 10 კატეგორია, რომლებსაც მამაკაცები ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე ხვდებიან

image

0
208
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0