x
დაგონი

დაგონი


ძველი აღთქმის წმინდა წიგნებიდან (მსჯ. 16, 23; 1 მფ.
5 2-7; 1 იარ. 10-10; 1 მაკ. 10, 84; 11, 4) შეიძლება დავინახოთ, რომ დაგონი (Daghon)
წარმოადგენდა ფილისტიმელთა მთავარ ნაციონალურ ღვთაებას. ამ ღვთაების კულტი საყოველთაოდ
იყო აღიარებული უპირატესად ღაზაში, აზოტსა და ასკალონში 1). ის ფართოდ იყო
გავრცელებული, აგრეთვე, პალესტინასა და ფინიკიაში. პირველი დასტურდება გეოგრაფიულ ადგილთა
დასახელებებით, რომლებიც გვხვდება ბიბლიაში და შეიცავენ „დაგონის“ სახელწოდებას, როგორებიცაა,
მაგალითად: ბეთ-დაგონი იუდას ტომში (ის.ნავ. 19, 27) და ბეთ-დაგონი ასურულ ტომში (ი.ნავ.
19, 27). მეორის სასარგებლოდ მეტყველებს (დაგონის კულტის არსებობის შესახებ ფინიკიაში)
მრავალი არა-ბიბლიური მოწმობანი. ასე, მაგალითად, სიდონის მეფის, ეშმუნაზარის საფლავის
ეპიტაფიაზე (სპარსელთა ბატონობის დროს) ქალაქები დორი და იოპია, რომლებიც სარონის დაბლობზე
მდებარეობდნენ, იწოდებიან rct dgn (გვ. 19) 1), რაც ნიშნავს ან „პურის მიწებს“
– daghan, ან „დაგონის მიწებს“. ამ უკანასკნელი მნიშვნელობით
‘rct dgn იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ დაგონის კულტი არსებობდა დორსა და იოპიაში.
აგრეთვე, არსებობდა სხვა ტერიტორიებზეც (ლილდეა, აკკა და სხვ.), რომლებიც ფინიკიელებს
ეკუთვნოდა.





1) ნეტარი იერონიმე დაგონის თაყვანისცემის ადგილად მიიჩნევს
ასევე ფილისტიმელთა სხვა ქალაქებს; „დაგონი, ამბობს იგი თავისი განმარტების 46 თავში, არის ასკალონის, ღაზას და
ფილისტიმელთა სხვა ქალაქების კერპი“








ბერიტელი სანქონიატონის კოსმოგონიაში დაგონი იწოდება
ზეცის და მიწის შვილად და ელის ძმად. როგორც მინდვრის და ხვნა-თესვის შემქმნელი. ამ
მახასიათებლებით სანქონიატონი მას უსვამს ხაზს
როგორც ფინიკიელთა მთავარ ღვთაებას. - მის პატივსაცემად ფილისტიმელებს მოწყობილი
ჰქონდათ ტაძრები, რომლებიც წარმოადგენდნენ მისდამი მსახურების ადგილებს. ასეთები არსებობდა,
მაგალითად, ღაზაში (მსჯ. 16, 21-23), აზოტში (1 მფ. 5, 1-5; 1 მაკ. 10, 83, 84; II,
4; იოს. ფლაბ. ძველი იუდეველები XIII, 4. 4) და ფილისტიმელთა ზოგიერთ სხვა ქალაქში
(1 პარ. 10, 10) 3). აქ ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე, ჩვეულებრივ, იდგმებოდა
კერპის გამოსახულებები, წარმართთა რელიგიური მსახურების საგანი.


მეფეთა
პირველი წიგნის მოწმობის მიხედვით(5, 4), რომელსაც ადასტურებენ ნაწილობრივ ძველი მწერლები
(Diod. II, 65) და, ნაწილობრივ, ებრაელ რაბინთა
მითითებანი (კიმჰი და სხვ.), დაგონის გამოსახულებები თავის-თავში მოიცავდა ადამიანისა
და თევზის მახასიათებლებს. დაგონი იყო ნახევრად თევზი და ნახევრად - ადამიანი. ჩვეულებრივ,
ვარაუდობენ, რომ ზედა და შუა ნაწილით იგი ადამიანს ჰგავდა, ჰქონდა ადამიანის სახე
(თავი) და ხელები (თარგმნ. ებრ. „ორივე ხელის მაჯა“ 1 მფ. 5, 4),

1) Shroder, Phonizishe Sprache, 175.

