x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
როგორ დაიკლო მარიტა როხვაძემ 3 თვეში 17 კილო

image2011 წლის ჯეოსტარი მარიტა როხვაძე აქტიურად განაგრძობს მუსიკალურ მოღვაწეობას. როგორც გვითხრა ხშირად იღებს მონაწილეობას კონცერტებსა და კორპორატიულ საღამოებზე. შემოთავაზებები მეზობელი ქვეყნებიდან _ უკრაინიდან და რუსეთიდანაც უკვე მიიღო, თუმცა ჯერ არსად წასვლას არ გეგმავს. მან ახალი იმიჯიც კარგად მოირგო, თმა მოკლედ შეიჭრა და 20 კილო დაიკლო. პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე მარიტა თავად ვრცლად გვიყვება.
“ჯეოსტარმა" ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. პირველ რიგში ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა. გავხდი უფრო შრომისმოყვარე. დავიმსახურე ხალხის სიყვარული, რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის. ძალიან გული მწყდება, რომ აღარ არის ეს პროექტი. ჯეოსტარმა საქართველოში ძალიან გაამართლა, ბოლო წელს კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა. უპრეცენდენტო რაოდენობის ესემესები შემოვიდა და ყველა წლის რეკორდი მოხსნა. ამ პროექტმა ძალიან ბევრი კარგი მეგობარი შემძიანა.
ხმამაღლა ვამბობ, რომ შეყვარებული ვარ ქალბატონ მარინა ბერიძეზე. მან მასწავლა სცენაზე დგომის კულტურა და თითოეული მისი შენიშვნა იყო სამართლიანი. ხშირად მის კრიტიკას სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა ეს ადამიანი არის ყოველთვის ობიექტური.
ჩემს კარიერაში ახალია ის, რომ დავიწყე მუშაობა ქუთაისის მერიაში. კულტურის მთავარი სპეციალისტი ვარ. ასევე ვიღებ კლიპს, რომელიც სავარაუდოდ გაზაფხულზე იქნება მზად. ჩემდა გასაკვირად, თურმე ხალხი საქართვველოს ფარგლებს გარეთაც მცნობს. მაქვს შემოთავაზებები უკრაინიდან და რუსეთიდან.
– ხომ არ ფიქრობ რომელიმე შემოთავაზებას დათანხმდე და კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელო?
– ამ ყველაფერზე ვფიქრობ. უნდა ვნახო კონტრაქტი რამდენად მაწყობს ან არ მაწყობს. რამდენი მექნება ჰონორარი და ამის მიხედვით გადავწყვიტო. თუმცა ერთი შეხედვით ძალიან კარგი შემოთავაზებები ჩანს. იქნება კლუბი, ან რესტორანი, სადაც მე ჩემს პროგრამას შევასრულებ.
– როგორ ახერხებ ქუთაისში, მერიაში მუშაობას? უნივერსიტეტში სწავლას და თბილისში კონცერტებზე მონაწილეობას?
– სულ გზაში ვარ, გადარბენაზე. ქუთაისიდან თბილისში ჩამოსვლას დიდი დრო უნდა საკმაოდ, მაგრამ ეს არ მღლის, პირიქით. ისე მიხარია ხოლმე წამოსვლა, რომ ვერც ვიგებ დრო როგორ გადის. ჩემს ქალაქში ძალიან იშვიათად ტარდება კონცერტები. ძალიან მიხარია, რომ ხშირად ვმონაწილეობ კორპორატიულ საღამოებში. მირეკავენ და მპატიჟობენ. ე.ი ხალხს ვუყვარვარ და ვახსოვარ. ძალიან მახარებს ეს ფაქტი. არასდროს ვამბობ უარს საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობაზე, პირიქით. ძალიან მიყვარს სცენაზე გამოსვლა, როდესაც ჩემი სიმღერით ხალხს ვეფერები.
– მერიაში მუშაობ კულტურის განყოფილებაში. შენ თუ სთავაზობ ქუთაისელებს რაიმე ახალ პროექტს?
– რაიმე გრანდიოზული ჯერჯერობით არ შემითავაზებია, თუმცა რა თქმა უნდა ვგეგმავთ. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს ქუთაისში. ზოგი მღერის, ზოგი ლექსებს წერს. მათ მინდა, რომ გავუკეთო საღამოები, ღონისძიებები. მეც რა თქმა უნდა ვიმღერებ მათთან ერთად. ძალიან მინდა, რომ ქუთაისი გააქტიურდეს.
– შენს ქალაქშივე სწავლობ. რა პროფესიას ეუფლები?
– აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობ, ტურიზმის ფაკულტეტზე. როდესაც ვაბარებდი, არც კი მიფიქრია, რომ ჯეოსტარში მიმეღო მონაწილეობა. აქედან გამომდინარე არ ჩავაბარე თბილისში. ძალიან დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ჩემს ლექტორებსა და მთავარ რექტორს, რადგან ყოველთვის ხელს მიწყობენ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო და არ მიქმნიან პრობლემას.
