x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
გიგანტური ირემი მართლა არსებობდა
image გიგანტური ირემი" Megaloceros giganteus", ნამარხი ძუძუმწოვარი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. გარეგნულად ირემლაღის მსგავსია. ცხოვრობდა პლეისტოცენსა და ადრეულ ჰოლოცენში. ჰქონდა დიდი ტანი, ზემოთ ნიჩბის მსგავსად გაფართოებული რქები. ბინადრობდა ტენიან მდელოებზე. გავრცელებული იყო ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. გიგანტური ირმის ჩონჩხები ნაპოვნია ირლანდიის ტორფიანებში. ყოფილ სსრკ-ის შუა და სამხრეთ განედებში, ყირიმსა და ჩრდილოეთ კავკასიის ჩათვლით, აღმოჩენილია ჩონჩხის ნარჩენები. რიაზანისა და სვერდლოვსკის ოლქის მიდამოებში კი - მთლიანი ჩონჩხი.
1
898
3-ს მოსწონს
ავტორი:damsjeli666
damsjeli666
898
  
2013, 22 დეკემბერი, 11:07
და ზომა ან წონა რამდენი ქონდა?
0 1 1