კინო "ვამპირის დღიურები" თქვენი აზრი ამ ფილმის შესახებ... 2012, 14 ნოემბერი, 23:31
"ვამპირის დღიურები" სერიალი რომელმაც მსოფლიო მაყურებელი მიიზიდა ეკრანისკენ საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს...ასე რომ ვთქვათ მეც მათ რიგებში ვითვლები, ძალიან მომწონს ფილმიც, მსახიობებიც და ფერსონაჟებიც...
არვიცი რამდენად სწორად გამიგებთ ბევრი ალბთ მეტყვით რომ ზღაპარია, არარეალურია, რა ვამპირები? რა სისულელეაო...
გეთანხმებით რომ მართლაც დაუჯერებელია ვამპირების არსებობა და თუ მაინც დაიჯერე მათი სიყვარულია სისულელე...
მაგრამ ამ ფილმში არის რაღაც რაც ჩვენი დროის ახალგაზრდებს აღარ გააჩნიათ...ჩვენს დროში აღარც ასეთი ძლიერი სიყვარული არსებობს და აღარც მეგობრობა თავგანწირვაზე ხომ საუბარი ხომ სისულელეა(მე დიდი სიამოვნებით ვინატრებდი ასეთ მეგობრობს)... აღარც რომანტიზმი შემოგვრჩა საუბედუროდ... და სწორედ ამ მიზეზების გამო აიტაცა მაყურებელმა ეს ფილმი .... თქვენ მოგწონთ "ვამპირის დღიურები"? მოდი შევქმნათ "ვამპირის დღიურების" ფანკლუბი და და გაუზიაროთ ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს... დავწეროთ თუ რატომ მოგვწონს ან არმოგვწონსა ეს ფილმი... რომელი პერსონაჟი ან მსახიობი მოგწონთ? დიდი მადლობა ყველა თქვენგან ყურადღებისთვის... სიყვარულით ინტერ გოგონა... 91 13-ს მოსწონს
|