x
image
ჟანა გოგინაშვილი
რა ჯდება დასაფლავება თბილისში

imageმაშინ, როცა ადამიანი გარდაიცვლება და მისი სული ზეცაში სასუფევლის დამკვიდრებას იწყებს, ოჯახის წევრები და ნათესავები მის გაპატიოსნებასა და ღირსეულად დაკრძალვისთვის მზადებას იწყებენ. ერთი შეხედვით ეს პროცესი არც თუ ისე ძნელია, მაგრამ თუ დავფიქრდებით მივხვდებით, რომ ამ ყველაფრისთვის უამრავი რამაა საჭირო. საკაცე, ბალზამირება და გარდაცვლილის ჩაცმა-დახურვა, ამას ემატება სურვილისამებრ ქალისათვის მსუბუქი მაკიაჟი და სხვა უამრავი რამ.
ბატონი თემური ყველა იმ საჭირო პროცედურის ღირებულებაზე გვესაუბრა, რაც აუცილებელია მიცვალებულის სათანადოდ დაკრძალვისთვის. იგი უკვე წლებია დაკრძალვისთვის საჭირო ნივთების გაყიდვის ბიზნესითაა დაკავებული.
– ბატონო თემურ რა არის ის საჭირო ნივთები, რაც აუცილებელია მიცვალებულისათვის და რა ფასიდან იწყება მათი ღირებულება?
– თქვენ წარმოიდგენით ისევე როგორც ცოცხალი ადამიანისთვის, მიცვალებულისთვისაც უამრავი რამაა საჭირო. ძალიან ძნელია გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ამ ყველაფერზე იფიქრონ ხოლმე უახლოესი ადამიანის დაკარგვის იმ წუთებში, თუმცაღა ეს პროცესი გარდაუვალია.
მე უკვე დიდი ხანია ამ ბიზნესით ვარ დაკავებული და ვიცი სად რა ფასები აქვს მიცვალებულისათვის საჭირო ნივთებს. გააჩნია ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, არის როგორ იაფიანი, ასევე ძვირიანი ნივთები.
– საშუალო დონის ფინანსური მდგომარეობის ადამიანს, რამდენი დაუჯდება მიცვალებულის სათანადოდ დაკრძალვა?
– საკაცე ის აუცილებელი ატრიბუტია, რასაც პირველ რიგში იძენს გარდაცვლილის ოჯახის წევრი. მისი არჩევანი კი ფართოა და საქართველოს მასშტაბით უამრავ დამკრძალავ ბიუროშია მისი ყიდვა შესაძლებელი. რაც შეეხება ფასებს მიცვალებულის ბალზამირება, ჩაცმა და მოწესრიგება 200 ლარი ჯდება. ხშირად გარდაცვლილ ქალებს მსუბუქ მაკიაჟსაც უკეთებენ ეს კიდევ დამატებით 30 ლარი ღირს. საკაცის, ფასი კი 200 ლარიდან იწყება და 5 ათასს აღწევს. ეს რა თქმა უნდა ხის ხარისხზე და დიზაინზეა დამოკიდებული. გარდა ამისა აუცილებელია სუდარის შეძენა, რომელის ღირებულებაც დაახლოებით 20 ლარიდან იწყება.
თუ ოჯახს ესაჭიროება მიცვალებულის ტრანსპორტირება, მაშინ მან უნდა დაიქირაოს მანქანა. ამასი ფასსაც განსაზღვრავს ავტომობილის მარკა და ის თუ რამდენ კოლომეტრს გაივლის დანიშნულების ადგილამდე. აუცილებელია გარდაცვლილისთვის ჩასასვენებელის გათხრა, რაც თბილისში დაახლოებით 200 ლარი მაინც ჯდება, სოფლებში კი გაცილებით იაფია. გარდა ამ ყველაფრისა როგორც ვიცით მიცვალებულისთვის აუცილებელია საფლავის ქვა, რაც ყველაზე იაფი 200 ლარი ჯდება. ეს ის ჩამონათვალია, რაც ყველა მიცვალებულს ესაჭიროება.
– ბატონო თემურ თუ გაქვთ ინფორმაცია, ვის უნდა მიაკითხონ, იმისთვის, რომ მიცვალებულისთვის დასაკრძალი ადგილი აიღონ?
– მერიას აქვს დაფუძნებული საწარმო “ჰერმესი”. მის დაქვემდებარებაშია თბილისში არსებული 30-მდე სასაფლაო. მიბრძანდებიან მერიასთან მიმართვით და ისინი ადგილს გამოუყოფენ სასურველ სასაფლაოზე მიცვალებულს. ეს ყველაფერი უფასოა, ხოლო საფლავის გათხრა ოჯახმა საკუთარი სახსრებით უნდა მოახერხოს.
– თქვენ ჩამოთვალეთ გარდაცვლილის ოჯახისთვის საჭირო პროცედურები, მგონი გამოგრჩათ ე.წ. “ქელეხის” სუფრისათვის დარბაზის დაქირავება. რა ჯდება ეს?
– მართალი ბრძანდებით. დარბაზის დაქირავება ნამდვილად საჭიროა ხდება ხოლმე. ქალაქში მცხოვრებ ხალხს არ აქვთ სათანადო ადგილი ქელეხის სუფრის გასაშლელად. სოფლებში კი ხშირ შემთხვევაში ეზოებსა და უბნებში იშლება სარიტუალო სუფრები. რაც შეეხება ფასს, ყველაზე იაფი დარბაზის დაქირავება და ქელეხის სუფრა ერთ ადამიანზე 15 ლარი ჯდება.
– რამდენად მისაღებია თქვენთვის ქელეხის ტრადიცია? ბევრისგან მსმენია, რომ ეს პროცესი არ მოსწონთ და დიდი სიამოვნებით შეცვლიდნენ.
– მე მათ დავეთანხმებოდი. ქართველებმა ყველაფერი გადამეტებული ვიცით და ხშირად ზღვარს არ ვიცავთ. ნამდვილად არ არის საჭირო ჩემი აზრით 300 კაციანი ქელეხების ხდა რაც ხშირ შემთხვევაში ღრეობაში გადაიზრდება ხოლმე. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ საქართველოში მცხოვრებ 80%-ს ამხელა სუფრის გაკეთების თავი არ აქვს, მაგრამ იძულებულია ვალით მაინც გადაიხადოს ქელეხი, რათა არ შერცხვევს მეზობლებისა თუ სანათესაოს თვალში. ერთხელ და სამუდამოდ ეს ტრადიცია წარსულს უნდა ჩაბარდეს და მიცვალებული მშვიდ და წყნარ გარემოში უნდა დაიკრძალოს.
– იყო დრო, როდესაც მიცვალებულისთვის მოტირლების დაქირავება მოდაში იყო. დღეს თუ მუშაობს ეს “სამსახური”?
– (იცინის) კი ასეთი რამ ძველად ნამდვილად ხდებოდა. მე თუ მკითხავთ ეს ძალიან სასაცილო და მიცვალებულისთვის შეურაწმყოფელია. დღეს ნამდვილად არ გამიგია ასეთი რაღაც კიდე თუ ხდება. საბედნიეროდ ეს საშინელი ტრადიცია წარსულს ჩაბარდა.

