x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ამაზონის ტყე
image ამაზონის ტროპიკული ტყე (ასევე ცნობილია, როგორც ამაზონის ჯუნგლები) არის ტენიანი, ფართოფოთლოვანი ტყე, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მოიცავს უდიდეს ამაზონის აუზს. ეს აუზი 7 მლნ კვ კმ-ს შეადგენს, რომლის 5.5 მლნ კვ კმ იფარება ამაზონის ტყით.

ამაზონის ტყე ცხრა ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს. ტყის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სადაც 60%-ია წარმოდგენილი. პერუში მდებარეობს ტყის 13%, კოლუმბიაში - 10%, ხოლო დანარჩენი ნაწილი წარმოდგენილია ვენესუელაში, ეკვადორში, ბოლივიაში, გაიანაში, სურინამისა და ფრანგულ გვიანაში.


ამაზონის ტყე წარმოადგენს პლანეტის ტროპიკული ტყეების ნახევარს და შეიცავს უმდიდრეს სახეობებს. 2008 წელს, ის ერთ-ერთ კანდიდატურას წარმოადგენდა მსოფლიოს შვიდი ბუნებრივი საოცრების ნუსხაში.

imageimage
imageimage



image


image
imageimageimage


imageimage

ამაზონის ტყე გამოირჩევა შეუდარებელი ბიომრავალფეროვნებით. მსოფლიოს ცნობილი სახეობების 1/10 ცხოვრობს ამაზონის ტყეში. იგი წარმოადგენს დედამიწაზე მცხოვრები ფლორისა და ფაუნის სახეობების უდიდეს კოლექციას. ტყეში მეცნიერულად კლასიფიცირებულია შემდეგი სახეობები:

დაახლოებით 40 000 სახეობის მცენარე

2 200 სახეობის თევზი

1 294 სახეობის ფრინველი

427 სახეობის ძუძუმწოვარი

428 სახეობის ამფიბია

378 სახეობის ქვეწარმავალი

მსოფლიოს ფრინველთა სახეობის 1/5 ცხოვრობს ამაზონის ტროპიკულ ტყეში, ასევე თევზების სახეობათა 1/5 წარმოდგენილია ამაზონის მდინარეებსა და ნაკადულებში. მთლიანობაში, ამაზონის ტყეში წარმოდგენილია ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელთა 10 მლნ სახეობა.

imageimage
imageimageimageimage

imageimage
imageimage
imageimage

imageimageimageimageimageimage
imageimage

image

image

image


imageimage
image

imageimage
imageimage
ამაზონის ტყეში წარმოდგენილია რამდენიმე ძალიან საშიში სახეობა. მათ შორის ყველაზე დიდი მტაცებელი არსებები არიან:

image

შავი კაიმანი



image








იაგუარი




image

კოუგარი



image












ანაკონდა


image










გველთევზა



image



"დედამიწის ფილტვები" ----->


ამაზონის ტროპიკულ ტყეს ამ მეტსახელით მოიხსენიებენ, რადგან იგი უზრუნველყოფს მსოფლიოს აუცილებელ გარემოს. ამაზონის ტყე აწარმოებს მსოფლიოს ჟანგბადის დაახლოებით 40%-ს. ამგვარად, ამაზონის ტყე უდიდესი მნიშვნელობის მქონეა.





"SOS Amazon"
image image

ამაზონის ტყე დედამიწის ხმელეთის ზედაპირის 16%-ს ფარავდა. დღესდღეობით კი ტყის ფართობი მხოლოდ 6%-ს მოიცავს. ექსპერტთა ვარაუდით, ტყის დარჩენილი ნაწილი შეიძლება მოხმარებულ იქნეს მხოლოდ შემდეგი 40 წლის განმავლობაში. ამაზონის ტყის რესურის განადგურებას ხელს უწყობს ტყით დაფარულ ქვეყნებში ტყის რესურსის ღირებულების აღქმა მხოლოდ მიწის ღირებულებით.

ტყის მნიშვნელოვანი ნაწილი ნადგურდება ხანძრის შედეგად, ხოლო უდიდესი ნაწილი გაჩეხვის გამო. ამაზონის განადგურებისა და გაჩეხვის მიზანი ძირითადად ამ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ან სამრეწველო საქმიანობის წარმართვაა. ექსპერტთა შეფასებით, ტყის გაჩეხვის შედეგად ყოვედღიურად იკარგება მცენარეთა, ცხოველთა და მწერთა 137 სახეობა, რაც მთლიანობაში წელიწადში აღწევს 50 000 სახეობას. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ამაზონის ტროპიკული ტყე შეიცავს ბევრ ისეთ მცენარეს, რომელიც კურნავს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს. აშშ-ს ეროვნულმა კიბოს ინსტიტუტმა განსაზღვრა 3 000 სახეობის მცენარე, რომლებიც არიან კიბოს უჯრედების განვითარების აქტიური წინაღობები. აღსანიშნავია, რომ ამ მცენარეთა 70% სწორედ ამაზონის ტყეშია თავმოყრილი.

imageimage


ამაზონის ტყის უკონტროლო გაჩეხვის შედეგად, ტყეში შემცირდა აბორიგენი მოსახლეობის რაოდენობაც. თუკი 5 საუკუნის წინ ინდიელთა რიცხვი 10 მლნ-ს შეადგენდა, დღეს მათი რაოდენობა 200 000-ზე ნაკლებია.


imageimage

image






8
11142
4-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ჟვანია
ლიკა ჟვანია
11142
  
2013, 13 იანვარი, 18:21
საქართველოში ბევრი ლამაზი ადგილია, სამწუხაროდ ბევრი რამის არასწორი ინტერპრეტირება ხდება. ტროპიკული სარტყელის ქვეყნები კი უფრო მეტი ბუნებრივი მრავალფეროვნებით ხასიათდებიან მათ შორის ბრაზილიაც
2013, 8 იანვარი, 16:13
ბაქია ქართველები კი იძახიან საქართველოზე ლამაზი ბუნება სად არისო?! ა, თუ არ ყოფილა:D:D
2013, 4 იანვარი, 18:01
მართალია დათო, შემეშალა, ორი სურათი უადგილოდ ჩავსვი, თუმცა შეგნებულად არ მომსვლია:)
ამაზონის ტყე მართლაც მრავალფეროვანია
2013, 4 იანვარი, 17:55
ძალიან საინტერესო და ლამაზი სტატიაა, მართლა მრავალფეროვანია ამაზონი და სამწუხაროა რომ ადამიანები ასედაუდევრად ვექცევით ბუნებას. 1-2 ცხოველის სურათი ზედმეტია, მაგრამ ეგ გამოსწორებადია, სამწუხაროდ ბევრი ე.წ. სანდო წყარო უშვებს ხოლმე შეცდომას.
მე დედამიწა
2013, 4 იანვარი, 15:55
სად გაადამოწმე რომელი წყაროების დყრდნობით ეს ცოტა საკამათო საკითხია
2013, 4 იანვარი, 14:21
კიი ცხოვრობს. გადამოწმებული მაქვს ინფორმაცია:)))
2013, 4 იანვარი, 14:08
ლიკ ფოტოებზე ნაჩვენები სახეობებიდა ყველა შეიდზლება ცხოვრობდეს გარდა ვეფხვისა ამაზონეთში
2013, 3 იანვარი, 22:06
რაღაც უცნაური და ამაზრზენი არსებები რომ არ სახლობდნენ წავიდოდიი ^^:D♥
0 1 8