x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
დიდი "ფულაობა" თბილისის მერიაში
imageელიტარული კორუფციის ვირტუალური სახეები ძმები შარანგიები, ბოლო დრომდე ასრულებდნენ პრეზიდენტისა და “ნაციონალური” ელიტის მოლარეების ფუნქციას, უამრავ სახელმწიფო თუ კერძო ობიექტს შორის შარანგიების სახელი დაუკავშირდა თბილისელებისათვის ერთ-ერთ მტკივნეულ, სამარშუტო ტაქსების თემას. ახალ პოლიტიკურ რეალობაში სამარშუტო ხაზების მფლობელებმა და მძღოლებმა წართმეული უფლებებისათვის ბრძოლა უკვე დაიწყეს, უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე ხაზისმფლობელების მოთხოვნებს სამართლიანად მიიჩნევს და უგულავა _შარანგიების საეჭვო გარიგებასთან მიმართებით საქმეში პროკურატურის ჩართვას ითხოვს.


– ბატონო ნიკოლოზ, საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, რომ საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს?


– პირდაპირ კორუფციული გარიგებაზე საუბარი მხოლოდ ეჭვების დონეზე ვერ იქნება იურიდიულად გამართლებული.მაგრამ სანამ ამ ბრალდებამდე მივალთ აუცილებელია გადავხედოთ ტენდერების ჩატარების პერიოდს. კერძო ხაზების გაუქმებას, მოჰყვა ტენდერის გამოცხადაება, გამარჯვებულ კომპანიებს თბილისში მოსახლეობის სწრაფი და კონფორტული გადაადგილება უნდა უზრუველყო. თუმცა სრულიად საეჭვო ვითარებაში გამოცხადდა გამარჯვებულად 4 კომპანია: შ.პ.ს. “თბილისი ლაინი”, შ.პ.ს. “კაპიტალგრუპი”, შ.პ.ს. “თბილქარი” და შ.პ.ს “ფაბლიქარი”. ეს ოთხივე კომპანია ტენდერის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე ერთსა და იმავე ნოტარიუსთან, ერთსა და იმავე მისამართზე, ხუთწუთიანი ინტერვალით დარეგისტრირდა. რაც მთავარია ყველა კომპანიის წესდება არის იდენტური და ყველას საწყისი კაპიტალი არ აღემატება ას ლარს. მოგვიანებით კი როცა ტენდერს იგებენ, ეს ოთხივე ერთიანდება “ თბილისის მიკროავტობუსში” და ამ კომპანიის სათავეში აღმოჩნდნენ “ჯი ემ სი” ჯგუფის მეწილეები, ანუ იმ კომპანიის რომლის მმართველებიც არიან ძმები, რეზო და მერაბ შარანგიები. ნიშანდობლივია რომ ტენდერში მონაწილე კომპანეები დარეგისტრირებულია სწორედ შარანგიების რესტორნის “ქალაქურისა”, და “ძველი სახლის” მოსამართებზე.
შარანგიები კი ათასგზის ცნობილია, რომ მხოლოდ გიგი უგულავასთან კი არა სააკაშვილთან დაახლოებული ე.წ. ბიზნესმენები არიან. შარანგიებთან მეგობრობას, არც გიგი უგულავა უარყოფს...
ფაქტიურად, ტენდერი ფორმალური იყო და სხვა კერძო კომპანიებს, ვისაც უნდოდა მონაწილეობის მიღება, აიძულეს უარი ეთქვათ. ეს ადამიანები ჩამოიცილეს ძალადობრივი მეთოდებით. ჩვენ გვირეკავენ ხაზების მფლობელები და ხმამაღლა საუბრობენ ზეწოლაზე. მათ სახელისუფლებო გუნდიდან განადგურებით ემუქრებოდნენ, ამ კონტექსტში ბევრჯერ დასახელდა გიორგი ასანიძის გვარი! უკონკურენდოდ დარჩენილებმა კი ხელში ჩაიგდეს მონოპოლია.


