x
გაბრიელ გარსია მარკესის ცხოვრების უცნობი ფაქტები
გაბრიელ გარსია მარკესი - დიდი კოლუმბიელი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მე-20 -ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი და უბრწყინვალ
ესი მწერალია. მისი პროზა თარგმინილია მრავალ ენაზე და მას ერთნაირი გატაცებით კითხულობს სხვადასხვა ასაკის, განათლების, ინტელექტის ადამიანი. გარსია მარკესის ხსენებაზე უმალ წარმოგვიდგება მარტოობის ასწლიანი ეპოპეა გადმოცემული ბუენდიების უჩვეულო თავგადასავლებში. ქართველმა მკითხველმაც თავდაპირველად სწორედ "მარტოობის ასი წლით" გაიცნო იგი.

ბევრს გაუგია და წაუკითხავს მისი ნაწარმოებები, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი ცხოვრების უცნობი ფაქტების შესახებ. საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ მარკესისა და ფიდელ კასტროს მეგობობაზე.რასაც შემონახული ფოტო და ვიდეო მასალაც ამტკიცებს. თავად კასტრო კი შემდეგნაირად იხსენებს მათ ერთ-ერთ შეხვედრას: "ჩვენი შეხევდრა ძალიან პირადული და ფამილიარული ხასიათის ელფერს ატარებდა, სადაც ადგილი გულახდილ მოგონენებსა და ჭორებს დაეთმო.სimageაუბარს კი გაბოს მეგობრები და ზოგიერთი რევოლუციის ლიდერიც დაესწრო. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გაბოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, თუმცა "გარსია მარკესისეული პოეტური გეოგრეფიის დაბურულ ტერიტორიაზე" წამიერად პირველდ აღმოვჩნდი."

დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ხალხში ანდერძმა, რომლიც "ბოლო სიტყვის" სახელით არის ცნობილი.ნაწარმოები სიკვდილ სიცოცხლეზე დამაფიქრებალია და მარკესს მიეწერება. ამის შეხახებ მწერალი ამბობს: "რამდენიმე წლის წინ, ვიღაც ჭკვიანმა ინტერნეტით გაავრცელა თითქმოს ჩემს მიერ დაწერილი გამოსათხოვარი სიტყვა კაცობრიობისადმი. მრცხვენია და ვმწარდები, ჩემი თაყვანისმცემლები რომელთაც გულწრფელად ვუყვარვარ ასეთ ბანალურ საშინელებას ჩემს თხზულებად რომ აღიქვამენ." რაც მთავარია გამოირკვა ანდერძის ავტორი. "ბოლო სიტყვა" მექსიკელი თოჯინების მსახიობს ეკუთვნის, რომელმაც ნაწარმოები თავის თოჯინას დონ მოფლესს მიუძღვნა.

უცნობი თუ ნაცნობი ფაქტები მარკესზე დაუსრულებლად შეიძლება ეძიო და იპოვო. გაშიფრო მისი ცხოვრება და გაეცნო მის ნაწარმოებებს. თუმცა ეს საკმაოდ ვრცელი და დასურულებელი სამუშაოა. ეს არის ადამიანი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა თავისი შედევრების წყალობით. დღეს კი გაბო მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემებით იტანჯება, იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში და მარტოობას ეგუება.


თუ გინდა სიბერეში სიმშვიდეს მიაღწიო, ერთგულად უნდა დაუმეგობრდე მარტოობას."

0
139
5-ს მოსწონს
ავტორი:ანუ-ანუკა
ანუ-ანუკა
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0