x
image
შერიფი 022
რა ქონებას ფლობს მიხეილ სააკაშვილი? (ქონებრივი დეკლარაცია)
imageვიდრე საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის ქონებას შევეხებით, გაგაცნობთ მის მოკლე ბიოგრაფიას:
მიხეილ სააკაშვილი დაიბადა საქართველოში, ქალაქ თბილისში, 1967 წლის 21 დეკემბერს. 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა. 1992 წელს მან წარჩინებით დაამთავრა კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი. სწავლობდა აშშ–ში, ქალაქ ნიუ–იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც 1995 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სამართლის განხრით.


1995-1996 წლებში სწავლობდა ვაშინგტონში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ეროვნული ცენტრის დოქტურანტურაში. 1995 წელს იგი მიიღეს ნიუ–იორკის ადვოკატურაში და თითქმის
ერთი წლის განმავლობაში ეუფლებოდა ბიზნეს სამართალს. 1995 წელს მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და სწორედ მისი ინიციატივით საქართველოში პირველად დაიწყო მოსამართლეების შერჩევა მათი დამსახურების მიხედვით.


2000 წლის 12 ოქტომბერს იგი დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2003 წლის 23 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და 2004 წლის 4 იანვარს ხმათა 96 პროცენტით მიხეილ სააკაშვილი არჩეული იქნა საქართველოს პრეზიდენტად. 37 წლის ასაკში მიხეილ სააკაშვილი გახდა ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი. 2008 წლის 5 იანვარს მიხეილ საკაშვილი მეორედ გახდა საქართველოს პრეზიდეტი და ამჟამადაც ამ თანადებობაზე იმყოფება.
ჰყავს მეუღლე – სანდრა–ელისაბედ რულოვსი და ორი შვილი – ედუარდ და ნიკოლოზ სააკაშვილები.

რაც შეხება მიხეილ სააკაშვილის ქონებრივი დეკლარაციას, რომელიც მან 2012 წლის 16 მაისს შეავსო, ასე გამოიყურება:

მას გააჩნია 6820 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი და 97 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი ყვარელში. მის საკუთრებაშია დაბა გუდაურში 500 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. სანდრა რულოვსის სახელზეა ქ.თბილიში, ბარნოვის ქუჩაზე 154 კვ.მ. ფართობის ბინა და 164 კვ.მ. ფართობის მანსარდი.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებიდან გასულ საანაგარიშო წელს (2011) მხოლოდ მიხელ სააკაშვილს აქვს მიღებული შემოსავალი. კერძოდ, საქართველოს პრეზდინეტის წლიურმა სახელფასო ანაზღაურებამ 56 640 ლარი შეადგინა. ამავე წელს მიხეილ სააკაშვილმა კომპანია „არტესს“ ყვარელში არსებული ბინის მშენებლობისათვის, გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, 45 738 ლარი გადაუხადა, ხოლო მიწის ნაკვეთი 33 000 ლარად შეიძინა.


დეკლარაციის შევსებისას მიხეილ სააკაშვილს "საქართველოს ბანკში" გააჩნდა 42 328 ლარი, 23 000 აშშ დოლარი, 7080 ევრო და 22 ევრო, ხოლო საფრანგეთში, ბანკ „სოსიეტე ჟენერალში“ 39 000 ევრო ერიცხებოდა. რაც შეხება პირველ ლედის – სანდრა რულოვსს, მას დეკლარაციის შევსების დროს „თიბისი“ ბანკში გახსნილ ანაბარზე 21 000 დოლარი ერიცხებოდა, ხოლო ჰოლანდიაში „აიენჯი“ ბანკში გახსნილ ანაბარზე – 85 000 ევრო. სანდრა რულოვსს „საქართველოს ბანკში“ მიმდინარე ანგარიშზე გააჩნია 2000 ლარი.



2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად,
სწორედ ამ ქონებას ფლობენ მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე.

3
1925
3-ს მოსწონს
ავტორი:შერიფი 022
შერიფი 022
1925
  
2013, 8 იანვარი, 10:13
პრეზიდენტის უსაფრთხოებას მთლიანად სახელმწიფო უზრუნველყოფს, მათ შორის ფინანსურადაც
2013, 7 იანვარი, 18:05
ეს იმის მეასედია რასაც სააკაშვილი ფლობს. წლიური შემოსავალი 56 000 როგორ არის თუ კი დაცვა უჯდებოდა დღეში 50 000. :)
2012, 31 დეკემბერი, 10:37
სხვათაშორის ვიღაცამ გაასაჩივრა ეს და სხვა სტატია, ვითომდა პირადი საიდუმლოების ხელყოფისა და მართლწერის ნორმების უხეში დარღვევის გამო. მე მინდა მოვუწოდო სხვა მომხმარებლებს, რომ არასწორი გასაჩივრება მათ რეიტინგს მეტად ამცირებს და უზღუდავს საიტით სარგებლბას (გაეცანით სამომხმარებლო შეთანხმების წესებს). იმის გამო, რომ წინამდებარე სტატია მათ სტატიებზე პოპულარული გახდა, არ უნდა გაბრაზდნენ, ვინაიდან ხან ჩემი სტატია იქნება პოპულარული, ხანაც მათი (თუ ნორმალურად დაწერენ რა თქმა უნდა).

პატივისცემით,
შერიფი 022
0 1 3