x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?! რამდენად რეალურია?!"

imageვაგრძელებთ თუ არა არსებობას სიკვდილის შემდეგ ადამიანები? თუ არსად არ მივდივართ? ანუ საერთოდ ვქრებით? ეს კითხვები საუკუნეების მანძილზე აწუხებს კაცობრიობას. ახლა მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, რომელიც 1903 წლის აპრილს, ლონდონის ჟურნალში გამოაქვეყნა ექიმმა. " 1887 წელს, როდესაც მე ვცხოვრობდი კალიფორნიის ქალაქში, დამიბარეს მომაკვდავი ქალბატონის გადასარჩენად, რომელიც მე ძალიან მომწონდა. იგი კვდებოდა ფილტვების ანთებისგან. ყველამ იცოდა, რომ ეს ქალბატონი სიკვდილს ვერ გადაურჩებოდა. ის იყო წესიერი, ზრდილობიანი და მოყვარული დედა. როდესაც თვითონ ქალბატონი მიხვდა, რომ სიკვდილს ვერ გადაურჩებოდა გადაწყვიტა მომზადებულიყო უკანასკნელი წამისთვის და დაიბარა თავისთან შვილები და სათითაოდ ჩაეხუტა მათ. იმისთვის, რომ მოგვესმინა მომაკვდავის უკანასკნელი სიტყვები, ოთახში შემოვიდა ნიუტონი ( ქალბატონის ქმარი ). "ნიუტონ, არ არის საჭირო ცრემლები, მე არ მტკივა, მე სიმშვიდეს ვგრძნობ და მზად ვარ. მე მიყვარხარ შენ დედამიწაზე და მეყვარები აქედან წასვლის შემდეგაც. მე მოგინახულებ ხოლმე შენ, თუ ეს შესაძლებელი იქნება. თუ ვერ შევძლებ მაშინ ციდან გადევნებთ თვალს შენ და ჩვენ შვილებს და დაველოდები თქვენს მოსვლას. ახლა კი ჩემი ყველაზე დიდი სურვილია წავიდე.. მე ვხედავ აჩრდილებს ჩვენს ირგვლივ.. ისინი სულ თეთრები არიან ჩაცმულები... მე მესმის ძალიან ლამაზი მუსიკა... და აი ჩემი სენდიც ჩემთანაა ( სენდი მისი გოგონა, რომელიც 10 წლის წინ დიღუპა )"... სისი ( ქალბატონის სახელია ) - მიმართა ნიუტონმა, ნუთუ ვერ ხვდები რა სისულელეებს ბოდავ?.. რატომ დამიძახე? უპასუხა მომაკვდავმა.. მე წასული ვიყავი, რატომ მომაბრუნე... და 3 წუთის შემდეგ დაამატა, მე კიდევ მივდივარ, მაგრამ ახლა აღარ დავბრუნდები.. ეს მომენტი დაახლოებით 8 წუთი გრძელდებოდა.. ცხადი იყო, რომ მომაკვდავი ხედავდა თუ რა ხდებოდა დედამიწაზე და რა ხდებოდა სხვა სამყაროშიც.. "
მომაკვდავები ხშირად ხედავენ, თუ რა ხდება "სხვა სამყაროში". ხედავენ იმათ ვინც ადრე დაეღუპათ, ესმით ლამაზი მუსიკა, ხედავენ მრავალ უცხო ადამიანებს, რომლებიც სულაც არ ჰგვანან ადამიანებს. ეს ისტორია კი ამტკიცებს ამ ფაქტს... სიკვდილის მერე რაღაც არის.. არავინ არ იცის რა ხდება, მაგრამ ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას...

8
1589
7-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
1589
  
2012, 17 დეკემბერი, 13:31
შენი წინა კომენტარი გადაიკითხე.იქედან გამომდინარე დავწერე ეგ
2012, 17 დეკემბერი, 13:11
მადობა მარა ღმერთმა სულ კარგად გამყოფოს,არც 21 დეკემბერს არ ცახვალ, ეს ცოტა ცუდად გამოვიდა :დდდდ
2012, 17 დეკემბერი, 13:09
ღმერთმა სულ კარგად გამყოფოს,არც 21 დეკემბერს არ ცახვალ,გეთანხმები.ამ დღეს სამეგობროში და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარებ და ბედნიერიც იქნები,(არა მარტო 21 დეკემბერს,მთელი ცხოვრება,ღრმა სიბერემდე)
2012, 17 დეკემბერი, 13:05
მე ჯერ ყველა აქ მყავს არსად არ მივდივაარ არც 21 დეკემბერს არ ვაპირებ წასვლას :დდდდ
2012, 17 დეკემბერი, 13:03
რისი ტქმაც შემეძლო უკვე ვთქვი.რაც შეეხება უკან დაბრუნებას,მაგაზე ვერ გაგცემ პასუხს.უკან უამრავი ადამიანი დავტოვე და მათგან მხოლოდ ერთი,ყველაზე სანატრელი ადამიანი ვნახე
2012, 17 დეკემბერი, 12:52
ვაა მომიყევი აბა ^_^ რაც ენატრება კი არა ჩემი აზრით ადამიანი ბრუნდება იმ დროში როცა ბედნიერი იყო ესაა სამოთხე ^_^
2012, 17 დეკემბერი, 12:46
მე არ ვიცი სისი ვის ან რას ხედავდა,მაგრამ იმ ორდღიანი მოგზაურობის დროს,როდესაც მე ვიკავი ''წასული'',ბევრი პატარა ანგელოზი და ჩემი უსაყვარლესი ბებიის გარდა არავინ მინახავს.ალბათ ადამიანი იმას ხედავს ,რაც ან ვინც ყველაზე მეტად ენატრება.და კიდევ,ამ ორმა დღემ ''იქ'' სულ რამოდენიმე წუთში გაირბინა.აი ესაა რაც იყო.მეტი არაფერი
2012, 10 დეკემბერი, 17:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8