2) Ed. Orellii, p.26; ნეტ. იერონიმე (მოვერსის Die
Phonizier, 1, 590) უწოდებს მას “Jupiter ruralis”.

3) შეუძლებელია ზუსტად განვსაზღვროთ, რომელ ქალაქებში
იყო ტაძრები დაგონის სახელზე. ბიბლიაში არ არის მათი მოწყობის შესახებ ზუსტი ცნობები: მსაჯულთა წიგნში (თავი 16) საუბარია
მხოლოდ ბოძებსა და სახურავზე, რომლებიც წარმოადგენენ ამ ტაძრების კერძო საკუთრებას.
ბიბლიიდან (1 მაკ. 10, 83, 84; II, 4; იოს. ფლაბ. ძველი იუდეველები XIII, 4. 4) მხოლოდ
ის არის ცნობილი, რომ ზოგჯერ ეს ტაძრები მტრების შემოსევების საფრთხის დროს ფილისტიმელთა
თავშესაფრის როლს ასრულებდნენ.


ხოლო ქვედა ნაწილით - თევზს (ჰქონდა თევზის კუდი) 1). ასეთი სახით არის იგი წარმოდგენილი ქალაქ ნინევის
ნანგრევების ჩვენამდე მოღწეულ მონუმენტებზე,
სადაც იგი გამოსახულია როგორც ზღვის მკვიდრი, მცხოვრები თევზებსა და ზღვის ურჩხულებს
შორის 2). ასე გამოისახებოდა ძველად მისი მეორე ნახევარიც, ქალღმერთი დერკეტო
ანუ ატარგატისი (შდრ. ასტარტა 1მფ. 31, 10), რომელიც მისი მსგავსი იყო როგორც გარეგნული იერით, ასევე მის მსგავსად წარმოადგენდა
ფილისტიმელთა, ქალაქ ასკალონის მკვიდრთა თაყვანისცემის საგანს მისთვის მიძღვნილ ძვირფასად
მოწყობილ ტაძარში (2 მაკ. 12, 26; 1 მაკ. 5, 43).


1) თუმცაღა, ზოგიერთი რაბინი სხვაგვარად
მსჯელობს დაგონის აღნაგობის შესახებ; ასე, მაგალითად, რაბინი სოლომონი დაგონს ხედავს
თევზის სახით, ხოლო აბარბანელი ადამიანისა და თევზის სახით. ამ უკანასკნელის (აბარბანელის)
აზრით დაგონი თევზს წარმოადგენდა სხეულის ზედა ნაწილით, ხოლო ქვედა ნაწილით (ტანით)
ადამიანს. (Beyer, Additaments ad Seldeni De diis Syris,
p.286). შესაძლოა, აბარბანელი გულისხმობდა არა იმდენად დაგონს, რამდენადაც Anu-Oannes’a,
რომელიც პირდაპირ არის დასახელებული ასურულ წარწერებში; (Riehm,
Handworterbuch d. B. A., B. I. S. 250). რაც
შეეხება რაბინ სოლომონის ვარაუდს, ის არ შეესაბამება ბიბლიის მთავარ ტექსტს, ამიტომ
მან უნდა დაუთმოს იმ თხზულებაში გამოთქმულ შეხედულებას, რომელიც დაფუძნებულია 1 მეფ.
5, 4 ებრაული ბიბლიის მიხედვით. პირდაპირი თარგმნის შემთხვევაში ვიღებთ შემდეგ მნიშვნელობას:
და ადგნენ ისინი (ფილისტიმელები) მეორე დილას და აი, დაგონი წევს პირქვე დამხობილი
უფლის კიდობნის წინ, ხოლო მისი თავი და ორივე ხელის მტევანი (usete
kapoh yadbayw) (იდო) ზღურბლზე მოკვეთილი, მხოლოდ დარჩა მისი თევზისეული
ნაწილი; [raq daghon nise’ar’alayw: აქ სიტყვა daghon
(თევზის ნაწილი) უფრო განზოგადებული მნიშვნელობით არის გამოყენებული როგორც „თევზისმაგვარი,
თევზის იერის მქონე“ (სიტყვა dagh-დან= თევზი); საკუთარი სახელის მნიშვნელობით
(დაგონის) გაგებით მთელი გამოთქმა დაკარგავდა
თავის განსაზღვრებას] თავის ადგილზე. სლავურ-რუსულ (სინოდ.) თარგმანში ნათქვამია, რომ დაგონის ტაძრის
ზღურბლზე იყო არა მხოლოდ მისი თავი და ორივე ხელი, არამედ (დამატებულია) მისი ორივე
ფეხიც; აქედან ჩანს, რომ დაგონს თავის და ხელების გარდა ასევე ადამიანის ფეხებიც ჰქონდა;
აქედან გამომდინარე, ქვედა ნაწილით იგი ასევე ჰგავდა ადამიანს. თუმცაღა, ასეთ წაკითხვას
არ აქვს ანალოგი არც ბერძნულ ვატიკანურ ხელნაწერში,
რომელიც ჩვეულებრივ მიღებულია როგორც LXX ტექსტი, არც ლათინურ (ბულგატში) თარგმანში.
მაგრამ დამატება რუსულ (სინოდ.) თარგმანში (обе ноги его) აღებულია სლავურიდან
(обе плесни ног его), რომელიც ბერძნულ ლუკიანურ მსჯელობას წარმოადგენს (შდრ.
Librorum veteris Testamenti Canonicorum pars prior graece ed. P. de
lagarde. Gottingae 1883);

