x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
7 ფრაზა, რომლებიც მოხუც მშობლებს არ უნდა უთხრა
image

თითოეულ სიტყვა უნდა აწონ-დაწონოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოხუც მშობლებთან საუბარს.


გთავაზობთ 7 ფრაზას, რომელიც სასურველია არ უთხრათ მშობლებს, რათა არ შელახოთ თქვენი საყვარელი ადამიანების გრძნობები, არ ატკინოთ გული, არ გააფუჭოთ ურთიერთობა და შეინარჩუნოთ თბილი ურთიერთობა მათი სიცოცხლის ბოლომდე.




1. თქვენ დამინგრიეთ ცხოვრება

ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი რამ, რაც შეგიძლიათ უთხრათ მშობლებს. ასეთი ბრალდება აუცილებლად მიაყენებს ღრმა ჭრილობას თქვენი მშობლების გულს, რომლებიც რეალურად ცდილობდნენ ყველაფერი გაეკეთებინათ შენთვის მთელი ცხოვრება. დადანაშაულების ნაცვლად, უმჯობესია შეეცადოთ შეიგნოთ, რომ წარსულს ვეღარ შეცვლით, ხოლო აწმყო და მომავალი თქვენს ხელშია.



2. რა ნელი ხარ! მომე მე გავაკეთებ!


დახმარება კარგია, მაგრამ ადამიანს ართმევთ იმის განცდას, რომ საჭირო უნარს თავად გაუმკლავდეს. ხანდაზმული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია დარჩეს აქტიური და ჰქონდეს საკუთარი ცხოვრების კონტროლის გრძნობა. შესთავაზეთ დახმარება ტაქტიანად და მხოლოდ მაშინ, როცა ეს ნამდვილად სჭირდებათ.


3. აი იმის მშობლებმა....


შედარება არასოდეს არ არის კარგი. ამით ჩვენ არა მხოლოდ ვამცირებთ მშობლებს თვითშეფასებას, არამედ მათ სულში ვნერგავთ არასრულფასოვნებისა და უსარგებლობის გრძნობას. სიყვარული და ზრუნვა არ შეიძლება შეფასდეს იმით, რასაც სხვისი მშობლები აკეთებენ.


4. შეწყვიტე ამის გაკეთება!


ზოგჯერ შეიძლება მივიდეთ იქამდეც, რომ მოხუცებული მშობლები შევზღუდოთ ისეთი წვრილმანებისგან, რაც მათ სიხარულსა და კმაყოფილებას ანიჭებს. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს საშუალება მისცეთ გააკეთონ ის, რაც უყვართ, და ამავდროულად, მხარი დაუჭიროთ მათ აქტიურობას.


5. მოდი სიკვდილზე ნუ ვილაპარაკებთ


სიკვდილის შესახებ საუბრის თავიდან აცილებით, ჩვენ მშობლებს ართმევს შესაძლებლობას გაგიზიაროთ თავიანთი გრძნობები და გამოცდილება. ეს ის თემაა, რომელიც მათ აინტერესებთ და უმჯობესია მხარი დაუჭიროთ მათ, აჩვენოთ, რომ მზად ხართ მოუსმინოთ და იყოთ მათ გვერდით, რაც არ უნდა რთული იყოს ამაზე საუბარი.


6. შენთვის დაიტოვე, ჩვენ ყველაფერი გვაქვს



როდესაც უარს ვამბობთ საჩუქრებზე ან დახმარებაზე, რადგან ვფიქრობთ, რომ მოხუცმა მშობლებმა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იზრუნონ, თქვენდა უნებლიედ მათ აწყენინებთ. საჩუქრები სიყვარულისა და მზრუნველობის მაგალითია და უარის თქმამ შეიძლება მიტოვებულად აგრძნობინოს თავი.


7. თქვენ რომ არა, მე...


ეს ფრაზა დაუმსახურებელი ბრალდებების კლასიკური მაგალითია. ამის თქმით ჩვენი წარუმატებლობისა თუ აუხდენელი სურვილების ტვირთი მშობლებზე გადაგვაქვთ. ეს არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ უსარგებლოცაა, რადგან წარსულის შეცვლა შეუძლებელია. სამაგიეროდ წყენა დიდხანს დარჩება.

0
82
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0