x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ივანიშვილი საქართველოს დროშას ცვლის? (ხუთჯვრიანი დროშის ისტორია)

imageსაქართველოს ხუთჯვრიანი, ულამაზესი დროშა ქვეყნის მთავარი სიმბოლო 2003 წლის რევოლუციის შემდეგ გახდა და ის პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება. სწორედ პრეზიდენტის ინიციატივით შეიცვალა საქართველომდროშა და ჰიმნი. უკვე საუბარი მიდის იმაზე, რომ ივანიშვილი აპირებს დროშის შეცვლას, ამას დაემატა ისიც, რომ იუსტიციის სამინისტროს თავზე ხუთჯვრიანი დროშა ჩამოხსნილია. ზუსტად არავინ იცის მართლა აპირებენ დროშის შეცვლას თუ არა, მაგრამ ფაქტია რომ საზოგადოებაში ამ აზრმა უკვე უკმაყოფილება გამოიწვია. საქართველოს დროშის ისტორია : პირველად მსგავსი დროშა ქართულ სინამდვილეში ჩნდება მეფე ვახტანგ გორგასლისდროს. ვახტანგ მეფე (თუ დააკვირდებით) ხატებზე სწორედ ამ დროშით (ანუ ერთჯვრიანი დროშით) გამოისახება.უფრო მოგვიანებით, წმინდა დავით აღმაშენებლის დროს დროშას ემატება ოთხი პატარა ჯვარი (კუთხეებში). მისი სიმბოლური დატვირთვის შესახებ ორი ვერსია არსებობს:
1-დიდი, ცენტრალური ჯვარი, ცხადია, განასახიერებს ქრისტიანობას. ხოლო ოთხი პატარა ჯვარი ქრისტიანობის "ოთხკუთხივ", ანუ მთელს
მსოფლიოში გავრცელებას.
2-დიდი ცენტრალური ჯვარი განასახიერებს მაცხოვრის ჯვარს, ხოლო პატარა ჯვრები მის ოთხ სამსჭვალს. სხვათაშორის, ოფიციალურად მიღებულია მეორე ვერსია. ამ ვერსიას მხარს უჭერს საქართველოს საპატრიარქოც.ანუ, მთლიანად ჩვენი დროშა განასახიერებს ჯვარცმას და გამოხატავს ქართველი ერისუწყვეტ ბრძოლას სარწმუნოებისთვის, "ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის, ხოლო ჩვენ- ქრისტესთვის" (წმინდა ილია მართალი) და ამავე დროს წარმოადგენს საფუძველს საქართველოს აღდგომისა, ვინაიდან ჯვარცმის გარეშე აღდგომა არ არსებობს. ამდენად ჩვენი დროშა არის სიმბოლო საქართველოს გაბრწყინებისა. თუდააკვირდებით, ეროვნული ჰიმნის კლიპი რომ მთავრდება, დროშის ფრიალის ფონზეიწერება სიტყვები: "საქართველო გაბრწყინდება", რაც გამოხატულებაა ზემოთ მოყვანილი მოსაზრებისა.

1
1006
7-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
1006
  
2012, 11 დეკემბერი, 17:40
ვინ შეცვლის?დებილები ხართ თქვენ?
0 1 1