x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ტესტი - როგორ უმკლავდებით ცხოვრებისეულ სიურპრიზებს?
imageპრეტენზიულობა ადამიანის სისუსტეზე მეტყველებს.

გაიგეთ რამდენად ცვალებადი ხასიათი გაქვთ და შეგიძლიათ თუ არა თავის გაკონტროლება რთულ სიტუაციებში:






1. სტუმრები ყავაზე დაპატიჟეთ. უცებ აღმოაჩინეთ, რომ ყავის ელექტრომადუღარას ფილტრი გამოგელიათ. როგორ მოიქცევით?

დახმარებისთვის მეზობელს მიმართავთ - 1
სიტუაციას იუმორით შეხედავთ და სტუმრებს ჩაის შესთავაზებთ - 3
საკუთარ თავზე გაბრაზდებით - 2

2. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ნაკლებად კონტაქტური ადამიანების მიმართ
გაღიზიანებენ და ნერვებს გიშლიან - 3
გეცოდებიან, რადგან ძალიან ბევრს კარგავენ - 1
ცდილობთ, მათი საქციელი გაამართლოთ, რადგან ისინი ისედაც “მძიმე'' ცხორებით ცხოვრობენ - 2

3. პრეტენზიული ხართ?
სიტუაციის მიხედვით - 2
ყოველთვის - 3
საერთოდ არ ვარ პრეტენზიული - 1

4. როგორ რეაგირებთ იმედგაცრუებასა და წარუმატებლობაზე?
რა თქმა უნდა, ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებთ - 1
განიცდით, მაგრამ ცდილობთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ - 3
ცდილობთ დარდი იუმორით გაიქარწყლოთ - 2

5. რა თვისებების ადამიანები მოგწონთ?
შრომისმოყვარე, კონტაქტური და თავაზიანი - 3
ენერგიული, ტემპერამენტიანი, აქტიური - 2
მებრძოლი, წინდახედული, მიზანმიმართული - 1

6. პარტნიორთან სერიოზული ჩხუბი მოგივიდათ. ასეთ შემთხვევაში როგორ იქცევით?
თქვენდა უნებურად ხმამაღალი ტონით ლაპარაკობთ, რასაც შემდეგ ნანობთ ხოლმე - 2
ცდილობთ, გამოძებნოთ კომპრომისი და მალე შეურიგდეთ - 1
პარტნიორს სთავაზობთ, რომ ორივე დამშვიდდეთ და სიტუაციაში ამის შემდეგ გაერკვეთ - 3

შედეგები:

6-9 ქ
თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელიც. ცდილობთ, ცხოვრებისეულ სიურპრიზებს იუმორით შეხედოთ, რაც პრობლემების მშვიდად გადაჭრაში გეხმარებათ. გილოცავთ, ეს ძალიან ჭკვიანური მიდგომაა!

10-14 ქ
საკმაოდ გაწონასწორებული ხასიათის ადამიანი ხართ, რის გამოც განწყობა იშვიათად გეცვლებათ. რა თქმა უნდა, ცხოვრებისეული სირთულეები თქვენც გაღიზიანებთ, მაგრამ ძალიან კარგად იცით, როგორ აიყვანოთ საკუთარი თავი ხელში.

15-18 ქ
ძალიან ემოციური ხართ, თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა იოლია. ეს ყოველივე კი იმდენად დამთრგუნველად მოქმედებს, რომ პრობლემების მოსაგვარებლად ძალა და ნერვები აღარ გყოფნით. თქვენი მდგომარეობა საგანგაშოა. აუცილებლად უნდა იპოვოთ გამოსავალი, რათა მოდუნდეთ და განიმუხტოთ, თორემ ნერვული სტრესი ნამდვილად გარდაუვალი იქნება.
1
341
3-ს მოსწონს
ავტორი:tartaruga
tartaruga
341
  
2013, 28 იანვარი, 20:22
13..
0 1 1