x
image
აბრაგი
სასიყვარულო სტატუსები

image1. წვიმს მთელი დღეა გადაუღებლად, გოგო კი ტირის თავაუღებლად, წვიმის წვეთები ფანჯრებს ეცემა, გოგოს ტირილით ცრემლი ეცლება. გარეთ ნიაღვარს მიაქვს ქუჩები, გოგო კანკალებს, უთრთის ტუჩები, ჭექა–ქუხილი ანათებს ოთახს, გოგო თავის დარდს, არ უმხელს ოჯახს.



2. მალე გაწვიმდება, წვიმა ნაღვლიანი სულის ნოსტალგიას შველის, ზეცა ატირდება, სითბო მომინდება, ნახვა მომინდება შენი, სევდა მომეძალა, როგორ მენატრები, დარდმა წამიშალა ფერი, მე შენს მოლოდინში სული დამეღალა და მაინც ჯიუტად გელი.


3. ადამიანი ძალიან ცდება, როცა ცდილობს დაგვიმტკიცოს თუ რაოდენ უბედურია ის. ასე იქცევა მხოლოდ ეგოისტი. როგორ უნდა ჩათვალოს მან თავი უბედურად, როცა უფალმა მას სიცოცხლე აჩუქა, რაც თავისთავად ბედნიერებაა!


4. გალაქტიონს უთქვამს რომ უსიყვარულდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, მის გარეშე უკვდავება და სილამაზე არ არსებობს. მათ, ვისაც უცნაური, არალოგიკური სიყვარული ეწვევა, მას ბრმად თვლიან. უიღბლოებისათვის სიყვარული ცალმხრივია. ხოლო ბითლზებისათვის კი სიყვარული იყო ის ყველაფერი, რასაც თვლიდნენ რომ ადამიანს ჭირდებოდა.


5. იცი?ცისარტყელა მოგიქარგე ფერად-ფერადი გვირილებით, მერე გაზაფხულიც მომეხმარა იებით ტიტებით და ალუბლებით. იცი? ოცნებებიც ჩავაქარგე ჩემგან საოცრად ნაფერები, ქვეყნად არაფერი დამენანა, ოქრო, ვერცხლი თუ ხავერდები. მერე? მერე ერთად დავასრულეთ მომავლის ფიქრებით...

0
119
1-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0