x
image
ხიზანიშვილი
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია
image***ინგლისელმა ნაყინის მწარმოებლებმა, კერძოდ, კომპანია "დე აისქრემისთმა", დაამზადა განსაკუთრებული ნაყინი, დედის რძისგან - "ბეიბი გაგა". მაგრამ ბრიტანეთის მთავრობამ მისი სავაჭრო ქსელში გაშვება აკრძალა რძის ხარისხის შემოწმების შეუძლებლობის მოტივით.

***ფულის შოვნის უამრავი ხერხი არსებობს. მაგალითად, ერთმა თაღლითმა ნიუ-ჯერსის პატარა რესტორანში თავი ოფიციანტად გაასაღა, ორ მაგიდას მოემსახურა და 186 დოლარი მიისაკუთრა.

***კოლორადოს უცნაური მძარცველი შეეჩვია: მან 118 ძარცვა განახორციელა და 120 000 დოლარის ღირებულების სიგარეტი მოიპარა. ქურდს სხვა ფასეულობები არ აინტერესებდა.

***ბერლინის ავტობანზე ევროების წვიმა მოვიდა. საქმე ის გახლავთ, რომ ერთ-ერთ მძღოლს გვერდითა სავარძელზე ფულით სავსე ტომარა ედო, რომელიც გაიხსნა და დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილიდან 232 000 ევრო გამოფრინდა. პოლიცია იძულებული გახდა, მოძრაობა გადაეკეტა.


***თავისი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი ჭამს დაახლოებით 40 ტონა სხვადასხვა პროდუქტს.

***"სულ რაღაც" მილიონ ორასი ათასი კოღოა საჭირო, რომ თქვენი ორგანიზმიდან მთელი სისხლი გამოწოვოს.

***ღვინის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ბოთლი75 000 დოლარად გაიყიდა. ბოთლის წლოვანება ორ ასეულ წელს ითვლიდა.

***ყოველდღიურად 10 000 000 ჩხირი იგზავნება ჩინეთში, რომლებიც იქ ჩანგლის მაგივრობას წევენ.

***ძველ რომში ქალებს საკუთარი სახელები არ ჰქონდათ. მათ იმ გვარით მოიხსენიებდნენ, სადაც დაიბადნენ. მაგალითად იულია - იულიუსების გვარიდან. თუ ოჯახში რამდენიმე ქალიშვილი იყო, მათ უბრალოდ ნომრავდნენ.

2
175
5-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
175
  
2012, 25 ნოემბერი, 16:14
ეგ კოღოები ალბათ ოცლიტრიანი შტოფებით დაფრინავენ ((((((((
2012, 25 ნოემბერი, 15:40
ბოლო სასაცილოა ნომრავდნენ ინკუბატორის წიწილებივით ალბათ ხო?:))))))))))))))))
0 1 2