x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91335
  • ვიდეო:340894
  • სურათი:453297
ჩიყვის 12 ნიშანი. რა შემთხვევაში არის საჭირო ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია

ჰიპოთირეოზი* — ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტით გამოწვეული ორგანიზმის საერთო მდგომარეობა არის. მისი დიაგნოსტირება რთულია, რადგან დაავადება ფარული სიმპტომებით მიმდინარეობს. ხშირად, როდესაც ძილი გვერევა, მოთენთილობას, დაღლილობას, სახსრების ტკივილს ვგრძნობთ და ყველაფერს გადაღლილობას ვაბრალებთ, სინამდვილეში, შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევით იყოს გამოწვეული.

* შენიშვნა: ფარისებრი ჯირკვლის ყველა სახის დაავადება, ფართო მასებში, «ჩიყვის» ( ფარისებრი ჯირჯვლის გადიდება) სახელით არის ცნობილი. მაგრამ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სხვადასხვა სახე და სტადია არსებობს. ჰიპოთირეოზი საწყის და I – II სტადიაზე ვიზუალურად არა ჩანს და მისი აღმოჩენა, მხოლოდ ქვემოთ მოცემული სიმპტომებით შეიძლება.

image

ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამოყოფილი ჰორმონი ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა ორგანოს ფუნქციონირებაზე მოქმედებს, ამიტომ პრობლემის დროულად აღმოჩენა და მკურნალობის დაწყება ენდოკრინოლოგთან ძალიან მნიშვნელოვანია.


ჰიპოთირეოზის დროს, შემდეგი სახის სიმპტომები ვლინდება:


1. უგუნებობა და დეპრესია


image


ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების არასაკმარისი გამომუშავება, ხშირად ხდება დათრთგუნულ განწყობის, აპათიის და დეპრესიის მიზეზი. საქმე იმაშია, რომ ამ ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონები, პირდაპირ კავშირში არის, თავის ტვინში სეროტონინის გამომუშავებასთან. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არც დიდი რაოდენობით ჰორმონის გამომუშავება არის კარგი და ამ შემთხვევაში, ადამიანი აგრესიუი ხდება, შფოთავს და ყველაფერი აღიზიანებს.



2. ყაბზობა


image


ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ყაბზობა არის. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევას და ყაბზობას იწვევს. ავადმყოფები ასევე უჩივიან ბოყინს და სიმძიმეს კუჭში.



3. მძინარობა


image


მას, ვისაც ჰიპოთირეოზი აქვს, შეუძლია დღე-ღამეში 12 საათი იძინოს და გაღვიძებისას დაღლილობას გრძნობდეს. დილაობით, მუდმივი მოთენთილობა და ძილის გაგრძელების სურვილი — ძალიან საგანგაშო სიგნალი არის.



4. თმის ცვენა და კანის სიმშრალე


image


ნივთიერებათა ცვლის შენელების გამო, რომელიც ჰორმონალური დისბალანსით არის გამოწვეული, თმა და კანი საკმარის საკვებს არ იღებს. რაც ამ მხრივ, მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. ჩამქრალი თვალები, ფერმკრთალი, მოყვითალო ელფერის კანი — ასეთია, ჰიპოთირეოზით დაავადებული ადამიანის პორტრეტი.



5. წონის მატება


image


წონაში მოულოდნელი, საფუძველს მოკლებული მატება — ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია. ამავე დროს, წონის შემცირების მიზნით, გამოჩენილი ყველა ძალისხმევა უშედეგოდ სრულდება.



6. ლიბიდოს დაქვეითება


image


ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება გავლენას ახდენს იმ ჰორმონის გამომუშავებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ლიბიდოზე (ლათ. «ლიბიდო» - სურვილი, ვნება, სწრაფვა, მიზიდულობა, ლტოლვა).


7. კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები


image


ფარისებრი ჯირკვლის მიერ მცირე რაოდენობით ჰორმონების გამოყოფამ, შეიძლება ნერვული სისტემის დაზიანება გამოიწვიოს. შედეგად, მცირდება სიგნალების გაგზავნა თავის ტვინიდან სხეულის სხვა ორგანოებისკე, რაც საბოლოო ჯამში, კუნთების სპაზმების, კრუნჩხვების და კიდურების დაბუჟებას იწვევს.


8. გულის რითმის დარღვევა


image


გულის რითმის დარღვევა, მისი აჩქარება ან შენელება, ასევე ტკივილი გულის არეში, შეიძლება, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობით იყოს გამოწვეული.



9. დაბნეულობა, გულმავიწყობა


image


ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა მეხსიერებაზე და შრომისუნარიანობაზეც ახდენს გავლენას: ადამიანი რთულად აღიქვამს ახალ ინფორმაციას, ვერ ახდენს კონცენტრაციას საქმეზე, ექმნება პრობლემები მეხსიერებასთან დაკავშირებით.

მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, აზრების სიცხადე უბრუნდება.



10. დაბალი არტერიული წნევა


image


არტერიული წნევის დაწევა, უხალისობის, ძილიანობის და დაბნეულობის ფონზე — ექიმთან წასვლის მნიშვნელოვანი მიზეზია.



11. შეშუპება


image

image

ენის შესქელება, გვერდებზე კბილების კვალი, სახის და კიდურების შეშუპება — ჰიპოთირეოზის მკაფიო გამოხატულება არის.



12. დისკომფორტი კისრის არეში


image


ამ დაავადების დროს, ტკივილი, შეიძლება, ყელში ბურთისებური სხეულის არსებობის შეგრძნებამ გამოიწვიოს, ტკივილი იგრძნობა კისრის არეშიც, ამასთან, ხმა შეიძლება უჩვეულოდ ჩახლეჩილი გახდეს.

image

ფარისებრი ჯირკვლის გაზრდა ჰიპოთირეოზის III – IV სტადიაზე ხდება და სწორედ ამ დროს მიმართავენ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლით, დაავადებული ადამიანები ექიმს და ამ სტადიაზე, შეიძლება, ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. მაგრამ, თუ ორგანიზმს მოვუსმენთ და მის სიგნალებს სწორედ შევაფასებთ, ჯანმრთელობას დიდი ხნის მანძილზე შევინარჩუნებთ!

42
27653
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
27653
  
ტომოგრამა აუცილებელია, რომ ინსულტის რისკი გამოირიცხოს
ენის დაბუჟების მიზეზი, შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგ., შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ორგანული დარღვევა. ეს სერიოზული სიმპტომია და ყველაზე სასწრაფო, რაც უნდა გაკეთდეს, თავის და ხერხემლის კისრის ნაწილის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრამაა. და რა თქმა უნდა, ვიზიტი ენდოკრინოლოგთან.
26 მაისი, 2:40
გამარჯობა. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. ჩემს მეგობარს 5 დღის წინ ტუჩები ენა გაუბუჟდა, თავბრუ დაეხვა , თვალებში დაუბნელდა და ფეხები აუკანკალდა . მეორე დღეს წნევა გაიზომა ძალიან დაბალი ქონია . იმ დღიდან მოყოლებული დღეში ერთხელ მაინც ასეთი რამ ემართება თითქოს ენა ერევა და სვანივით ლაპრაკობს შენელებული წინადადებებით უცნაურად იქცევა და თითქოს შუშის თვალები უხდება. პატარა ბავშვივით არის ამ დროს 30 წუთით გრძელდება ეს ყველაფერი : თვითონ ვერ ხვდება რა მოსდის. როგორც კარგად ხდება ჩვეულებრივი ტონით საუბრობს . დიდი მადლობა წინასწარ
24 მაისი, 13:55
დიდი მადლობა პასუხისთვის.
დავწერე სახიფათო არ არის მეთქი, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ დროზე მიაქცევთ ყურადღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად დისკომფორტის შეგრძნება გექნებათ. გარდა ამისა, შესაძლებელია ამ დაავადებამ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჭარბი წონა და დიაბეტი გამოიწვიოს.
TSH არის ჰორმონი. მისი ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის, – 0,4 — 4,0-ია. ამიტომ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს. წამლებს დაგინიშნავთ და 1 კვირაში ყველაფერი დაგირეგულირდებათ.
ასე, რომ საშიში არ არის. მაგრამ, ექიმთან წასვლა აუცილებელია.
23 მაისი, 12:43
გამარჯობა, მაქვს პულსის ამოვარდნები, ქვედა კიდურების შეშუპება. გავიკეთე TSH ანალიზი და პასუხი მოვიდა 8,04. რას ნიშნავს ეს?თუ შეიძლება მითხრათ. რაიმე ანალიზი არის კიდევ საჭირო? მადლობა წინასწარ
არა, ვერ იგებენ. თუმცა, მოწევა უარყოფითად მოქმედებს დაავადების დროს.
გამარჯობათ, ჩიყვის დროს იგებენ სიგარეტს ეწევით თუ არა
23 აპრილი, 18:38
ძალიან ვწუხვარ თქვენს გამო. რაც შეეხება რჩევას, მსგავსი სიმპტომები ჩიყვსაც აქვს, ნევროზსაც და თავის ტვინში სერატონინის ნაკლებობასაც. ამიტომ, კომპლექსური კვლევა არის საჭირო. პირადად მე, მსგავს სიტუაციაში, დახმარებისთვის ფიტოთერაპევტს მივმართავდი. მაგ., რ. ლომიძის კაბინეტს ( ვაჟა-ფშაველას №30). იქ საჭირო ანალიზებსაც გაგაკეთებინებენ და მკურნალობასას დაგინიშნავენ.
მეგობრობას გამოგიგზავნით, თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, პირადში მომწერეთ.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10