x
image
მაკა ნიკვაშვილი
ვარსკვლავები, რომლებმაც პირსინგი სარძევე ჯირკვლის დვრილზე გაიკეთეს

image


მოძრაობა - "Free nipple" -ი ("გაათავისუფლე დვრილი") ისევე როგორც საზოგადოებრივ ადგილებში ძუძუთი კვება, ფემინისტების წყალობით გაჩნდა. აღნიშნული ტრენდი ვარსკვლავებმაც აქტიურად აიტაცეს და გამჭვირვალე ბლუზებისა და მომდგარი კაბების ტარება სიამოვნებით დაიწყეს. ასე აქციეს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა მოდის სფეროს წარმომადგენლებმა მთავარ ტრენდად!


image


მოგვიანებით გოგონებმა ჩათვალეს, რომ მხოლოდ შიშველი მკერდის დემონსტრირება საკმარისი არ იყო და ამ პიკანტური ადგილის სხვადასხვა აქსესუარებით "მორთვა - მოკაზმვა" გადაწყვიტეს. პირველ რიგში, მათ ყურადღება ფერად სტიკერებს მიაქციეს - რომლებიც გამჭივალე ბლუზიდან საკმაოდ ეფექტურად "გამოიყურებოდა", თუმცა მალევე ისინი დვრილის სამკაულებმა ჩაანაცვლეს.


image


დვრილებზე გაკეთებული აქსესუარებით პირველად კენდალ ჯენერი გამოჩნდა, "გიყვარდეთ თქვენი დვრილები და ნუ გრცხვენიათ მათი დემონსტრირების", -მოუწოდებდა საზოგადოებას მოდელი რამდენიმე წლის წინ.


image


დროთა განმავლობაში კარდაშიანების ცნობილი კლანის წარმომადგენელს არაერთი მიმბაძველი გამოუჩნდა, რომლებმაც ასევე ამ უცნაურ ტრენდს გვერდი ვერ აუაურეს და ინტიმური პირსინგი თავადაც გაიკეთეს. შეგახსენებთ, რომ ინტიმურ ადგილებზე პირსინგის გაკეთება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში დღემდე საკმაოდ პოპულარულია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით ცნობილი გახდა, რომ ადამიანები ყველაზე მეტად პირსინგს სწორედ სარძევე ჯირკვლის დვრილზე იკეთებენ.





რიანა


image



კიმ კარდაშიანი


image



რუნი მარა


image



პინკი


image



ზოი კრავიცი


image



ემბერ როუზი


image


ბელა ტორნი


image



ნიკოლ რიჩი


image





0
901
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
901