– იმიჯი შეიცვალე. თმა მოკლედ შეიჭერი, გახდი. image
– ჯეოსტარზე იმდენს ვნერვიულობდი, რომ არ მქონდა იმის დრო დიეტაზე მეფიქრა. თან ამ ნერვიულობამ უფრო გამასუქა მგონი. კონკურსის ბოლო კვირას განსაკუთრებით. გეტყვით, რომ 81 კილო ვიყავი. ძალიან მიყვარს ცომეული, კალორიული საჭმელები. ერთხელაც სარკეში, რომ ჩავიხედე ვთქვი, ღმერთო ჩემო რამხელა ვარ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. გადავწყვიტე, რომ ვყოფილიყავი დიეტაზე. ყველა მეკითხება, თუ ვისი დიეტის საშუალებით დავიკელი. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის მარიტა როხვაძის დიეტა _ არ ვჭამთ არაფერს და ვვარჯიშობთ. ნელ-ნელა ყველაფრი შევამცირე. ჩემი რაციონიდან ამოვიღე ცომეული, ტკბილეული. მივირთმევდი მოხარშულ, უმარილო, უცხომო წიწიბურასა და კარტოფილს. ზაფხულში კი მხოლოდ საზამთროსა და ყველს ვჭამდი. ეს არ გამჭირვებია საერთოდ. დავდიოდი ლაგუნაზე, საუნაში. ვარჯიშობდი. ოთხ თვეში 17 კილო დავიკელი. ახლა უკვე თავისით ვიკლებ. იმდენად აღარ მაქვს საკვების მიღების სურვილი, რომ ცოტას ვნერვიულობ ანორექსიაში არ გადაიზარდოს ჩემი ეს მდგომარეობა. სითხეს ვიღებ ბევრს, რომ არ გამოვიფიტო.
რაც შეეხება თმას. ძალიან მომბეზრდა გრძელი თმა და მინდოდა რაც შეიძლება მოკლედ შემეჭრა. თან დიეტის გამო თმის ცვენა დამეწყო. საბედნიეროდ ახლა ნელ-ნელა ამომდის. ძალიან მომწონს მოკლე თმა და ვფიქრობ, რომ კიდე ხომ არ შევიჭრა.
– გარშემომყოფებს ალბათ მოსწონთ შენი ახალი იმიჯი.
– მამაჩემს ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა ჩემ წონასთან დაკავშირებით. სულ შენიშვნას მაძლევდა და მეუბნებოდა, რომ სცენაზე დგახარ და სირცხვილია რა მსუქანი ხარო. ახლა კი პირიქით. მეუბნება ასე ძალიან ნუ ხდებიო. ჯანმრთელობის მხრივ კარგად ვარ საბედნიეროდ.
– შენს მშობლებზე მომიყევი. დედისერთა ხარ, როგორ ეგუებიან შენს დატვირთულ რეჟიმს?
– სახლში თითქმის ყოველთვის გვიან ვბრუნდები. ასე თორმეტი ან პირველი საათისკენ. იმდენად დაღლილი ვარ ხოლმე, რომ ეგრევე ვიძინებ. ვეღარ ვუთმობ დიდ დროს ვერც მშობლებს და ვერც შეყვარებულს. თუმცა მათ ძალიან უხარიათ ჩემი წარმატება და გვერდში მიდგანან.
– შენ მიიღე საკმაოდ სოლიდური პრიზი, ბინა ბათუმში... (მაწყვეტინებს)
– ჯერ ბინა არ არის. შენდებოდა აქამდე და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია დეკემბრის ბოლოს დასრულდება. ამას არა მარტო მე, არამედ ჩემი გარშემომყოფებიც ელოდებიან. კონტრაქტში წერია, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ გადმომეცემა ბინა. გარდა ამისა ჯეოსტარის გამარჯვებულისთვის, როგორც იცით ხდება ხოლმე ალბომის ჩაწერა. მალე დასრულდება ოთო ნემსაძის ალბომი და შემდეგ დაიწყება ჩემსაზე მუშაობა.
– სიმღერით დღეს შოულობ ფულს? ეს სფერო არის შემოსავლიანი შენთვის?
– 13 წლიდან დაბადების დღის ცენტრში ვმუშაობდი და იქიდან მივეჩვიე ფინანსურ დამოუკიდებლობას. საბედნიეროდ დღემდე არ მქონია ფინანსური კრიზისი. დღეს ჩემი სამსახური და სხვადასხვა კონცერტებში აღებული ჰონორარი მაძლევს იმის საშუალებას რომ დავიკმაყოფილო ელემენტარული მოთხოვნილებები. მაგალითად ვიყიდო ტანსაცმელი. სხვა რაღაც სერიოზულს ნამდვილად ვერ შევწვდები ჩემი ფინანსებით. საქართველოში თუ მხოლოდ სიმღერაზე ხარ დამოკიდებული ფულს ნამდვილად ვერ იშოვი.