2)
Botta, monum. de Nineve 1 pl 32. 34. Ix. Riehm,
Handworterbuch d. B. A., 1,
250.

ფილისტიმელები წმინდად ეთაყვანებოდნენ თავის დაგონს.
მის
პატივსაცემად ისინი აწყობდნენ ბრწყინვალე დღეობებს, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ
როგორც მამაკაცები, ასევე დედაკაცები. მის სახელზე საკმაოდ
ორგანიზებული კულტი იყო ჩამოყალიბებული. მთავარ ხელმძღვანელებს აქაც, ისევე როგორც
ყველგან, წარმოადგენდნენ ქურუმები და მისნები (1 მფ. 6, 2), რომელთაც ევალებოდათ ხალხის
სწავლება და მათთვის სხვადასხვა წარმოდგენებისა და შეხედულებების შეთავაზება წესების
შესრულებასთან დაკავშირებით, რომლებიც შემდგომში რიტუალებად გარდაიქმნა. ამ ქურუმებისგან
გამომდინარეობდა, მაგალითად, აკრძალვა, არ შეედგათ ფეხი დაგონის ტაძრის ზღრუბლზე იმ
უბედურებათა მოსაგონრად, რომლებიც გადაიტანა ფილისტიმელთა ღვთაებამ ამ ქალაქში აღთქმის
კიდობნის ტყვეობისას (1მფ. 5, 1 და შემდეგი); თავისი ხასიათით დაგონის კულტი არ იყო
მანკიერი, როგორც ბაალ-ფეგორის კულტი და არც
მეტისმეტად მკაცრი, როგორც მოლოქის კულტი. დღესასწაულები, რომლებშიც სამსონიც, როგორც
არფარზე დამკვრელი, მონაწილეობდა კერპის ტაძარში, ფილისტიმელთა მხიარული ყიჟინა, რომელიც
ტაძარში ხდებოდა, იმის მიმანიშნებელია, რომ ეს კულტი იყო საკმაოდ ხალისიანი. ის შესაძლოა,
თვით ღვთაების ხასიათის შესაბამისი ყოფილიყო, ამ კუთხით თანხვედრი ქალღმერთ დერკეტოს
ანუ ატარგატისთან, რომელიც წარმოადგენდა მის მდედრობით ნახევარს.


შინაარსით დაგონი იყო თევზის ღვთაება 1).
მას ჰქონდა ცხოველთა ნაყოფიერების პრინციპის მნიშვნელობა. დაგონის არსის ამგვარი გაგების სასარგებლოდ
აშკარად მეტყველებენ ნივთიერი ფინიკიური ძეგლები (მონეტები), რომლებიც გამოსახავდნენ
მას თევზით მარჯვენა ხელში 2) და ბევრი სხვა მოწმობა, განსაკუთრებით ბაბილონელთა
და ასურელთა მითოლოგიიდან. კორსაბადის
ბარელიეფზე დაგონი წარმოდგენილია ადამიანის ტანით და თევზის კუდით 3).