10
1632
6-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
1632
  
2016, 1 აგვისტო, 16:43
გავბედე და არც ვნანობ...სასაფლაოზე გავიტანე რაც საჭიროდ მიმაჩნდა...რომ სული ეხსენებინათ...ცოტა ვინერვიულე ვინაიდან ვერ გაიგეს რომ ოჯახს მატერიალური პრობლემებიც შეექმნებოდა უბედურებასთან ერდან ,მაგრამ ეს ვის აინტერესებს..ამიტომ არ ვნანობ ასე რომ გავაკეთე
2013, 7 მარტი, 12:54
სხვის ყურებას უნდა შევეშვათ. იმ კაცის დედა ვატირე დასაფლავების მერე ჭირისუფალს ქელეხის გადაუხდელობის გამო, რომ გაკიცხავს...
2013, 7 მარტი, 6:55
ჰოოდა, ზუსტად ხალხმა უნდა აკრძალოს ეს უაზრო და ზედმეტი ქელეხი. ისედაც თავისი გაჭირვება ეყოფა ჭირისუფალს. დასაფლავების მერე დარჩებიან მარტო ოჯახის ახლობლები და იტყვიან ხსოვნას. ეს საკითხი ყველას აწუხებს, მაგრამ პირველი ვერავინ ბედავს საერთო წესისგან გადახვევას
2013, 1 მარტი, 8:35
აკრძალვა რა კანონი უნდა მიიღონ მაინც და მაინც? ქართველის, მაპატიეთ და ღორი ხასიათია მოსასპობი, სულ რომ ჭამაზე ფიქრობს, თან საწყალ მიცვალებულს რომ აბრალებენ თითოქოს მარტო იმიტომ ჭამენ რომ მიუვაო. კარგით რა, სრული მარაზმი და "პაკაზუხობაა"... მითუმეტეს როცა 123489461278956239523 ადამიანი არის დაპატიჟებული ..
2013, 28 თებერვალი, 22:04
საერთოდ ასაკრძალია ქელეხის სუფრა, ჭირისუფალი წუხდება ძალიან. ადრე გასვენების წინაც იცოდნენ სუფრა და დასაფლავების მერეც. ახლა სულ თუ აკრძალავენ, მაგას რა ჯობია?
2013, 18 თებერვალი, 16:23
ვაი მე, ჯვარი მწერია და ქელეხი რომ გადამიხადონ წამოვხტები მაშინვე... და აბა გამასწროს რომელიმემ... უაზრო და ამაზრზენი ტრადიციააა... მითუმეტეს ქართული ყველანაირი სუფრა ხომ ღორობაში და მარაზმში გადადის როდესაც ამდენი ადამიანი იკრიბება ... (99% მაინც)
2013, 18 თებერვალი, 16:22
:D რა გულუხვი ხარ
2012, 2 ნოემბერი, 17:57
ჩამოდით ბატონო ჩემს სოფელში, ზემო იმერეთში. სულ უფასოა ყველაფერი. ჰაერიც გადასარევია
2012, 30 ოქტომბერი, 12:45
სიკვდილისაც უნდა გეშინოდეს და იმისიც, რომ ოჯახს ჯერ სულიერ და შემდეგ, ფინანსურ ზარალს მიაყენებ..
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10