x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
"ქალი, რომელიც მთელ ქვეყანას მერჩივნა, ჩემი უპასუხისმგებლობის გამო დავკარგე"
image ახალგაზრდა მამაკაცს სევდიანი გამოხედვა ჰქონდა და მაშინვე მიხვდებოდით, რაღაც ძალიან დიდ ტკივილს განიცდიდა. ასეც აღმოჩნდა - როგორც საუბრისას გაირკვა, თავის დროზე ირაკლი იმ პასუხისმგებლობას გაექცა, რომელიც ოჯახის შექმნას ახლავს. ის დღეს ამას ძალიან ნანონს, მაგრამ დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია...

- თამთა ორი კვირის წინ შემთხვევით ქუჩაში ვნახე. მას შემდეგ, რაც ის ბოლოს ვნახე, ოთხი წელი გავიდა. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, მაგრამ მე ის დავკარგე. ყველაფერი ჩემი სისუსტისა და უაზრო შიშის გამო მოხდა. გული ძალიან მტკივა და ამას მხოლოდ ახლა ვხვდები, მაგრამ, სამწუხაროდ ძალიან დავიგვიანე. მას ქმარი და შესანიშნავი შვილი ჰყავს. მეც ახლახანს მოვიყვანე ცოლი, გაზაფხულზე გოგოს ველოდებით.

- რა გახდა თქვენი დაშორების მიზეზი?

- ხომ გითხარით, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. არავითარი მიზეზი არ ყოფილა. თამთას ძალიან ვუყვარდი. ერთმანეთი მეგობრის აგარაკზე გავიცანით და მას შემდეგ ერთმანეთს ვხვდებოდით. მის ოჯახშიც ხშირად ავსულვარ და მასაც ჩემებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ერთ დღესაც მამაჩემმა მითხრა, ასე როდემდე უნდა იაროთ, მაგ გოგოს ხელი მოჰკიდე და სახლში მოიყვანეო. მთელი ღამე თეთრად გავათენე. რომ გავაცნობიერე, რომ თამთა ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყო და საკუთარ თავზე ოჯახის პასუხისმგებლობა უნდა ამეღო, შევშინდი. იმ დღის შემდეგ ათას მიზეზს ვპოულობდი, რომ თამთა არ მენახა და იშვიათად ვურეკავდი. გოგო ძალიან განიცდიდა და ბოლოს მითხრა, თუ ჩემთან ურთიერთობა აღარ გინდა, პირდაპირ მითხარიო. ასეც მოვიქეცი და ვუთხარი, ჰო, აღარ მიყვარხარ და ჯობია ერთმანეთს დავშორდეთ-მეთქი...


მას ერთი უფროსი, გათხოვილი დაქალი ჰყავდა, რომელსაც თამთა ყველაფერს უყვებოდა. კარგად მახსოვს, 31 დეკემბერი იყო, მარიმ დამირეკა და მთხოვა, შეიძლება დღეს შესაფერისი დღე არ არის, მაგრამ შენთან სალაპარაკო მაქვს და უნდა შეგხვდეო. როცა ერთმანეთს შევხვდით, მითხრა, ზუსტად ვიცი, ასე რატომაც იქცევი, შენ იმ პასუხისმგებლობას გაურბიხარ, რომელიც მომავალში წინ გელის. ასე დაემართა ჩემს მეუღლეს, როცა უნდა დავქორწინებულიყავით, მაგრამ მე ამას მივუხვდი და ჩემი მიტოვების ნება არ მივეციო.

-თქვენ რა უპასუხეთ?

- ჩუმად ვუსმენდი და ვხვდებოდი, რომ მარი სიმართლეს მეუბნებოდა. თუმცა სამსახურის დაწყება, მუშაობა, მეგობრებს მოწყვეტა, ღამით ბავშვის ტირილი და ვიღაცის გამუდმებული ჩიჩინი: " არ დალიო", "სახლში მალე მოდი" და ასეთების ატანა არ მსურდა, და თან იმ ასაკში... მე გადაწყვეტილება არ შემიცვლია.

-მაშინ რამდენის იყავით?

- მე 22-ის, თამთა 20-ის. თამთამ მალე სხვა გაიცნო და ცოლად გაჰყვა. ეს ამბავი რომ გავიგე, არაფერი შევიმჩნიე, მაგრამ როცა მარტო დავრჩი, ბავშვივით ავტირდი... დღეს 26 წლის ვარ და ცოლიც მყავს. მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობთ. როგორც გითხარით, ორსულადაა, თავს სუსტად გრძნობს და სამსახურში ვერ დადის. იმ დღეს მარტო ვბრუნდებოდი და ქუჩაში თამთა დავინახე. მანქანა გავაჩერე და გადავედი. მომეჩვენა, რომ ჩემს დანახვაზე გაწითლდა. ერთმანეთი მოვიკითხეთ, დაქორწინება მომილოცა და ჩანთიდან კონვერტით ფოტოები ამოიღო. ახლახან დავაბეჭდინე, ნახე რა კარგი ბიჭი მყავსო... სურათებს რომ ვათვალიერებდი, თვალებზე ცრემლი მომადგა. თამთამ ბავშვის ფოტოები ჩამომართვა და მითხრა, რას იზამ?! ყველაფერი შენი ბრალია, შეგეძლო ბავშვის მამა შენ ყოფილიყავიო. მერე ტაქსი გააჩერა და წავიდა. მას შემდეგ მოსვენება დავკარგე. სახლში დაბრუნებულს ჩემი ცოლი უცხოდ მეჩვენება, მაგრამ ახლა უკვე ძალიან გვიანაა. ქალი, რომელიც მთელ ქვეყანას მერჩივნა, ჩემი უპასუხისმგებლობის გამო დავკარგე.

5
2294
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
2294
  
2014, 3 ივნისი, 19:32
კაცებს ესე ემართებათ, კარგავენ და მერე ნანობენ.
2012, 3 დეკემბერი, 21:13
როგორ მესმის ამ ადამიანის მეც დაახლოებითესეთი რამ შემემთხვა
2012, 1 დეკემბერი, 9:17
რა ლამაზი ფოტოა
2012, 28 ნოემბერი, 13:33
ხო გვიან ხვდებიან ყველაფერს და მერე მართლა გვიანია.. ნანობენ მაგრამ რაა მერე?
2012, 27 ნოემბერი, 21:50
უი...სევდიანია
0 1 5