x
ხელის თხოვნის რიტუალი სხვადასხვა ქვეყნებში
ყველა ქვეყანას საკუთარი ტრადიციები გააჩნია. მათ შორის არსებობს ხელის თხოვნის და სიყვარულის წესებიც, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:



image

ინგლისში სიყვარულის ახსნის დღედ წმიდა ვალენტინის დღე ითვლება. შეყვარებულები ამ დღეს წერილებს "ვალენტიკებს" უგზავნიან.


აფრიკაში, მაკუას ტომში, რომელიც კონგოს სანაპიროზე ცხოვრობს, საქმრო ქალიშვილს უამრავ ფერად კენჭს მიართმევს. თუ გოგონა ქორწინებაზე თანახმაა, კენჭებს ბიჭის ხელისგულიდან პირით იღებს.. :)

ბალტიისპირეთში ნიშნობაზე სმას და ცეკვას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. საცოლე ცეკვის დროს მამაკაცს ფეხზე ფეხს ადგამს და ამოწმებს, ნამდვილად მამაკაცია თუ ეშმაკი, იქნებ ფეხსაცმლის ქვეშ ჩლიქებს მალავს :)

ტოგოელი მამაკაცი ქალს კომპლიმენტს იშვიათად ეუბნება, რადგან ეს დაქორწინების წინადადებად მიიჩნევა. ( ალბათ ზოგიერთი ქართველი მამაკაცი იმიტომ ამბობს იშვიათად კომპლიმენტებს )

ფრანგები სატრფოს პირველად თეთრ ვარდს უძღვნიან, მერე ვარდისფერს და ბოლოს ალისფერს.

კათოლიკურ ირლანდიაში გოგონებს უფლება ეძლევათ, თვითონ შესთავაზონ მამაკაცს დაქორწინება, მაგრამ საამისოდ არსებობს მხოლოდ ერთი დღე, 29 თებერვალი :)

კუნძულ იავაზე შეყვარებულ მამაკაცს ქალიშვილის ეზოში უფანჯრო ლერწმის ქოხი უნდა დაედგა. დილით, როდესაც გოგონა ქოხს იხილავდა, თუ მასში ფანჯრებს გამოჭრიდა ე.ი სასიძოს თანხმობას ეუბნებოდა.

როგორც ჩანს ყველა ქვეყანაში თავისებურად გამოხატავენ სიყვარულს, თუმცა, როგორიც არ უნდა გამოხატვდნენ მას, სხვა ქვეყნებში ჩვენთან, თუ დამეთანხმებით ყველაზე კარგი წესები არსებობს, როგორც ხელის თხოვნის ისე ქორწილის. თუმცა ყველგან არსებობს და ყოველთვის იარსებებს სიტყვა: მიყვარხარ.

1
632
8-ს მოსწონს
ავტორი:ანუ-ანუკა
ანუ-ანუკა
632
  
2013, 20 ივნისი, 23:44
ბალტიისპირული ტრადიცია განსაკუთრებით მომეწონა :))
კარგი სტატიაა.
0 1 1