x
"პედაგოგ-მხატვართა ნამუშევრების გამოფენა" გალერეა "ოპიზარში"
image18 აპრილს, დიდი ქართველი ფერმწერის ელენე ახვლედიანის დაბადების დღეს, საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა "ოპიზარში" მხატვართა კავშირისა და "ბავშვთა საერთაშორისო ფონდის" ორგანიზებით გაიხსნა დედაქალის 83 პედაგოგ-მხატვართა ფერწერული, გრაფიკული და დეკორატიული ნამუშევრების გამოფენა.

imageმხატვართა კავშირის თავმჯდომარემ ბატონმა გურამ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან "მოამბისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა თაობის 83-მა პედაგოგ-მხატვარმა.

image"ძალიან კარგია, რომ ჩვენი საზოგადოება, ხელოვნების მოყვარულები გაეცნობიან თუ როგორი დონის, განათლების, კულტურისა და შესაძლებლობის მქონე პედაგოგები მოღვაწეობენ და ემსახურებიან მომავალი თაობის მხატვრული აღზრდის საქმეს"- აღნიშნა ბატონმა გურამმა გამოფენის გახსნის დღეს მიცემულ ინტერვიუში.

imageამ არაჩვეულებრივი გამოფენის ორგანიზატორმა "ბავშთა საერთაშორისო ფონდის" პრეზიდენტმა ანა ალავერდაშვილმა ასევე "მოამბისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს პედაგოგ-მხატვართა პირველი ციფრული გამოფენის შესახებ, სადაც წარმოდგენილია საქართველოს 188 პედაგოგ-მხატვრის ძალიან საინტერესო ნამუშევრები.


imageქალბატონმა ანამ არა მხოლოდ ციფრული გამოფენა გააკეთა, საშუალება მისცა პედაგოგ-მხატვრებს თავისი ნამუშევრების ციფრული გამოქვეყნების, არამედ უამრავი პედაგოგ-მხატვარი გააერთიანა ერთი იდეის გარშემო გალერეაში ყოფილიყო მათი ნამუშევრების გამოფენა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონოდათ პირადად ენახათ პედაგოგი მხატვრების საუკეთესო ნამუშევრები.

imageგამოფენის გახსნის დღეს უამრავი ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანი მოვიდა ენახა ხელოვნების ნიმუშები და შეხვედროდა ავტორებს.

imageგამოფენაზე მოვიდნენ მოსწავლეებიც, რომ საყვარელი ხელოვნების პედაგოგების ნამუშევრები ენახათ, პირადად მიელოცათ დიდი წარმატება და დაფასება.

imageგამოფენის ყველა მონაწილეს "ბავშვთა საერთაშორისო ფონდისა" და საქართველოს მხატვართა კავშირის ერთობლივი სერტიფიკატი გადაეცა.

image

ამრიგად, გამოფენა, რომელიც „ბავშვთა საერთაშორისო ფონდსა“ და მხატვართა კავშირს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა მიზნად ისახავდა 80-ზე მეტი პედაგოგ-მხატვრის წარმოჩენას, ფართო საზოგადოებისთვის მათი შემოქმედების გაცნობასა და წახალისებას, სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვაში ხელშეწყობას, წარმატებით განხორციელდა.

imageრამდენიმე დღის განმავლობაში მხატვართა კავშირის გალერეა "ოპიზარში" დამთვალიერებლებს შესაძლობა ჰქონდათ ზიარებოდნენ ხელოვნების არაჩვეულებრივ სამყაროს, რომელიც ხელოვანი პედაგოგების ფიქრის, გრძნობისა, ნიჭის, საკუთარი სამშობლოს, კულტურის, ტრადიციების და უამრავი მოსწავლის სიყვარულით იყო შთაგონებული.

imageდიდი მადლობა, ამ არაჩვეულებრივი გამოფენის სულისჩამდგმელებს და ორგანიზატორებს ქალბატონ ანა ალავერდაშვილს და ბატონ გურამ ცერცვაძეს.

imageკიდევ ბევრი წარმატება ხელოვნების პედაგოგებს საყვარელ პედაგოგიურ მოღვაწეობასა და შემოქმედების გზაზე.

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0