x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
"ხალხი ჩამოიყვანა ავტობუსებით და პარლამენტის წინ გაამაგრა"- რა ინფორმაციას ავრცელებს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია 29 აპრილს მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ კონტრააქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ქართული ოცნების" მდგომარეობას ასლან აბაშიძის მიერ ხალხის ავტობუსებით ჩამოყვანას ადარებს:


"ოცნებას მართლა რა მძიმედ ქონია საქმე???????? ისე გადამწარდნენ ამ პროტესტით, პარლამენტის წინ, რუსული კანონის მხარდასაჭერად მიტინგს ვგეგმავთო, უშველებელი განცხადება გააშანშალეს???? ასლანმა რომ ხალხი ჩამოიყვანა ავტობუსებით და პარლამენტის წინ გაამაგრა, მაგ დღეში არიან ესენიც)))))) ხელისუფლება ახალგაზრდების პროტესტს საკუთარი მიტინგით უპირისპირდება????ეს უკვე დიაგნოზია????"- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


შეგახსნებთ, რომ "ქართული ოცნება" 29 აპრილს ე.წ. "რუსული კანონის" მხარდასაჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს. როგორც მმართველი გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი ისინი ითვალისწინებენ რა მათი მხარდამჭერების თხოვნას და 29 აპრილს, პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" აანონსებენ. აქცია "რუსული კანონის" მხარდასაჭერად გაიმართება.




0
235
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
235