x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მაისში ტრილიონი მწერი მიწიდან 220 წლის განმავლობაში პირველად ამოძვრება. რით არის ეს საშიში?
image

შეერთებულ შტატებში, 1803 წლის შემდეგ პირველად, ტრილიონამდე ჭიჭინობელას ორი სახეობა ერთდროულად მიწიდან ამოძვრება.




ამ გაზაფხულზე, იშვიათი მოვლენა მოხდება ჩრდილოეთ ამერიკაში: პერიოდული ციკადების ორი ჯიში ერთდროულად ამოძვრება მიწიდან. ეს მწერები ზედაპირზე წლების განმავლობაში არ ჩნდებიან და ორი სახეობის ერთდროულად გამოჩენა საუკუნეების შემდეგ ხდება. ბოლოს ეს მოხდა მაშინ, როდესაც რომის იმპერია ჯერ კიდევ არსებობდა. იმ დროს თითქმის არაფერი იყო ცნობილი პერიოდული ჭიჭინობლების შესახებ და მსგავსების გამო შეცდომით მიიჩნიეს ბიბლიური კალიების შემოსევად.



პირველი ჭიჭინობელა გაჩნდა აშშ-ს სამხრეთ კაროლინას შტატში. ეს არც ისე ხშირად ხდება, ამიტომ ბევრმა პირველად მოისმინა მათი შეჯვარების სიმღერა( ჭრიჭინი), შეშფოთებული მოქალაქეები სასწრაფო დახმარების სამსახურს დაუკავშირდნენ და გაურკვეველი წარმოშობის ხმებს უჩიოდნენ. მათ ადარებენ სირენების, კვნესის და ღრიალის ხმას.



ვიღაცები აჩერებენ პოლიციას ქუჩაში და ეკითხებიან რა ხდება.


ეს აურზაური სრულიად ბუნებრივია. გამაყრუებელი ხმაური არის ერთადერთი რამ, რაც კარგად გამოსდით პერიოდულ ჭიჭინობლებს. მათი ხმები შეიძლება აღემატებოდეს 90 დეციბალს, რაც ჯანმრთელობისთვის საშიშ დონედ ითვლება.


"ჩვენ ვცხოვრობთ აეროპორტის გვერდით და როდესაც თვითმფრინავები დაფრინავენ, ჭიჭინობელა ხმას ამაღლებს, თითქოს მათ ეჯიბრებიან."-ამბობს პაულა შრუსბერი.მერილენდის უნივერსიტეტის ენტომოლოგიის პროფესორი.


image


სამხრეთ კაროლინის ოლქის პრეს-სამსახურს მოუწია სოციალურ ქსელში ახსნა -განამარტების გაკეთება, რომ ხმაური არ იყო საშიში. ეს უბრალოდ შეჯვარების სიმღერაა, რომელსაც 17 წლის განმავლობაში პირველად და უკანასკნელად ასრულებენ მამრი ჭიჭინობელები. სანამ მათ ძალიან არ მიუახლოვდებით, ეს ხმაური უვნებელია. გარდა ამისა, მას ჯერ არ მიუღწევია პიკს: ჭიჭინობელების დიდი ნაწილი მიწიდან მხოლოდ მაისში ამოვა.


1803 წლის შემდეგ პირველად, ჭიჭინობელები ორი სახეობა მიწიდან ერთდროულად ამოვა.

პერიოდული ჭიჭინობელები გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში და ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ჭიჭინობელებს, რომელიც საქართველოშიც უხვად გხვდება. ისინიც ასევე შავი ფერის არიან, მათი სიგრძე ორნახევარიდან ოთხ სანტიმეტრამდეა, აქვთ ფართო ფრთები ნარინჯისფერი ზოლებით. მხოლოდ თვალებია განსხვავებული: ჩვეულებრივ ჭიჭინობელებში ისინი შავი ან მწვანეა, ხოლო პერიოდულ ჭიჭინობელებში წითელი.

image

მთავარი განსხვავება ისაა, რომ პერიოდული ჭიჭინობლები ყოველწლიურად კი არ ჩნდებიან, არამედ 17 ან 13 წელიწადში ერთხელ. ზუსტი პერიოდი დამოკიდებულია შთამომავლობაზე. წელს ბრუნდება როგორც 17, ისე 13-წლიანი ჭიჭინობელა.


მაისის შუა რიცხვებისთვის ჭიჭინობლები შეესევა ტენესის, ჯორჯიის, ტეხასის და ალაბამას შტატებს, ისინი ბოლოს 2011 წელს, ანუ 13 წლის წინ ნახეს. ამავე დროს მიწიდან ამოძვრება მეორე სახეობა, რომელიც ბუდობს ვისკონსინში, ილინოისსა და ინდიანაში.ის 17 წელიწადში ერთხელ ბრუნდება.

image

პერიოდული ჭიჭინობელების ჭუპრები მრავალი წლის განმავლობაში მიწის ქვეშ არიან, მიმაგრებულები ხის ფესვებზე.როდესაც დრო მოდის, ისინი თხრიან გადასასვლელებს ზედაპირისკენ. მას შემდეგ, რაც ნიადაგი თბება 17, 8 გრადუსამდე, ჭიჭინობელები გამოდიან, მიილტვიან უახლოეს ვერტიკალურ ობიექტისკენ - ჩვეულებრივ ხეებზე.იკვებებიან ძირითადად ფოთლების, მიწისქვეშა ღეროების წვნით.

imageფოტოზე: ასე იცავენ ხეებს ჭიჭინობლებისგან



მას შემდეგ, რაც ზედაპირზე მოხვდებიან, მამრები ცდილობენ უფრო მაღლა ასვლას და იწყებენ სიმღერას, რათა მიიზიდონ მდედრები და გააგრძელონ შთამომავლობა. მათ ამისთვის მხოლოდ ექვსი კვირა აქვთ -ჭიჭინობელები დიდხანს არ ცოცხლობენ. ახალი ჭუპრებიი იჩეკებიან ხის ტოტებზე დადებული კვერცხებიდან. ისინი ვარდებიან ტოტებიდან და მაშინვე მიწაში ეფლობიან. 13 ან 17 წლის შემდეგ ციკლი მეორდება.



1803 წლის შემდეგ პირველად დაემთხვა, როდესაც 17 და 13-წლიანი პერიოდის ჭიჭინობელა ერთდროულად ამოძვრნენ მიწიდან.



ენტომოლოგი ფლოიდ შოკლის შეფასებით, შემოსევაში მონაწილე ორ შტოში დაახლოებით ტრილიონი მწერია. წარმოდგენაც კი ძნელია, რამდენია ეს. შოკლიმ გამოთვალა, რ ამდენი ჭიჭინობელა ჯაჭვი თითქმის 25, 5 მილიონ კილომეტრზე იქნება გადაჭიმული. „ჭიჭინობლების ჯაჭვს შეუძლია მთვარეს 33-ჯერ შემოუაროს და დაბრუნდეს უკან“, - ამბობს ის.


ცხოველებისთვის და ფრინველებისათვის (მათ შორის შინაური) ჭიჭინობლების შემოსევა უპრეცედენტო დღესასწაულს ნიშნავს. ხალხში ასევე არიან გაბედულები, რომლებიც მზად არიან გასინჯონ ეგზოტიკური საკვები. შეფ-მზარეული ჯიმ უორნერი ამბობს, რომ ზეითუნის ზეთში შემწვარი ჭიჭინობელას აქვს თხილის არომატი და სასიამოვნოდ ხრაშუნაა.

image

0
401
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0