x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ბუბლიკი

imageშემადგენლობა:
1 ჭიქა თბილი წყალი
2 ჩ.კ. საფუარი
1 ს.კ. შაქარი
3/4 ჩ.კ. მარილი
2 ჩ.კ. მზესუმზირის ზეთი
1 ჭიქა რუხი ფქვილი
1 ჭიქა თეთრი ფქვილი
ზემოდან მოვაყაროთ: ქუნჯუთის, ყაყაჩოს ან სელის თესლი
1 ს.კ. შაქარი (sucanat) ან ყავისფერი შაქარი
მომზადების წესი:
წყალი, საფუარი და შაქარი მოვათავსოთ თასში. გადავურიოთ ხის კოვზით კარგად, რომ საფუარი და შაქარი გაიხსნას, გავაჩეროთ 5-10 წთ–ი ან სანამ ნაერთი დაიწყებს აქაფებას. (თუ ეს არ მოხდება თქვენი საფუარი იყო ან ძველი ან წყალი ძალიან ცივი, ცხელი). გავაბრტყელოთ ცომი დაფაზე და დავჭრათ რვა თანაბარ ნაჭრად. გადავაფაროთ ჩაის ტილო და გავაჩეროთ 20-30 წთ–ი. ღუმელი გავაცხელოთ, ქვაბში წამოვადუღოთ წყალი, დავამატოთ ერთი კოვზი sucanat (ან ყავისფერი შაქარი). ცომის ნაჭრები გავაბრტყელოთ სიგრძეზე და თავები მივითანოთ ერთმანეთთან, თითებით კარგად გადავზილოთ, რომ არ გაიხსნას ნაკერზე. მომზადებული რგოლები ჩავყაროთ ქვაბში და ვადუღოთ თავდახურული 20-30 წთ–ის განმავლობაში. გამზადებული რგოლები ამოვიღოთ ქვაბიდან მოვაყაროთ სასურველი თესლი. საცხობ ლანგარზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი და დავალაგოთ ზემოდან რგოლები. შევდგათ ღუმელში, გავაჩეროთ 10 წთ–ი და გადავატრიალოთ, კიდე გავაჩეროთ 10 წთ–ი, მანამ რგოლები ოქროს ფერს არ მიიღებს.

1
775
3-ს მოსწონს
ავტორი:თეო777
თეო777
775
  
2012, 10 ნოემბერი, 20:14
მოსწონს
0 1 1