x
ავიხდინეთ ქართული ოცნება?
image

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე, მისი ლიდერები საქართველოს მოსახლეობას პირდებოდნენ, რომ კომუნალური გადასახადები მკვეთრად შემცირდება, პენსია გახდება 200 ლარი, სტუდენტებისათვის სწავლის გადასახადი შემცირდება და ა.შ.

ხელისუფლებაში მოსვლიდან მეორე დღეს პური გაძვირდა, რაც ახსნეს მსოფლიო ბაზარზე ფქვილის გაძვირებით, მაგრამ რატო შეეხო ეს მხოლოდ საქართველოს?

ცნობილი გახდა, რომ პენსია მხოლოდ 20 ლარით მოიმატებს.


დღეს კი ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ კომუნალური გადასახადები ვერ შემცირდება, რადგან ისინი ისედაც მინიმალურია.

რა იქნება შემდეგი? ასე ვიხდენთ ქართულ ოცნებას?

8
190
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:დემეტრე1990
დემეტრე1990
190
  
2012, 23 ოქტომბერი, 12:15
მთავარი ის არის ხელი შეუწყოს ყოფილმა მთავრობამ ახალს,რომ ყველა ის დაპირება შეასრულონ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება,ვიცნობ და ვიცი ბიძინა როგორ ასრულებს თავის დანაპირებს,უბრალოდ დრო ჭირდება ყველაფერს.ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ
2012, 21 ოქტომბერი, 14:47
მე არ მომინდომებია უბრალოდ იქამდე საუბარი რომ ხელოვნურად იყო აწეული თუნდაც მაგ კონკრეტულ ბენზინზე რატომ არ წევენ ქვევით... მაშინ არ უნდა ითქვას რომ ხელოვნურად იყო პრობლემა დაპირებებშია თავიდანვე... რავიცი ღმერთმა ქნას უკეთესობა იყოს ყველა ქართველისათვის
2012, 20 ოქტომბერი, 22:40
ზოგ-ზოგიერთებმა არჩევნების მეორე დღეს მოინდომა ბენზინის გაიფება.ამას მოკლე ჭკუის კაცი თუ იტყვის,რომ არაფერი უნახავს და არც არავისი რომ არ ჯერა
2012, 20 ოქტომბერი, 21:42
იტყვიან ეგ 4 წლის პერსპექტივააო თუ უკვე არ ამბობენ... რაის 1 მილიარდი სოფელს მაგდენი ფული საიდან რის ხარჯზე აკეთებენ ნეტა გამაგებინა...
2012, 19 ოქტომბერი, 1:04
ვინ ჩემი ფეხებია გუბაზ სანიკიძე, ალექსანდრე ქანთარია, დავით უსუფაშვილი, მურმან დუმბაძე და ა.შ. მე ამათი დედა ვატირე ყველასი! მე ხმა ამათ კიარა ივანიშვილს მივეცი! ხოდა ივანიშვილისგან ვითხოვ ფულს! დანარჩენი არაფერი მაინტერესებს, ჩაიდოს სოფელში 1 მილიარდი!!! კომუნალური გადასახადები, უმუშევრობის კომპენსაცია და ა.შ. რაც დაპირებაა უნდა შესრულდეს! თუარადა თავზე უნდა გადავახიო მეცონებეებს თავიანთი დაპირებები....
2012, 18 ოქტომბერი, 22:29
ქართული ოცნება მთავრობაში არაა მოსული მანამ სანამ პარლამენტი არ დაამტკიცებს ასერომ ყველა მიმდინარე მოვლენაზე, ქურდობაზე თუ ყაჩაღობაზე რომელიც დღეს დღისით-მზისით ხდება სააკაშვილის მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა
2012, 18 ოქტომბერი, 22:26
+++ მთავარია არ მოთოვოს აციებას ვაპატიებთ კიდე :D
2012, 18 ოქტომბერი, 18:47
ჯერ სად ხართ! აცივდება კიდე :D:D:D:D:D:D ეგეც ივანიშვილს დააბრალეეთ :D:D:D:D
0 1 8