სხვა ანეკდოტები 8 2012, 21 დეკემბერი, 16:36 სვანი ქუთაისში წყლების მაღაზიაში შედის. -ერთი ბაკალი წყალი დამისხი. გამყიდველი უსხამს, სვანი გარეთ გადის, იმ წუთში ბრუნდება და კიდევ ასხმევინებს ერთ წყალს. ასე მეორდება ათჯერ. ბოლოს გამყიდველი ეკითხება: -ვინაა ვეშაპი, ამდენ წყალს რომ ასმევ?! -მეზობელ შენობაში ხანძარია. სვანების დისკოტეკა: ერთ ოთახში შუქი ანთია მეორეში არა და დარბიან აქეთ-იქით სვანი მეკობრეობას გადაწყვიტავს და თვალს ამოითხრის სვან პროგრამისტს ბავშვი დაეკარგა და google.com-ით ეძებდა სვანი კარადის თავზე აძინებს პატარას. მეზობლებმა ჰკითხეს მანდ რატომ აძინებო და აბა ლოგინიდან რომ ვარდება ხმა არ მესმის და მიცივდება ბავშვი იატაკზეო სვანი შევიდა მაღაზიაში და კითხულობს: — რა ღირს გარმონი? — სვანებზე არ ვყიდით. — პასუხობს გამყიდველი. სვანი წავა სხვანაირად ჩაიცვავს, შევა მაღაზიაში და ისევ იკითხავს: — რა ღირს გარმონი? — სვანებზე არ ვყიდით. — კვლავ პასუხობს გამყიდველი. ასე გაგრძელდა რამოდენიმეჯერ. ბოლოს სვანმა დაკარგა მოთმინება და გამყიდველს ჰკითხა. - როგორ იგებ, რომ სვანი ვარ?! - როგორ და ეგ გარმონი კი არა რადიატორია. 37 5-ს მოსწონს
|