x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
19 წლის გოგონა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია
image

ვანდალიზმის შემზარავი ფაქტი 19 წლის ბიბი აიშას ქმარმა ცხვირი და ყურები მოაჭრა რადგან გაუსაძლის პირობებში მყოფმა ოჯახის მიტოვება გაბედა და ამით ქმრის სახელი შეარცხვინა.აიშას ტანჯვა მაშინ დაიწყო როცა საკუთარმა მშობელმა იგი 16 წლის ასაკში მომავალი ქმრის მამასა და 10 ძმას გადასცა, სადაც 2 წელი ციხეში მყოფივით გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მეუღლე არც უნახავს, რადგან პაკისტანში იბრძოდა. მუდმივ ტანჯვასა და შეურაცხყოფას აიშამ ვეღარ გაუძლო და გაიქცა.
იგი დაიჭირეს და ოჯახში ძალით დააბრუნეს.იმ დღეს პირველად ნახა ქმარი, რომელიც შინ მხოლოდ იმიტომ დაბრუნდა, რომ ოჯახის შემარცხვენელი ცოლი თალიბანთა სასამართლოსთვის გადაეცა. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ქმარმა აღასრულად და დასახიჩრებული ახალგაზრდა ცოლი მთებში მომაკვდავი დააგდო, სადაც უგონო მდგომარეობაში მყოფი შემთხვევით იპოვეს და ამერიკაში წაიყვანეს სამკურნალოდ. აიშა მიიჩნიეს ავღანეთში ოჯახური ძალადობისა და მონობის ქვეშ ჩუმად მყოფი ათი ათასობით ქალის სახედ.

6
7241
9-ს მოსწონს
ავტორი:pofiga
pofiga
7241
  
2013, 17 აგვისტო, 4:12
პპუ ამატი მაზოხისტი დე.და.ც.ც.ც.ც
2012, 10 ოქტომბერი, 2:00
პ.ს მოგიტ........ ანთ წესჩვეულება
2012, 13 აპრილი, 14:32
პლასტიკურს რატო არ უკეთებენ? მარტო მსხვერპლად მიჩნევა რაში სჭირდება:(
2012, 12 აპრილი, 17:22
გეთანხმები ინა :(:(:(
2012, 12 აპრილი, 17:21
რა საშინელებაა :(
0 1 6