x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134634
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
ტირამისუ
imageშემადგენლობა ოთხი ულუფისთვის:

6 კვერცხი;

600 გ. რიკოტა (ტრადიციული იტალიური დესერტის ყველი);

600 გ. შაქარი;


1 შეკვრა ფხვიერი ბისკვიტი;

100 მლ ახლადმოდუღებული ყავა;

100 მლ დესერტის ღვინო მარსალა ან ამარეტო;

მწიკვი მარილი;

50 გ. კაკაოს ფხვნილი.

ყველის მასკარპონე გარეშე ტირამისუ არამარტო გემრიელი, არამედ თითქმის დიეტური გამოდის.
მომზადება:

გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული.

ღრმა ჯამში კარგად ათქვიფეთ გული და შაქარი, დაამატეთ რიკოტა.

მეორე ჯამში ათქვიფეთ ცილა მარილთან ერთად და გააკეთეთ ბეზე.

აკურატულად შეურიეთ ბეზე კვერცხის გულს, კარგად აურიეთ. ერთ ფიალაში ჩაასხით ყავა, მეორეში ღვინო ან ლიქიორი.

გაანაწილეთ ფართო ჭიქებში რიგ-რიგობით: ერთი ფენა კრემი, ბისკვიტი (ჯერ ყავაში დაასველეთ), შემდეგ ისევ კრემი, ღვინოში დასველებული ბისკვიტი, ისევ კრემი და ა.შ სანამ არ შეავსებთ ფიალას. ზემოდან მოაყარეთ კაკაო და მოათავსეთ მაცივარში ოთხი საათი.

0
272
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0