x
თვეთა რომანი
იანვარი იყო, თურმე მარტის სატრფო.

მერე უჩხუბიათ მაგრად,

თებერვალს ამით უსარგებლია,

საცოლე წაართვა ძმაკაცს.


გაგიჟებულა მარტი, ჩემსას არ დავთმობო არა,

ყველგან ხომ ღალატი არის,

ქალი მაინც თებერვალს გაჰყვა.

სულ გადაირია მარტი, დეპრესიული გახდა.

აპრილს ესმოდა მისი, მასაც სიყვარული ჰკლავდა

მაისი ხედავდა ამას ვარდებს სჩუქნიდა მუდამ,

ერთხელაც გაბედა, ჰკადრა:

“მე შენ მიყვარხარო" უთხრა

ივლისი ივნისს ღალატობდა,

აგვისტო გამოდგა მრუში,

ივნისმა ეს რომ გაიგო,

თმებით ითრია გუშინ.

სექტემბერს სულ არ ადარდებდა

არც კი ჩარეულა ჩხუბში,

თავის საქმეებს აგვარებდა,

ოქტომბერს ხიბლავდა უწინ.

ისიც თამაშში აჰყვა,

ნოემბერს დასწყდა გული.

დეკემბრის მხურვალე კოცნამ

ჩაუქრო უიღბლო გრძნობა.

მარტი კვლავ რჩებოდა გიჟად,

აგვისტო მარტოობას დარდობს,

მუდამ მხურვალეა, რადგან

ივლისის ცდუნებას ნატრობს.

თქვენთვის გავაშიშვლე თვენი,

მათი პირადული გამცნეთ,

თუ გსურთ, დამიწუნეთ ლექსი

მე ხომ გავაკეთე საქმე!..

ავტორი:ივდითი ხაზალია

4
21
1-ს მოსწონს
ავტორი:ივდითი ხაზალია
ივდითი ხაზალია
21
  
2012, 28 ოქტომბერი, 0:12
გმადლობთ:D
2012, 28 ოქტომბერი, 0:10
ამდენი ღალატი ადამიანების გვეყოფა თვეებისაც დაგვემატა )) კარგი რომანია საღოლ ;)
2012, 28 ოქტომბერი, 0:09
რა და რომანი:D
2012, 27 ოქტომბერი, 17:46
რა გაფუჭებული თვეები გვყოლია რაარის ეს რა უბედურობაა :D
0 1 4