x
დავწერდი ახლა
imageდავწერდი ახლა ტკივილებზე, შენზე, უფალზე,

როგორ დავკარგე ყველა რწმენა, გრძნობა განცდილი

და შენთვის მთვარეს მოდი ერთხელ ჩუმად უმაბე

რომ ამ ცხოვრებას ვეწირებით ძველი ნავივით.


ჰოდა, მოვა დრო, შემოდგომის ფოთლებთან ერთად,

წაიღებს ქარი მოგონების ყველა შავ-თეთრ ფირს,

ილოცე ხოლმე და იყავი სულ ახლოს ღმერთთან

მე კი წავალ და ცეცხლს გავატან ლექსებს დაწერილს.

როცა ქარები ჩაივლიან ოქტომბრის თვეში

და გაუყინავს ბებერ სხეულს თოვლი იანვარს,

მომესალმება სევდისფერი თვალების მზერით,

ის ვინც ოდესღაც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა.

გავა აპრილი, მაისი და ივნისი ცხელი,

ისევ შორიდან მოგილოცავ ნაცნობ თარიღებს,

მერე წარსული ატირდება, ვიღლები წერით,

რომ მივდიოდი ღირდა წასვლა და გთხოვ გამიგე...

ყველა ვერ შეძლებს წასვლას თანაც ასე პოეტურს,

არც სტრიქონებით შემოგიჩვევს ვინმე შორიდან,

მიდი, უბრალოდ აუხსენი გაკერპებულ გულს,

ვინც გჭირდებოდა დიდი ხნის წინ უკვე მოვიდა,

მაგრამ იყოფა ხშირად გზები და თან ადვილად,

ის სიყვარულიც ჭადარივით მოჭრეს, გაჰყიდეს,

მაწუხებს ფიქრი იქნებ ლექსი ამად არ ღირდა

და ყველა სიტყვა სიყვარულზე უკან წაიღე!

ავტორი:ივდო-ოტობარი(ივდითი ხაზალია)


5
6
1-ს მოსწონს
ავტორი:ივდითი ხაზალია
ივდითი ხაზალია
6
  
2015, 6 იანვარი, 12:37
მადლობა,შენც გილოცავ ,ყოველივე საუკეთესოს გისურვებ
2015, 6 იანვარი, 0:08
გაიხარე,მრავალ ახალ წელს! :)
2014, 24 დეკემბერი, 20:31
არაფრის ,: ) პირიქით ძალიან. მომეწონა
2014, 6 დეკემბერი, 11:04
კარგიაა :)
0 1 5