x
მეტი
  • 03.05.2024
  • სტატია:134615
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508743
"ამ დროს წავასწარი ზუსტად მე. მიხვდნენ, რომ შარში იყვნენ, მაგრამ რა ქნეს?"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი მერიის კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს ავრცელებს და წერს:


"ქოცის უტიფრობის მაშტაბი რომ გავიაზროთ : თუ გახსოვთ კალაძემ რომ ჩემს ფანჯრებთან მისი კორუფციის მემორიალი აღმართა, კალაძის შემომწირველის და კომპანიონის 6 სართულიანი კორპუსი რომ 9–ე სართულამდე ამოეყუდა. ვის ეცალა აქამდე ამისთვის და საჯაროდ აღარაფერი მითქვამს, თუმცა მივყევი სამართლებრივად საქმეს და აღმოვაჩინე: იმდენად პატარა მიწაა, რომ აქ საერთოდ არ შეიძლებოდა მშენებლობა და კალაძის ბრძანებით, სპეცნებართვით აშენდა. მშენებელმა ჩაიდინა უამრავი დარღვევა, რაზეც აქტებიც დაიწერა, ჩემს ფანჯრებს ვინ ჩივის, მთლად სახელმწიფო მიწაზეა უკანონოდ თურმე გადასული მშენებლობა.


ამის მიუხედავად, არქიტექტურის სამსახურში პროექტი კორექტირებაზე შეიტანა. ამ დროს წავასწარი ზუსტად მე. მიხვდნენ, რომ შარში იყვნენ, წესით დასაჭერად ქონდა საქმე მშენებელს, მაგრამ რა ქნეს? უცებ სასამართლო ჩართეს საქმეში და რაღაც გაუგებარი მოტივით(საქმეში არაფერი არ დევს) თითქოს შეაჩერებინეს ჯარიმები. ამასობაში, გახმაურების მიუხედავად უტიფრად გაუკეთა არქიტექტურამ პროექტის კორექტირება და მშენებლობის გაგრძელების ნებართვა მისცა. ოღონდ ირკვევა, რომ ის ახალი პროექტიც დარღვეული აქვს, სართული აქვს ზედმეტად დაშენებული.


კოეფიციენტებს მნიშვნელოვნად არის გაცენილი. ამის დამალვა კი უნდოდათ, მაგრამ არ გამოვა, ყველაფერი ჩანს, აშკარაა და მათდა სამწუხაროდ მტკიცებულებები დავდე. იურიდიულ სამსახურსაც მივმართე, საქმე განიხილა, დღემდე პასუხი არ არის. ზედამხედველობას კიდევ ერთხელ მივმართე და მოვითხოვე ახლიდან შეემოწმებინათ მშენებლობა, იმიტომ რომ ახალი პროექტიც დარღვეულია. ვითომ სწავლობენ საქმეს, აჭიანურებენ მაქსიმალურად. და დღეს, კვირა დღეს გავიხედე და მუშები დაჩქარებული წესით მუშაობენ, რომ შეფუთვა მოასწრონ კორპუსის. ვრეკავ მერიაში და მეუბნებიან რომ კვირას ზედამხედველობის სამსახური არ მუშაობს.


მერე ტელეფონს მითიშავენ სამივე დარეკვაზე. აი, ეს არის მერიის აწყობილი კორუფციული სქემა, სადაც მოქალაქე უძლურია. ხელების გადაგრეხვაზე და მოსწრებაზე არიან. გამოჭერილები არიან, ფაქტი სახეზეა, დარღვევა სახეზეა, გახმაურდა, მაგრამ მაინც უკან არ იხევენ, ბოლომდე ფარავენ დანაშაულს. ეს არის ქოცების რეალური სახე და მათი უტიფრობის ნათელი დემონსტრირება. კალაძე რომ ევროპას ექაჩება, ჩვენს სუვერენიტეტს შეეშვითო, ამათი სუვერენიტეტი ეს არის, კორუფციის თავისუფლება, არავინ რომ არ შეუშალოს ხელი. დედა დედაა მამა მამაას, ელჭიპიტის, სარწმუნოებას და მამულს იმიტომ ეტორღიალებიან, რომ ფულის კეთებაში ხელი არავინ შეუშალოს. აბა დემოკრატია და გამჭვირვალობა თუ იქნა, ბიძინას ოფშორებს და კალაძის კორუფციულ მშენებლობებს რაღა ეშველება?


Viktor Tsilosani აქ მოდი და ამაზე გამეცი პასუხი. რუსულ კანონს როგორმე უშენოდ მივხედავთ"- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

0
283
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
283