გარდა საეჭვო ტენდერისა, არის კონკრეტული ფაქტები, რის საფუზველზეც შესაძლებელია “თბილისის მიკროავტობუსს” ხელშეკრულება შეუწყდეს?



– ბევრ დარღვევას აქვს ადგილი. გარდა იმისა რომ გაუმჭვირვალედ ჩატარებული ტენდერი მოიგეს, მათ ვერ შეასრულეს ვალდებულებები, პირობის მიუხედავად გაზარდეს მგზავრობის თანხა, ვერც მოცემულ დროში შეასრულეს საჭირო რაოდენობის მიკროავტობუსების შემოყვანა. ამას დამატებული არაკომფორტული მგზავრობა, მიკროავტობუსების ნაწილი გადატვირთულია, ფეხზე მდგომი მგზავრები მძღოლისათვის ხშირად დაბრკოლებაა, რაც რიგ შემთხვევაში ქმნის საავარიო სიტუაციებს. კონდიცირების სისტემასთან მიმართებაშიც უამრავი დარღვევა იყო. ფაქტიურად იძულებით ჩაართვევინეს ზაფხულში კონდიციონერები. კიდევ სხვა პრობლემაც იყო, “მარშუტკების” დიდი ნაწილი, აღმოჩნდა უხარისხო და მალე გაფუჭდა. მძღოლებმა სხვათაშორის მოგვმართეს დაცვისათვის, სხვა მიმართულებითაც. მათ აიძულებს “თბილისის მიკროავტობუსი”, რომ სარემონტოდ მხოლოდ “თეგეტა მოტორსს” მიმართონ. სადაც არის სამმაგი ფასები, ზეთიც მხოლოდ ამ კომპანიაში უნდა შეეცვალათ. თან მძღოლების ხარჯია შეკეთება, არადა 2 წლის გარანტიით მისცეს მათ. მოკლედ, ძალიან ბევრი დარღვევაა სახეზე, ასევე მათი შრომის უფლებები ისევე როგორც ბევრი ჩვენი მოქალაქის დარღვეულია, შეუძლიათ ნებისმიერი მიზეზით გააგდონ სამსახურიდან, ფაქტიურად სისტემის მონები იყვენ ეს ადამიანები. ინფორმაციის მიღების უფლებაც კი აუკრძალეს! არის უამრავი ზედმეტი გადასახადი, გარდა ფიქსირებულისა, რომელიც ყველა ხაზს ერთნაირად მიაქვს.
უკვე მივმართეთ ახალ მთავრობას, რომ გადაიხედოს ტენდერის საქმე. ასევე დარღვევები. აბსოლიტურად ყველა პირობაა იმის, რომ გაუქმდეს “თბილისის მოკროავტობუსთან” ხელშეკრულება. მძღოლების და ხაზის მფლობელების პროტესტი გარდაუვალია თუ ეს არ მოხდა. ხაზის მფლობელებს, რა თქმა უნდა, პრეტენზია აქვთ ხაზის დაბრუნების! შარანგიებს ბევრ რამეზე მოუწევთ პასუხისგება, მათ ის არ ეყოთ რომ მონოპოლისტები იყვენენ ყველა სფეროში, ქართულ სულიერებასაც გადაწვდნენ და საპატრიარქოს გვერდით წამოუჭიმეს შანგრილა.


რაც შეეხება უგულავას? მას რა კონკრეტული ბრალდება შეიძლება წაეყენოს?


