x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"გაცოცხლებული მკვდარი!"

imageჯეიმზ დუგლას მორისონი დაიბადა 1943 წლის 8 დეკემბერს, მელბურნში (ფლორიდა), იყო ჯგუფი დორსის სოლისტი, მომღერალი, მუსიკოსი, პროდიუსერი და პოეტი. ჯეიმზ დუგლას მორისონი გარდაიცვალა, 1971 წლის 3 ივლისს. ამ პროფესიებიდან იგი ყველაზე ცნობილია როგორც ცნობილი ჯგუფის „The Doors“ მომღერალი, სოლისტი. იგი როკის ისტორიაში მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და როკზე შეყვარებულ ადამიანად. იგი ასევე იყო რამდენიმე გამოცემული წიგნების ავტორი. უყვარდა ლექსების წერა. ასევე იგი იყო რამდენიმე დოკუმენტური ფილმის პროდიუსერი.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ საქართველოში გამოჩნდა ქართველი მომღერალი, ნუკრი მენთეშაშვილი, რომელსაც ძალიან ამსგავსებენ მას. მეტიც, მასში ხალხი ხედავს ჯეიმზ დუგლას მორისონს. 25-წლის ახალგაზრდა მომღერალი გაიზარდა ბავშვთა სახლში შვიდ და ძმასთან ერთად.გიტარაზე დაკვრა თავისით ისწავლა და დაიწყო ქუჩაში სიმღერა. აქ გაიცნო ბევრი ნიჭიერი ადამიანი და შექმნა ბენდი. მოგეხსენებათ, რომ იგი მონაწილეობდა, პროექტ ახალ ხმაში, რომელშიც განიცადა კრახი, ჟიურის კვალიფიკაციის დაბალი დონის გამო, იგი გააგდეს და დატოვეს გოგონა, რომელიც არაფრით არ სჯობდა მას. ასეთი უნიჭიერესი და არტისტული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანის გავარდნა პროექტს არანაირ სახარბიელო შედეგს არ მოუტანს.

2
152
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
152
  
2012, 16 დეკემბერი, 19:01
არ ვადარებ :დ პირიქით ვეჩხუბები ხოლმე ხალხს ნუ მადარებთ თქო :დ
2012, 16 დეკემბერი, 18:58
კი ნამდვილად კარგად ბაძავს მორისონს და ნიჭიერია ნამდვილად მაგრამ მაინც ნუ შევადარებთ. ჯიმ მორისონი ერთი იყო და განუმეორებელი.
0 1 2