x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ჰოლივუდის ვარსკვლავები უჩვეულო საცურაო კოსტიუმებით
image


პლაჟი არის ადგილი დასვენებისთვის, მზის აბაზანების მისაღებად და ექსპერიმენტებისთვის. დღევანდელ სტატიაში ცნობილი ქალბატონები საკუთარ მაგალითზე გაჩვენებენ როგორ უნდა გამოირჩეოდეთ საერთო მასისგან ზღვის სანაპიროზე.





პერის ჰილტონი


imageimageimageimage



მსახიობი საიმედოობის მომხრეა! თასმიანი საცურაო კოსტიუმი, ჩექმები და ქუდი. როგორც ჩანს, პერისი ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად არის. მის დასვენებას ხელს ვერც ძლიერი ქარი და ვერც ცივი წყალი ვერ შეუშლის. აი, მესმის მიდგომა!



ჰეილი ბიბერი


imageimageimageimage

ღამე. პლაჟი. გირლანდა. პალმა. ასეთ პირობებში ჰეილი ნამდვილად არ გაიყინება, მაგრამ ტრენდული, თბილი ფეხსაცმელი არასდროს იქნება ზედმეტი.



კიმ კარდაშიანი


imageimageimage

კიმისთვის ჩანთის გარეშე ყოფნა უბრალოდ წარმოუდგენელია, ვინაიდან მას ჩანთით ძალიან ბევრი რამის ტარება უწევს: კოსმეტიკის, ბურთის, ჩოგანის, სათვალის, სათადარიგო ბადის, ტერფის საცხის და რაღა თქმა უნდა, საფირმო ღიმილის. კარგი განწყობა ყველას!




ნიკოლ შერზინგერი


imageimage

წარმოუდგენელია როგორ უძლებს ეს ნატიფი კისერი ასეთ მძიმე ჯაჭვებს. მოკლედ, სილამაზისთვის რას არ იზამ ადამიანი!



ემილი რატაკოვსკი


imageimage


როგორ ფიქრობთ, რამდენი აღფრთოვანებული მზერა დიმსახურა ემილიმ პლაჟზე? გეტყვით რომ ძალიან ბევრი. შეუძლებელია ასეთი ელეგანტური საცურაო კოსტიუმისგან და ტრენდული ჩალის ქუდისგან თვალის წამითაც კი მოშორება!



ავა მაქსი


imageimage


ავა მზეს პანამის ნაქსოვი ქუდისა და დიდი სათვალის ქვეშ ემალება. როგორც ჩანს, მომღერალი იდეალური დასვენებისთვის მზად არის!



რიტა ორა


imageimageimageimage


შეიძლება რიტა ამ სანდლებით შორს ვერ წავიდეს, მაგრამ ისინი ერთმნიშვნელოვნად ორიგინალურად გამოიყურება, ხოლო ნაქსოვი ჩანთა და შარფი მის იმიჯს კიდევ უფრო შთამბეჭდავ იერს სძენს.






0
376
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
376