1)
მეცნიერთა უმრავლესობა დაგონის
ამ იდეას უკავშირებს სახელის „დაგონი“ ეტიმოლოგიურ წარმოშობას ან
სიტყვიდან dagh
= თევზი (გეზენიუსის Thesaurus) ან კიდევ daghan==ხორბალი, მარცვლეულის
პური (Shroder, Phonizishe
Sprache, 124.) მაგრამ იმდენად,
რამდენადაც დაგონს ჰყავდა პროტოტიპი ბაბილონურ მითოლოგიაში, მაშინ მისი სახელის ძირიც
არ შეიძლება მოიძებნოს ებრაულ ენაში. შრადერი (К.А.Т. 181, 182; შდრ. Bathgen,
Beitrage z.s. R.G. 65) ხედავს მის ფუძეს ასურულ ენაში, თუ ეს ასეა, მაშინ
სახელ „დაგონს“ არ შეიძლება ჰქონდეს არც „პურის“
მნიშვნელობა, რადგან ასურულად „პურს“ უწოდებენ si siuv, არც
„თევზი“ს, რადგან ასურულად თევზს შეესაბამება სიტყვა nunu.
შრადერის მოსაზრების მიხედვით მსჯელობისას გამოირიცხება, აგრეთვე, სახელი „დაგონი“ს წარმოშობა
ებრაული ზმნისგან daghan (გამრავლება), რომელიც გათვლილია ზემოთხსენებულ ებრაული ენიდან წარმოებულ სიტყვებთან შესათანხმებლად;


2)
Brandis, Munzwesen…. 512.

3)
Layard, Nineveh n. seine Ueberreste, 424; შდრ. Fig. 88

ასევე იგი წარმოდგენილია სხვა ასურულ ძეგლებსა და ცილინდრებზე
სახელით დაკან 1). ამ მიმართებაში განსაკუთრებით შესანიშნავია Achat კუიუნჯიკის
ცილინდრი, რომელზეც იგი გამოსახულია მამაკაცის სახით. მის თავზე თევზის თავია, რომელიც თითქოს გვირგვინის
როლს ასრულებს, ტანზე მიფარებული აქვს თევზის ქერცლისმაგვარი ჯავშანი და აღჭურვილია
მარაოსებრი კუდით, ხოლო წვივები და ფეხები არ აქვს დაფარული 2).


დაგონი
ესადაგება ასურულ დაკანს. ეს ჩანს ქალაქ ბეთ-დაგონის სახელწოდების ასირიული ტრანსკრიფციიდან Bit-Da-kan. ბრიტანულ
მუზეუმში 3) დაცულ ძველ -ბაბილონურ Hammurabi-ის წარწერაში სახელი დაგონი
წარმოითქმის როგორც Da-gan-ni. ამ წარწერაში მისი სახელი გვხვდება ბელ-თან დაკავშირებული
(Bel-dagan). სალამანასარის ნაწერებში ბელ-დაგონი გვხვდება როგორც ღმერთების უმაღლესი
მამა და შემოქმედი, ხოლო Asur-nasirhabal’a-ს წარწერებში იგი წოდებულია როგორც ღმერთების უმაღლესი მამა და სამყაროს შემოქმედი
4). როგორც მიწების მეუფე, რომელიც მკვიდრობს მატრაში (მესოპოტამიაში),
ბელ-დაგონი იყო მეფე სარგონის მფარველი, ამიტომაც იგი თავის ცილინდრულ ნაწერში თავს
უწოდებს ni-sit ini A-nuvu Dakan („ანუსა და დაკანის მეურვეობის ქვეშ მყოფი“) 5).
ამ ღმერთის სახელწოდებიდან მიიღო სახელები ზოგიერთმა ასურელმა და ბაბილონელმა მეფემ,
მაგალითად: Ismi-Dakan 6) (ე.ი. დაგონს ესმის), Nabu-Dagan 7)
და სხვ.




