x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
წლის საუკეთესო მასწავლებელი დარაჯის გაუპატიურებისთვის გაასამართლეს
imageსამი წელი და ოთხი თვე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს "წლის საუკეთესო მასწავლებლის" სტატუსის მქონე ისტორიკოსს. მასწავლებელი ბრალდებულ იქნა სექსუალურ ძალადობაში, ხოლო მსხვერპლი ამავე სასწავლებლის დარაჯია(მამაკაცი).

ევგენი ხაბდაევი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის, იტყობინება ირკუტსკის მხარის პროკურატურა. გარდა ამისა, ბრალდებულმა უნდა გადაუხადოს დაზარალებულს 600 ათასი რუბლი მორალური კომპენსაციისთვის.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2011 წლის საერთო სახელმწიფო გამოცდების დროს, ხაბდაევი არასამუშაო დღეს მივიდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. ვიზიტი ლოთობაში გადაიზარდა. ლოთობაში პარტნიორობას ადგილობრივი დარაჯი უწევდა.

24 წლის დაზარალებულმა განაცხადა, რომ გონს მხოლოდ დილით, საავადმყოფოში მოეგო, სადაც მედიკოსებმა უთხრეს მას იქ მოხვედრის მიზეზი.


თვითონ მსჯავრდებული საცხოვრებელი ადგილიდან და სამსახურიდან ხასიათდება განსაკუთრებით დადებითად, არის ყველა შესაძლო ჯილდოს მფლობელი, არის ოთხი თაობის პედაგოგიური ოჯახიდან.

თავიდან პედაგოგმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო შემდეგ უარყო. დარაჯის თქმით, ბრალდებულის ოჯახი ემუქრებოდა და სთხოვდა არ გამოეთქვა პრეტენზია.

ამ ინციდენტის შემდეგ, სამსახურიდან დაითხოვეს, როგორც დაზარალებული, ისე ბრალდებული. გამოძიების მსვლელობისას ე. ხაბდაევი მუშაობდა სამშენებლო მასალების მაღაზიაში გამყიდველად, სანამ ძალაში შევიდოდა სასამართლოს გადაწყვეტილება.

4
339
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
339
  
2012, 29 ოქტომბერი, 23:07
რას უზამდა ორი რუსი ბრაძიაგა რა გასაკვირია, რომ კარგს არაფერს იზამდნენ
2012, 29 ოქტომბერი, 23:04
წარმოიდგინე კაცი საავადმყოფოში წაიყვანეს :D რა უქნა ასეთი :D
2012, 29 ოქტომბერი, 22:58
ეგ ხომ დათვრა და დათვრა, მაგრამ დარაჯიც ხომ ძაან მაგარია, მეორე დღეს გაიგო რა შეემთხვა
2012, 29 ოქტომბერი, 22:43
ფუ ჩემი :D აპრავდანია არ უნახოთ ახლა დათრაო ))))))
0 1 4