– შეყვარებული გყავს. მომიყევი სად და როგორ გაიცნი.image

– ჩემი შეყვარებულიც ქუთაისელია. ერთი ეკლესიის მრევლი ვიყავით და იქიდან ვიცნობდით ერთმანეთს. შემდეგ კი ერთად ვემზადებოდით ქართულზე. ვიცოდი, რომ ორ თვეში ამერიკაში უნდა წასულიყო სწავლის გასაგრძელებლად. მის წასვლამდე გვქონდა ურთიერთობა, როდესაც იქ ჩავიდა, ინტენსიური ურთიერთობა დავიწყეთ. სკაიპით ვკონტაქტობდით. შვიდი თვის შემდეგ ჩამოვიდა და ის პერიოდი ჩვენთვის იყო შვიდი საუკუნე. ზაფხულის არდადეგებზე აქ იყო, მერე ისევ წავიდა და დღემდე ასე გრძელდება წასვლა-წამოსვლა. ერთით ძალიან კარგია, რადგან მონატრების გრძნობა სულ გაქვს და სიყვარული უფრო ძლიერი ხდება. თან ეს მდგომარეობა ერთგვარი ადრენალინიცაა. დეკემბრის ბოლოს ჩამოდის და ველოდები. თავიდან ძალიან მიჭირდა, მაგრამ შემდეგ მივეჩვია. თან იმდენად დაკავებული ვარ, რომ დრო ძალიან მალე გადის.
– ხალხმა გაგიცნო, შეგიყვარა. ხომ არ ეჭვიანობს?
– არა, არ არის ეჭვიანი. ამ ბოლო დროს რაც გავხდი დაიწყო ეჭვიანობა (იცინის). მეკითხება ხოლმე ხომ არავინ მეპრანჭებაო. იმდენად ვენდობით ერთმანეთს, რომ არ გვაქვს ნამდვილად პრობლემა არაფრის.
– ჩამოსვლას და საქარველოში ცხოვრებას არ აპირებს?
– ძალიან სერიოზულ კოლეჯში სწავლობს. უახლოეს პერიოდში ნამდვილად ვერ ჩამოვა საცხოვრებლად აქ. უკვე ორი წელია შეყვარებულები ვართ და ცოდოები ვიქნებით კიდევ წლების მანძილზე ასე რომ ვიყოთ. ვფიქრობ, რომ მე წავალ ცოტა ხნით საცხოვრებლად ამერიკაში, თუმცა ჯერ არა. აქ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. ძალიან მინდა, რომ სხვა ქართულ მუსიკალურ პროექტში მივიღო მონაწილეობა. ასევე დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ფილმში.
– რატომ არ სცადე მონაწილეობის მიღება ახალ მუსიკალურ პროექტებში?
– როდესაც სცენაზე ვდგავარ და ჯეოსტარში ამხელა გამოცდილება მაქვს მიღებული, ალბათ სხვა ნიჭიერ ბავშებს უნდა დავუთმო ასპარეზი, ახლა ისინიც გაიცნოს ხალხმა. ყველას უნდა მიეცეს ამის საშუალება. ამიტომ ჩემი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა არ იქნებოდა სწორი და თავი ამიტომაც შევიკავე. თუმცა ძალიან მინდოდა.
– ეგვიპტეშიც შეყვარებულთან ერთად იყავი. . .
– ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხში, მე, ჩემი შეყვარებული და მისი დედა ვიყავით. ძალიან კარგად დავისვენეთ, არაჩვეულებრივი კურორტია. რომ არა ზურას დედა ჩვენ ვერ გავწვდებოდით ფინანსურად. ძალიან დიდი მადლობა მას.
– მშობლებს მოსწონთ სასიძო?
– კი ძალიან მოსწონთ ძალიან. მართლა კარგი და თბილი ადამიანია. ოჯახებით ვახლობლობთ.

13
16217
34-ს მოსწონს
6-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
16217
  
2015, 13 თებერვალი, 15:30
ძაან საყვარელი გოგოა ძაან
2013, 1 ნოემბერი, 1:31
3 თვეზე 17 კილო გოგოთსთვის დძაან მგარია :) მე 5 ტვეზე დავიკელი 35 კილო :)
2013, 18 ივლისი, 19:41
ვერ ვიცანი მართლაააააა, ყოჩაღ მ ა რ ი ტ ა
2013, 9 მარტი, 15:07
პუტკუნა უფრო საყვარელი იყო
2012, 26 დეკემბერი, 17:36
როგორ დაიკლო და მონდომებაა მთავარი მეც ეგრე დავიკლე :P
2012, 22 დეკემბერი, 19:12
ძალიან კარგი გოგოა :))) უხდება დაკლება :))
2012, 18 დეკემბერი, 13:38
რაფერ გახდა ე უჯიშოი ასე აააააააააა
2012, 17 დეკემბერი, 21:51
თუ არ გაინტერესებთ ნუ წაიკითხავთ, მგონი არავინ გაძალებთ :D
2012, 17 დეკემბერი, 17:00
1000 მა ნახა ეეეს :DDD
2012, 17 დეკემბერი, 16:29
აუ რაშI მაინტერესებს ვიღაც სქელმა მარიტამ რამდენი კილო დაიკლო, უფრო საინტერესო სტატია ბევრად გაამართლებდა ჟჟჟჟჟჟ ა ნ ა :))))))))))))))))))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10