ზემოთქმულიდან
ნათელი ხდება, რომ დაკანის იდენტური დაგონი,
უძველეს დროში ადგილს იკავებდა ბაბილონურ და ასურულ ღვთაებათა პანთეონშიც. ბაბილონელებთან
იგი იმავეს წარმოადგენდა, რასაც ანუ, რომლის ელემენტი იყო როგორც ზეციური, ასევე მიწიერი
ოკეანე და რომელიც ასევე გამოისახებოდა თევზის სახით. როგორც ჩანს, ქანაანის მიწაზე
იგი გადმოვიდა ბაბილონიდან, იქ სემიტური ტომების პირველი დასახლებისას. მაგრამ ბაბილონში,
რაც შეგვიძლია გავიგოთ უფრო გვიანდელი ასურული მონაცემებიდან ანუს ჰქონდა, ერთი მხრივ, დაუმუშავებელი, პირველსაწყისი,
ჯერ კიდევ განუსაზღვრელი პოტენციის ქვეყნიერი ცხოვრების ან ქაოსის მნიშვნელობა, რომლისგანაც
შემდგომში განვითარდა ყველა საგანი, - მეორე მხრივ, - კანონმდებლის მნიშვნელობა, რომელმაც
ასწავლა პირველ ადამიანებს კანონების შესაბამისად ცხოვრება, როგორც ქვეყნის მარადიული
კანონების მატარებელმა. თავისი უკანასკნელი
მნიშვნელობით ანუ იგივეს წარმოადგენდა, რასაც ბეროზთან ნახსენები ოანესი, რომელიც გამოვიდა
ერიტრეის ზღვიდან (სპარსეთის ყურე), განასწავლა ქალდეველები სხვადასხვა სახის ხელოვნებაში,
მეცნიერებასა თუ სიბრძნეში, ტაძრების და ქალაქების მშენებლობაში, მიწათმოქმედებაში
და, ბოლოს, იგი იყო თაყვანისცემის საგანი ტაძრებში,
როგორც ღმერთი. მსოფლიო პოტენციის მნიშვნელობით გაგებული ცხოვრების შემდგომი მდინარების
და განვითარების თავისთავად განმაპირობებელი ღვთაება „ანუ“, წარმოადგენდა რა პირველსაწყისი
სინათლის წყაროს და ამასთან შუქმფენი ძალის წყაროსაც, რომლის მსგავსიც ბაბილონელებში
იყო ბელი, თავდაპირველად იყო ასევე მზის ღმერთიც. ამ აზრით თევზი, როგორც მისი სიმბოლო,
შეიძლება იმ ოპტიკური მოვლენის მიმანიშნებელი ყოფილიყო, როდესაც მზე დაისის დროს ჩადის
ზღვაში, თითქოსდა იმისთვის, რომ ღამით აღმოსავლეთში გადაცუროს. მხოლოდ დროთა განმავლობაში
შეიძინა მან სპეციფიკური - ზღვის ან ოკეანის ღმერთის მნიშვნელობა.

1) Layard, Nineveh u. Babylon, 261 f. 266; შდრ.
Fig. Taf. VI. C.G.H.I.

2) იხ. განსახიერება ძველი აღთქმის ბიბლიურ ისტორიაში,
ა. პ. ლოპუხინი, ტ. 2, გვ. 26;

3) Shrader,
К.А.Т. 181

4) Scholz,
Gotzendiest. 241; შდრ. Menant,
Annales p. 97.

5) Shrader, К.А.Т., 160.

