x
კეთილი ცოლი

image ბედნიერია ცხოვრებაში ის კაცი, რომელსაც შეხვდება ცოლად დედაკაცი კეთილი და მადლიანი. ის ღმერთისგან დაჯილდოებულია, რადგან კეთილი ცოლი არის მადლი ღვთისა, ნიჭი უფლისა; კეთილი ცოლი არის თავისი ქმრისთვის გვირგვინი კურთხევისა; იგი ახარებს თავის ქმარს. კეთილი დედაკაცის ქმარს გული თამამი აქვს, ყოველ კეთილ საქმეს გაბედულად მოჰკიდებს ხელს, რამეთუ იცის, რომ ჰყავს შემწე კეთილი და ძვირფასი რომელიც უღელს გაუწევს, გაამხნევებს და იმედს მისცემს გაჭირვების დროს. კეთილი დედაკაცი აიტანს გასაჭირს და შეიშნოებს ბედნიერებას; ის არ გაამპარტავნდება, თუ მდიდარი და შეძლებულია. კეთილი დედაკაცი ტყუილუბრალოდ დროს არ კარგავს, არამედ ოჯახს უვლის, ხელსაქმობს და გამრჯელია. კეთილი ცოლი ხელგაშლილია, სიძუნწე ეჯავრება, გულუხვია და თავისი სიმდიდრისგან გაჭირვებულსა და ხელმოკლე ადამიანს გარკვეულ ნაწილს უზიარებს. სოლომონ ბრძენი წერს: “ღირსეული დედაკაცი ქმრის გვირგვინია''.

0
145
2-ს მოსწონს
ავტორი:ტომკა
ტომკა
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0