x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
42 წლის ქალმა 11 ტყუპი გააჩინა

image



42 წლის მარია ფერნანდესმა შოკში ჩააგდო ქ. რაილის (ინდოეთი) სამშობიარო განყოფილების ექიმები. მან 37 წუთში 11 ბავშვი გააჩინა, ამასთან, ბუნებრივი გზით, ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ახალშობილი ვაჟი არის. მათ შორის ექვსი – იდენტური ტყუპია. დაბადების მომენტში, თითოეული ბავშვის წონა 1-1, 5 ფუნტი (1 ფუნტი – 0, 453 კგ.) იყო და თავს საკმაოდ კარგად გრძნობდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მცირე წონის გამო, ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.
ექიმის უილიამ რობერსის თქმით, ექიმები შოკში ჩავარდნენ, როდესაც ექოსკოპიის აპარატის ეკრანზე ამდენი ბავშვი დაინახეს და ვინ წარმოიდგენდა, რომ ქალი თვითო გააჩენდა ბავშვებს. მათ ყველაფერი მოამზადეს საკეისრო კვეთისთვის, მაგრამ ყველას გასაკვირად, მარიამ ბავშვები დამოუკიდებლად გააჩინა და ძალიან სწრაფადაც. ბავშვები ერთიმეორის მიყოლებით დაიბადნენ და მშობიარობის დაწყებიდან 40 წუთის შემდეგ, ის უკვე 11 შვილის დედა იყო.
ბავშვები ხელოვნური გზით ჩაისახნენ, რადგან წლების მანძილზე, ხანგრძლივმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. მარიას და მის მეუღლეს ძალიან უნდოდათ შვილი და ბოლოს, მათ ჩასახვის ექსტრაკორპოლარული განაყოფიერების მეთოდი გამოიყენეს... ხოლო შედეგმა, მეუღლეების და ექიმების ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ეს შემთხვევა აუცილებლად იქნება დაფიქსირებული გინესის რეკორდების წიგნში.

0
4027
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4027
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0