6)
Ibidem, 182 Anm.; შდრ. Menant, ibidem p.17

7) Menant,
ibidem p.21

ანალოგიის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ფილისტიმელთა
დაგონიც, რომლის პროტოტიპს წარმოადგენდა ბაბილონელთა ანუ, იყო იმ თვისებების განსახიერება, რომლითაც უკანასკნელი
ხასიათდებოდა. მართლაც ანუს
ამ თვისებებს ერთი მხრიდან ქანაანის მიწის მკვიდრთა ცხოვრების პირობების გამო, - და
მეორე მხრივ, - ამ უკანასკნელთა გონებრივი მდგომარეობის ზემოქმედებით უნდა განეცადა
სახეცვლილება ფილისტიმელთა დაგონში, ამის გარეშე არასოდეს ხდებოდა ერთი ერის ღვთაების
სესხება მეორე ერის მიერ, მაგრამ ეს სახეცვლილება ვერ შეეხებოდა ღვთაების არსებით თვისებებს.
თავისი არსით ფილისტიმელთა ღვთაება დარჩა იგივე, რაც იყო ბაბილონელთა დაგონი ან ანუ. შესაბამისად, იგი იყო ღვთაება მზიური ხასიათით და
წარმოადგენდა მზის განსახიერებას, იმ დროს, როდესაც მისი მეორე ნახევარი - ქალღმერთი
დერკეტო ან ატარგატისი - მთვარეს განასახიერებდა. როგორც გამანაყოფიერებელი ძალის თვალსაზრით,
ფილისტიმელებისთვის მას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც სხვა ერებისთვის მარსს,
არესს და სხვა ღვთაებებს, რომელთაც კონკრეტულად ჰქონდათ კავშირი მოსავლის აღებასთან,
ქორწინებასა და შობასთან. ამ კუთხით იგი შეიძლება ჩავთვალოთ ქანაანის მთავარი ღვთაების
ბაალის საქმიანობის ერთ-ერთი სფეროს განმასახიერებლად. ფილისტიმელები, როგორც ზღვისპირა
ქვეყნის მკვიდრნი დაგონს მხოლოდ პირობითად აღიარებდნენ თევზების და ზღვის ღმერთად, რადგან უყურებდნენ მას
როგორც ნაყოფიერების1) სიმბოლოს. სრულიად შესაძლებელია, რომ ფილისტიმელებისთვის
დაგონი, გარდა ამისა, წარმოადგენდა ომის ღმერთს, როგორც ქამოსი მოაბელებისთვის.


1) ფილისტიმელთა ასეთ წარმოდგენას დაგონის შესახებ ამოწმებს
ის ფაქტი, რომ ისინი უძღვნიდნენ მას თევზებს, რომლებიც სწრაფი
გამრავლების უნარის გამო წარმართულ მითოლოგიებში ყოველთვის წარმოადგენდნენ ნაყოფიერების
და სიცოცხლის სიმბოლოს, ასევე ბატონობისა ზღვასა და საერთოდ სინესტეზე





