x
Mario Casas
image

სახელი - მარიო

გვარი - კასასი

სიმაღლე - 180 სმ


წონა - 80 კგ


მარიო კასასი - ესპანელი მსახიობი, დაიბადა 1986 წლის 12 ივნისს ესპანეთის ქალაქ გალასში. იგი ბავშვებში უფროსი შვილია, ყავს 2 ძმა: ოსკარი და კრისტიანი, და ერთი და - შეილა.

მისი თქმით, მისთვის უმნიშვნელოვანესი ოჯახია. მისი ოცნებაა ისეთი გოგოს შეყვარება, რომელიც მას მინიმუმ 3 შვილს აჩუქებს. იგი ახლა მადრიდში ცხოვრობს.

ფართო საზოგადოებისთვის მარიო ცნობილი ფილმიდან "ციდან 3 მეტრზე" გახდა, რომლის პრემიერაც 2010 წელს გაიმართა. მისი პერსონაჟი მალევე შეიყვარა მაყურებელმა და სწორედ ეს გახდა პირველი ფილმის გაგრძელების გადაღების მთავარი მიზეზი.

მეორე ფილმი: "ციდან 3 მეტრზე, მე შენ მინდიხარ" ეკრანებზე 2012 წელს გამოვიდა. ფილმმა გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

რამოდენიმე მსხვილი გამომცემლობა ირწმუნება, რომ მიმდინარეობს ფილმის მესამე ნაწილზე მუშაობა და იგი 2013 წლისათვის გამოვა დიდ ეკრანზე.

ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მესამე ნაწილში არ მჟღავნდდება. მაყურებელს დარჩენია დაელოდოს სიყვარულზე ახალი სურათის ეკრანზე გამოჩენას.

0
391
4-ს მოსწონს
ავტორი:დემეტრე1990
დემეტრე1990
391