x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82939
  • ვიდეო:334274
  • სურათი:440638
უმძიმესი ავარიით დატრიალებული ტრაგედია და ბრძოლა გადარჩენისთვის - თამარ კაკალაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება

image

27 წლის თამო კაკალაშვილს საზოგადოების თანადგომა სჭირდება.ახალგაზრდა გოგონა 31 იანვარს ავტოკატასტროფაში მოყვა. ის უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც მისმა დამ აღნიშნა, თამარი ავარიის შემდეგ ნიუ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი გადარჩენის იმედს ოჯახის წევრებს ექიმები ვერ აძლევდნენ.


image

მისი და ნატალი კაკალაშვილმა აცხადებს, რომ თამარი იმყოფებოდა ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, კომატოზურ მდგომარეობაში.მას აღენიშნება ქალა-ტვინის მძიმე ღია ტრავმა, თავის ტვინის ტრავმული დაჟეჟილობა, სახის ძვლების მრვლობითი მოტეხილობა ...

ამჟამად თამარი კომიდან გამოვიდა, მაგრამ მას სრული რეაბილიტაციისთვის სჭირდება თანხა. (ერთი კურსის ღირებულება შეადგენს 10000-12000ლარს, ერთი კურსი მოიცავს ერთ თვეს), რის საშუალებაც ოჯახს, სამწუხაროდ, არ აქვს.

სტატიას ვურთავ თამარის რეკვიზიტეებსა და საჭირო ცნობას.

კეთილ ადამიანებს შეუძლიათ, თავიანთი წვლილი შეიტანონ თამარის გადასარჩენაშო, რომ იგი დაუბრუნდეს სრულფასოვან ცხოვრებას.


image


თამარს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ !!!


0
1514
7-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
1514
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0