– ბევრი წართმეული ბიზნესის უკან სწორედ უგულავა დგას, მასთან მიდიოდა ქეშის სახით სწორედ ნაღდი ფული. მხოლოდ “თბილისის მიკროავტობუსისაგან” არ იღებდა სარგებელს, დაშინებული ჰყავდა უამრავი ბიზნესი, სხვათაშორის მომავალი კვირიდან ფაქტიურად უგულავას მხილების კვირეულს ვიწყებთ, პრესკონფერენიას გამართავს კიდევ ერთი ბიზნესწართმეული გვარად კვარაცხელია, რომელმაც ააშენა დიდი კომპლექსი ორთაჭალაში, სოკარის მოპირდაპირე მხარეს, მას სწორედ უგულავას ჩარევით ებრაელმა ბიზნესმენმა წაართვა კომპლექსი. ამ ჩარევაში რა თქმა უნდა “ქეშად” იღებდა ფულს. კი ტრაბახობდა სააკაშვილი მხდრიონი დავამარცხეთო, მაგრამ ფაქტიურად პოლიციური გესატაპო იყო. ადამიანებს ბიზნესებს ძალადობით ართმევდნენ. იმის მუქარით რა კადრებიც ჩვენ ვნახეთ ციხიდან .
რაც შეეხება უგულავას საკითხს, მთავარია რომ შიში მოიხსნა, ახლა ბევრი ალაპარაკდება, მათ შორის ერთმანეთსაც არ დაინდობენ, წავა ურთიერთსაწინააღმდეგო კომპრომატების დადება. კონკრეტულად “თბილისის მიკროავტობუსთან მიმართებაში”, თავად საკრებულოს წევრებიც კი იძახდნენ რომ ეს იყო გაუმჭვირვალე ტენდერი, მეტი მტკიცებულიება რაღა გინდა. უგულავას და მთელ “ნაციონალურ მოძრაობას” ეგონა, სულ თავად იქნებოდნენ სათავეში და არ მოეკითხებოდათ არაფრისთვის: მათ შორის სამშენებლო ნებართვების არაკანონიერად გაცემისთვის. ცალკეული კომპანიების ლობირებისთვის, სადაც იყო სხვა “ნაციონალთა” ინტერესები. საქართველოს ხომ უგულავასთან ერთად ფაქტიურად სულ რამდენიმე ოჯახი მართავდა, რომელთა ხელში იყო ყველა მსხვილი პროექტი, დანარჩენი “ნაცები” კი ხელს ითბობდნენ. შარანგიების მსგავსი ბიზნესმენები, იმიტომ შემოჰყავდათ ბაზარზე რომ მათი რესურსი თავად გამოეყენებიათ საჭიროებისამებრ, ეს წინასაარჩევნოდ კარგად გამოჩნდა!.
გამოძიება რა თქმა უნდა დაადგენს ყველაფერს, მაგრამ სახეზე კარგახანია გვაქვს ფაქტები, კორუფციული გარიგება არ იყო ის რომ 15 ლარიანი კიპარისი მერიამ 980 ლარად შეიძინა? მხოლოდ ამის გამო შეიძლებოდა უგულავას სამსახურეობრივი გულგრილობის დამტკიცება და პასუხისმგებლობაში მიცემა. ნორმალურ ქვეყანაში რომ გვეცხოვრა.
ახლა კი საქმე რამდენიმე მიმართულებით შეიძლება აღიძრას: პირველი სამსახურებრივი გულგრილობა, რადგან თანხები იხარჯებოდა ისეთ მიმართულებებზე რაზეც არ უნდა დახარჯულიყო. ეს შედარებით მცირე ბრალდებაა, მას ასევე უნდა წაეყენოს სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისთვის, რაც მოიცავს უკანონოდ მითვისება _ გაფლანგვას... გამოძიების მსველობისას კი რა გამოიკვეთება ჯერ არ ვიცით.
კბილაშვილს წინ ბევრი სიურპრიზი ელის. მილიონები რაც ბიუჯეტიდან მოიპარეს უნდა დაბრუნდეს! სტრიპტიზბარში დატოვებული ფაქტურა ერთადერთი ხომ არაა, ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა და ამისთვის პასუხი უნდა აგონ!
ესაუბრა მაკა დეკანოსიძე


4
8864
22-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
8864
  
2015, 27 მაისი, 12:58
იგულაოს ეხლა ციხეში...პორნო ჟურნალები ათვალიეროს და....))))
2013, 17 მარტი, 20:54
ჩაბარდნენ წარსულს
2013, 11 იანვარი, 13:24
:დ :დ
2012, 16 ნოემბერი, 19:04
ჩვენი გიგი, ჩვენი მსუქანი გოჭი. მუდამ გაოცებული ქალწულის თვალები რომ აქვს
0 1 4