x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"საქართველოს არცერთ სამშობიაროს არასდროს სასაფლაო არ ჰქონია" - რა ინფორმაციას ავრცელებს თამუნა მუსერიძე?
imageჟურნალისტი და პროექტის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებისაგან დახმარებას ითხოვს. მისი სურვილია ყველა ადამიანს მიაწვდინოს ხმა იმის შესახებ, რომ საქართველოს არცერთ სამშობიაროს არასდროს სასაფლაო არ ჰქონია და არცერთი სამშობიარო არ კრძალავდა გარდაცვლილ ჩვილებს.


„მოგმართავთ ყველა ჩემ მეგობარს, ნაცნობს, ახლობელს, ფოლოუერს და ასე შემდეგ.

საქართველოს არცერთ სამშობიაროს არასდროს სასაფლაო არ ჰქონია, არცერთ სამშობიაროს (2005 წლამდე) არ ჰქონია არცერთ სასაფლაოსთან ხელშეკრულება, არცერთი სამშობიარო არ კრძალავდა გარდაცვლილ ჩვილს, არცერთი ბავშვთა საავადმყოფო არ კრძალავდა გარდაცვლილ ბავშვს.]

თუ თქვენ გითხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა და ჩვილი არ გამოგატანეს, ეს თავისთავად, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ძიება უნდა დაიწყოთ.


უამრავი გაშვილებული ბავშვი ეძებს ბიოლოგიურ ოჯახს და მარტო იმიტომ ვერ პოულობს, რომ მშობელს არ სჯერა, რომ ბავშვი სამშობიაროდან მოიპარეს და გაყიდეს. გვაქვს უამრავი დადასტურებული ფაქტი, იმისა რომ ბავშვები არიან სამშობიაროებიდან მოპარულები.

გვყავს უამრავი „გარდაცვლილი” ბავშვი ნაპოვნი. ამ კვირაში უკვე მეოთხე ადამიანი მეუბნება, რომ პირველად ესმის სამშობიაროდან ბავშვების მოპარვის ფაქტები. უმორჩილესად გთხოვთ, გააზიარეთ ეს სტატუსი. უკვე ვეღარ ვხვდები რომელი პლატფორმა გამოვიყენო ოჯახებს ხმა რომ მივაწვდინო, ამიტომ თქვენ დაგვეხმარეთ, გაავრცელეთ ეს სტატუსი“, - წერს თამუნა მუსერიძე.


0
83
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0