ეს იქიდან ჩანს, რომ ისრაელიანების გილბოაყის მთაზე
დამარცხების შემდეგ მათ (ფილისტიმელებმა) მოკლული საულის საჭურველი დადეს თავიანთი
ღმერთის ტაძარში, ხოლო მისი მოჭრილი თავი დაგონის სახლზე მიაჭედეს (1 ნეშტ.
10, 10). მსგავსადვე მოიქცნენ მოაბელები, მიუძღვნეს რა თავის ქამოსს ომის ნადავლი, რომელიც
აიღეს უფლის ტაძრიდან ქალაქ ნაბგოს (ნევოს) ალყის დროს. კვლავ უკუღმართად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის თვალში, ემსახურებოდნენ ბაალებსა
და აშთაროთებს, არამის, სიდონის, მოაბის ღმერთებს, ყამონელებისა და ფილისტიმელების
ღმერთებს. უფალი კი დაივიწყეს და აღარ ემსახურებოდნენ მას (მსჯ. 10, 6). ამ შენიშვნიდან
მსაჯულთა უსიამო ხანის შესახებ შეიძლება გავიგოთ, რომ ებრაელები იმ დროს სხვა ღვთაებებთან
ერთად ეთაყვანებოდნენ ფილისტიმელთა ღმერთებს, რის გამოც ღმერთმა ისინი არაერთგზის ჩააგდო
ფილისტიმელთა ხელში, რომლებმაც მათ დიდი ზიანი და მრავალი უბედურება შეამთხვიეს. ფილისტიმელებზე
ისრაელიანების დამოკიდებულება, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ღვთის ღალატსა და
ფილისტიმელ ღვთაებათა ერთგულებასთან, იწვევდა
ერის სიახლოვეს ფილისტიმელთა კერპთაყვანისმცემლობასთან. მიუხედავად იმისა რომ წმინდა
წერილი ამ შემთხვევაში არ ასახელებს დაგონს, როგორც წარმართი ისრაელის მსახურების საგანს,
მაგრამ ეს შეიძლება დავუშვათ, რადგან დაგონი ფილისტიმელთა მთავარ ღვთაებას წარმოადგენდა.
მისი იგნორირება იეგოვასგან განმდგარს არ შეეძლო იმ მიზეზითაც, რომ მისი (ამ ღვთების)
მსახურება უფრო აღქმადი იქნებოდა მისი უხეში ბუნებრივი რელიგიური შემეცნებისთვის და
უფრო სასიამოვნო მგრძნობიარე გულისთვის, ვიდრე ღვთისადმი სულიერი მსახურება. ისრაელიანების
მსახურებას დაგონისადმი ადასტურებს აგრეთვე ესაია წინასწარმეტყველის სიტვები (2, 6;
57, 3), როცა იგი ამხილებს მათ ჯადოქრობისა და მისნობისადმი მიჯაჭვულობაში; პირველ შემთხვევაში
იგი ამბობს, რომ ისინი აღსავსენი არიან ჯადოქრობით და მკითხაობენ ღრუბლების მიხედვით
(we ‘onenim), როგორც ფილისტიმელები, ხოლო მეორეში (57, 3) უწოდებს
მათ ჯადოქრის ძეს (bene onenah); ორივე შემთხვევაში წინასწარმეტყველი ებრაელებს
უწოდებს
anan ფუძიდან წარმოშობილ
სახელს, რაც ნიშნავს ღრუბლის მოყვანას, მოჯადოებას, მოგვობას. ეს იმაზე მიუთითებს,
რომ ებრაელები გატაცებულნი იყვნენ მკითხაობით ან მომავლის გამოცნობით. რამდენადაც
ამ ხელოვნებით
ძველად ცნობილი იყო ფილისტიმელთა
მიწა, (4 მეფ. 1, 2), მაშინ ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ მკითხაობის და მისნობის ხელოვნება
ებრაელებმა სწორედ მათგან ისწავლეს. მაგრამ ცნობილია (1 მეფ. 6, 2), რომ ბაალ-ზებების
კულტის გარდა, წინასწარ ხედვის ნიჭი დიდად ფასობდა, აგრეთვე, დაგონის კულტში. ამ უკანასკნელში
ქურუმებთან ერთად არსებობდნენ მკითხავები და ნათელმხილველები. მათი ებრაული სახელწოდება
იმაზე მიუთითებს რომ მათი ამოცანა იყო მომავლის გამოცნობა. შესაბამისად, მათი ხელოვნება იმგვარი იყო, რომლის
მიჯაჭვულობაშიც ამხილა ებრაელები წმ. ესაია წინასწარმეტყველმა. ეჭვგარეშეა, ებრაელებმა
ეს ისესხეს დაგონის კულტიდან და ესაია წინასწარმეტყველი, რამდენადაც ჯადოქრობა მჭიდრო
კავშირში იყო კერპთაყვანისმცემლობასთან, ამხილებდა
რა ებრაელებს ჯადოქრობაში, აგრეთვე ამხილებდა დაგონისადმი მსახურების გამო.


მაშასადამე, დაგონი ფიგურირებს აგრეთვე წარმართ
ებრაელთა ღმერთების პანთეონში. პირველად როდის შეეძლოთ ებრაელებს ამ კერპის კულტის
შემოღება, ამის შესახებ პირდაპირი მითითებები არ არის ბიბლიაში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მოხდა არაუადრეს მათი
შემოსვლისა ქანაანის მიწაზე, რომელზეც ოდესღაც მკვიდრობდნენ ფილისტიმელები და რომლებმაც
დაარქვეს ამ მიწას სახელი. მგრძნობიარე წარმართული კულტის შეთვისება შეიძლება მომხდარიყო
ებრაელთა ამ უკანასკნელებთან შეჯახების შედეგად.

1
125
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ტომკა
ტომკა
125
  
2012, 18 დეკემბერი, 0:09
ბევრი გიშრომია.
საინტერესო სტატია იყო ნამდვილად.
როგორც ვხედავ ვიღაც არ მოიხიბლა:(დისლაიქი)
0 1 1