x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134635
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508827
წვრილმანები, რომლებიც ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს

image როგორ უნდა გამოიყურებოდეს საქმიანი მამაკაცის კოსტიუმი, თითქმის ყველამ იცის; მაგრამ ელეგანტურობას მამაკაცს მარტო კოსტიუმი ვერ შესძენს. ამისათვის აუცილებელია, შეიძლება ერთი შეხედვით, უმნიშვნელო, მაგრამ თვალში საცემი დეტალები და წვრილმანები.

დავიწყოთ მობილური ტელეფონით. ეს მეტად საჭირო, ჰაერივით აუცილებელი ნივთი მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება კი არ არის, არამედ თვითდამკვიდრების სიმბოლოცაა.

არაფერი ისე არ განსაზღვრავს მამაკაცის თავდაჯერებულობის ხარისხსა და მისი კოსტიუმის ელეგანტურობას, როგორც პიჯაკის გარეთა ჯიბეში ჩადებული ცხვირსახოცი. თეთრი ბატისტი ძალიან უხდება მკაცრ, ოფიციალურ კოსტიუმს. სხვა შემთხვევაში გამოდგება ნატურალური ან ხელოვნური აბრეშუმის ცხვირსახოცი, სადა ზოლებით. ეს პატარა დეტალი შესანიშნავად "გრძნობ თავს" ჰალსტუხისგან დამოუკიდებლად და მამაკაცის გარეგნულ იერს ბუნებრივ ელეგანტურობას ანიჭებს. და ბოლოს, ყველაზე მთავარი - საფულე! დიახ, ფული ხომ მამაკაცისთვის ყველაფერია.. არაელეგანტური და სასაცილოც კია დაჭმუჭნული კუპიურები მუჭით ამოიღოთ ჯიბიდან. მაგრამ გაქუცული, ფერგადასული ტყავის ნაჭერს საფულე უწოდო, რბილად რომ ვთქვათ კატასტროფაა.

ნუ გადაიტენით ჯიბეებს უსარგებლო ხარახურით. გახსოვდეთ, ნებისმიერი, თუნდაც, სრულიად უმნიშვნელო ნივთი, რომელიც თან დაგაქვთ, თქვენი სავიზიტო ბარათია და სრულ, შეუმცდარ ინფორმაციას შეიცავს მისი მფლობელის შესახებ.

1
198
5-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
198
  
2012, 8 ნოემბერი, 18:51
კაია
0 1 1