x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ქართველი კალათბურთელების წარმატებები
გიყვართ კალათბურთი? მე პირადად ვამაყობ ქართველი კალათურთელებით, ეს სპორტის ის სახეობა რომელშიც ძალიან დიდი წარმატებებს მივაღწიეთ, ჩვენი გუნდის ბიჭები სხვადასხვა კლუბებშიც თამაშობენ და დიდი წარმატებებს აღწევენimage
მე ვამაყობ კალათბურთის ეროვნული ნაკრების თითოეული წევრით, თორნიკე შენგელია, ძმები ბოისები, ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე და მრავალი სხვა მახსოვს როგორი შემართებით იბრძოდნენ თითოეული ქულის მოსაპოვებლად 2011 წლის ცხელ ზაფხულში და ჩვენდა გულის გასახარად გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს, იმედი მაქვს უფრო დიდი წარმატებები წინ გველის.

ახლოვდება კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, რომელმაც ევრობასკეტ-2013-ის ფინალური ეტაპის მონაწილეები უნდა დაასახელოს.

სხვებთან შედარებით, საქართველოს ნაკრების სუსტი რგოლი უკანა ხაზი, კონკრეტულად კი პირველი ნომერია. მართალია, ამ ამპლუის ქართველი კალათბურთელები გიორგი (“ბუ”) ცინცაძე და გიორგი გამყრელიძე კარგი სპორტსმენები არიან, მაგრამ დროის მცირე მონაკვეთში, როცა 8 ოფიციალური მატჩია ჩასატარებელი, 2 გამთამაშებლის იმედად ვერ იქნები. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ცდილობს, რომ ფიბა-ს დებულებიდან გამომდინარე, ნორმალური ნატურალიზირებული კალათბურთელი შეურჩიოს “ჯვაროსნებს”, მაგრამ ჯერჯერობით, ეს ვერ ხერხდება.
0
76
შეფასება არ არის
ავტორი:თეო777
თეო777
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0