x
image
ციცი
Mediator image
ვინ არის ეკო ფანგანის რჩეული
imageეკო ფანგანი, უმშვენიერესი ქართველი მოდელია. იგი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რეალითი შოუდან "უკანასკნელი გმირი", ახლა კი ეკო ვიხილეთ პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები", სადაც მან დაგვანახა რომ ცეკვაც კარგად შეუძლია. ეკო პოდიუმზე 15 წლიდან დგას. ეკო ფანგანისთვის მოდელობა პროფესია არ არის. იგი თვლის რომ ეს მისი ჰობია. იგი სხვადასხვა კომპანიების პიერმენეჯერია. მისი რჩეულის გაცნობაც სწორედ მის საქმიანობას უკავშირდება. ეკო ანსამბლ "ალილოს" პროდიუსერია და სწორედ ამ ანსამბლის მომღერალი ბექა ჩხაიძეა მისი შეყვარებული.image
გაცნობიდან მეორე დღესვე ბექამ ეკოს დიდი სიურპრიზი მოუწყო. იგი ანსამბლის სხვა წევრებთან ერთად ეკოს სახლს მიადგა ფიალებით და გიტარით და უმღერეს მას. წყვილი ერთად უკვე ორი წელია რაც არიან და თავს ბედნიერად გრძნობენ.

ბექას ეკომდე ჰყავდა ოჯახი. მისი მეუღლე ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილია. მათ ჰყავთ 8 წლის გოგონა ბარბარაე, თუმცა ბექა შვილის ნახვას ხშირად ვერ ახერხებს, რადგან მისი ყოფილი მეუღლე მოსკოვში ცხოვრობს.


ეკო ფანგანი ვიდრე ბექას გაიცნობდა, სამჯერ იქნა მოტაცებული ერთი და იგივე პიროვნების მიერ, მაგრამ ეკო, იმის გამო რომ არ უყვარდა ეს მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი, სამივეჯერ თავისი ფეხით წამოვიდა მისგან.


ბექა და ეკო დაქორწინებას არ ჩქარობენ.

2
4930
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
4930
  
2012, 2 ნოემბერი, 18:32
+++++++++
2012, 1 ნოემბერი, 12:48
+++++++
0 1 2