x
image
თეონა ასტამაძე
ბირთვისის ციხე
imageმინდა ბირთვისის ციხის შესახებ მოგითხროთ. მე რამდენჯერმე მქონდა მისი მონახულების შესაძლებლობა, რადგან სოფელი ტბისი სადაც ზაფხულობით ვისვენებდი მისგან არც ისე შორსაა. ერთი სიტყვით მშვენიერი სალაშქრო ადგილი გვქონდა.

ბირთვისის ციხე მდებარეობს თეთრიწყროს რაიონში, ალგეთის ხეობაში, რომელიც თავისი სილამაზით გამოირჩევა. პირველად ბირთვისები მე-11 საუკუნეშია ნახსენები, როდესაც თბილისის ამირას ბირთვისი ჩამოართვეს.

საერთოდ ყველა ციხე-სიმაგრე მიუვალ ადგილებშია აგებული მტრისგან თავის დასაცავად, მაგრამ ამ მხრივ ბირთვისი ნამდვილად გამოირჩევა, რადგან ეს ციხესიმაგრე მთლიან ბუნებრივი გალავნითაა შემოსაზღვრული და იგი ყველაზე აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა.მისი აღება დიდი ჯაფის შედეგად შეძლეს თემურ ლენგმა და შაჰ-თამაზმა, თუმცა ისიც ხრიკებითა და ეშმაკობით.




ბირთვისის ციხე მთლიანად კლდეებშია მოქცეული. მნახველს გააოცებს რანაირად შეძლეს ამ თვალუწვდენელი კლდის თავზე რამის აშენება. შესასვლელი, რომელსაც დევის ნაპრალს ეძახიან, იმდენად ვიწროა, დიდ ადამიანს ალბათ საკმაოდ გაუჭირდება იქ გავლა.image


კლდეები ზოგ ადგილას აგურებითაა შეერთებული, ესეც ალბათ თავდაცვის მიზნით.image



ყველაზე მაღალი კლდის თავზზე დგას კოშკი "შეუპოვარი".შეუპოვარი


კლდეებში ამოჭრილია კიბის საფეხურები, რაც შედარებით მარტივს ხდის ზემოთ ასვლას. უნდა აღვნიშნო, სიმაღლის ძალიან დიდი შიში მაქვს მაგრამ მეგობრების დახმარებით მაინც მივძვრები ხოლმე მაღლა. კლდეზე ასული კი ნამდვილად არ ინანებ იქ ასვლას რადგან უმშვენიერესი ხედი იშლება. დგახარ ერთ ერთ ძალიან მაღალ კლდეზე და გადაყურებ იქვე მეორეს, დაბლა ხალხი ჭიანჭველებივით მოჩანს თავი ღრუბლებში გეგონება.image


არანაკლები აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში საყოფაცხოვრებო ადგილების მონახულებამ, მინდა გითხრათ , რომ პირდაპირ კლდეში არის ამოკვეთილი თონეები და ბასეინები .

image




აღარაფერს ვამბობ დაბლა ბუნებაზე. ხავსმოდებული კლდის ძირები, ყინულივით ცივი ბუნებრივი წყარო. დაბლა ერთ ნანგრევსაც წავაწყდით რომელსაც არსენას ციხესიმაგრეს ეძახდნენ.




image


მოკლედ ერთი დღე ყველაფრისთვის ნამდვილად არ გეყოფათ. ზაფხულში ხშირად სტუმრობენ ქართველი და უცხოელი ტურისტები.

ლაშქრობის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია.



image


image


image


imageimage



3
1325
14-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
1325
  
2013, 26 მარტი, 23:09
აა რავი მეთქი მიდის პირდაპირ გზათქო და..მადლობა..
2013, 25 მარტი, 20:01
გზა რომ არ იცი აბა მარტო როგორ აახვალ
2013, 25 მარტი, 18:54
არ ვარ ნამყოფი,ანუ გზაც არ ვიცი და ავალ მარტო? თუ უეჭველი ისეთი ვინმე უნდა წავიყვანო ვინც იცის გზა?
0 1 3