სხვა შეერთებულ შტატებში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც 6 წლის შვილი სიკვდილამდე მიიყვანა 10 მაისი, 12:01 შეერთებულ შტატებში 31 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც 6 წლის ვაჟს, იმ მოტივით, რომ "ზედმეტად მსუქანი იყო", სარბენ ბილიკზე სირბილს აიძულებდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ბიჭი გარდაიცვალა. მოძალადე კრისტოფერ გრეგორი სასამართლოს წინაშე, შვილზე, კორიზე ძალადობის ბრალდებით წარსდგა. პროცესზე ნაჩვენები იყო Atlantic Heights Clubhouse–ის ფიტნეს–ცენტრში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელშიც ჩანდა, თუ როგორ აიძულებდა, მაღალ სიჩქარეზე, მამა შვილს სირბილს. კადრებში ისიც ჩანს, თუ როგორ ვარდება გადაღლილი ბავშვი ბილიკიდან, ხოლო მამა მას უხეშად აყენებს და ისევ სირბილს აიძულებს. სპორტდარბაზში ვიზიტიდან, რამდენიმე დღის შემდეგ, ბიჭის დედამ, ბრეანა მიჩიოლმა, შვილის სხეულზე დაზიანებები შეამჩნია და ნიუ–ჯერსის შტატის, ბავშვებთან მუშაობის სამსახურის, კეთილდღეობის განყოფილების სპეციალისტს შეატყობინა. შემდეგ, დედამ კორი ექიმთან წაიყვანა, სადაც ბიჭმა თქვა, რომ მამამ სარბენ ბილიკზე სირბილი აიძულა, "რადგან ძალიან მსუქანი იყო". მეორე დღეს კორი გარდაიცვალა. აუტოფსიამ აჩვენა, რომ ეს ბლაგვი საგნით გამოწვეული ტრავმის შედეგად მოხდა, რა დროსაც გული და ღვიძლი დაზიანდა, რასაც ანთება და სეფსისი მოჰყვა. გარდა ამისა, სასამართლო პათოლოგ–ანატომმა დაადგინა, რომ ბავშვი "ძალადობას რეგულარულად განიცდიდა". სავარაუდოდ, მამა მასზე, წლების მანძილზე ძალადობდა. ხოლო ვიდეოზე, მისი ქმედების მხოლოდ მცირე ნაწილი მოხვდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მოძალადე მამას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. პროცესზე, მოწმის სახით, კორის დედა გამოვიდა. ის ის ტიროდა, როდესაც ვიდეო ჩანაწერს უყურებდა და თან კითხვებს პასუხობდა... შვილის გარდაცვალების შემდეგ, მან სოციალურ ქსელებში ჯგუფი შექმნა, ამ საქმეზე და ზოგადად, ბავშვების მიმართ გამოჩენილ სისასტიკეზე, საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად. არხის სხვა სიახლეები:* პოლიტიკური ოპონენტების ფანჯრებიდან გადაგდების ტრადიცია და სხვა უცნაური ისტორიული ფაქტები* ვამსხვრევთ მითებს გველების შესახებ* ჩვენთვის ჩვეული 7 რამ, რომელიც სულ სხვა მიზნებისთვის გამოიგონეს* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?277 2-ს მოსწონს
|