x
ნეტარი ავგუსტინე თეატრალური ხელოვნების შესახებ

ავგუსტინე გვიჩვენებს, თუ რაოდენ ძლიერი იყო ანტიკური თეატრალური ხელოვნების ტრადიციები ჩვ. წ. აღ. IV სკ–ის კართაგენში და არა მარტო კართაგენში.

image

ავგუსტინე თეატრალური ხელოვნების შესახებ ასეთ კითხვას სვამს:

რატომ სურს კაცს, მწუხარებას ეძლეოდეს სავალალო და ტრაგიკული მოვლენების ჭვრეტისას, თუმცა არამც და არამც არ ისურვებდა, პირადად განეცადა ისინი?

image

„აი, უცნაურობა – როგორც მაყურებელს, დიახაც, სურს თვითონვე განიცდიდეს მწუხარებას და სწორედ ამ მწუხარებით ტკბება, თუ გამოგონილი უბედურება იმნაირადაა წარმოდგენილი, რომ მწუხარება განაცდევინოს მაყურებელს.

თუ მწუხარება განაცდევინეს, თვალის დაუხამხამებლად მისჩერებია სცენას და ეს ანიჭებს სიამოვნებას.

როცა კაცი თავის სალმობას განიცდის, ამას ტანჯვა ჰქვია, სხვისი სალმობის განცდას კი - თანალმობა.

მაგრამ როგორ უნდა თანაულმობდე დრამატულ გამონაგონს?


image

მაყურებელს იმიტომ კი არ იწვევენ თეატრში, რომ სხვას დაეხმაროს, არამედ იმიტომ, რომ მწუხარებით აღივსოს და ის მით უფრო მადლიერია ამ გამონაგონთა ავტორისა, რაც უფრო მეტად წუხს" - ავგუსტინე.

ავგუსტინე ამბობს, რომ მასაც ხიბლავდა მსახიობის თამაში, თუკი ცრემლებს აღვრევინებდა. ამ დროს ის ფარას მოწყვეტილი და გზააბნეული იყო.

image

ავგუსტინე ეძებდა სიყვარულის საგანს. ეს სულიერი შიმშილი იყო, რასაც განიცდიდა, რომლის დაცხრომაც მხოლოდ უფალს შეეძლო.

მისი სული იყო სნეული მოწყალების მთხოვნელი. გრძნობადი საგნების შეყვარება შეუძლებელი იყო, რადგან მათ სული არ ჰქონდათ.

მისი სანუკვარი ოცნება იყო, მყვარებოდა და ვყვარებოდი.

image

ძვ. წ. 45 წლის გაზაფხულზე ციცერონმა დაწერა "ჰორტენზიუსი", როცა იულიუს კეისარი რომის ერთპიროვნული მმართველი გახდა.

ეს წიგნი, რომელსაც "ჰორტენზიუსი" ეწოდება, გვირჩევს ფილოსოფიას მივუძღვნათ თავი.

სწორედ, "ჰორტენზიუსის" ზემოქმედების შედეგად დარწმუნდა ავგუსტინე, რაოდენ ფუჭი იყო სიმდიდრის, სახელისა თუ პატივის მოხვეჭა დაესახა ცხოვრების მიზნად.

image

ავგუსტინე რომს გაერიდა, ციცერონისა და ბოეციუსისა არ იყოს, ცდილობს, ფილოსოფიის წიაღში პოვოს ნუგეში და თავშესაფარი.

ფილოსოფია სულის მკურნალია, რომელიც ათასგვარი ცრურწმენისგან გვათავისუფლებს.

"ჩვენი ცხოვრების მიზანია, ფილოსოფიის მეშვეობით ვეზიაროთ ჭეშმარიტებას".

image

ამიერიდან, ავგსუტინე ბრმად აღარ ემორჩილება თავის ინსტინქტებს. მთელი არსებით მიელტვის რაციონალური, დასაბუთებული მიზნისკენ, თვითონვე გამოჭედოს საკუთარი ბედნიერება.

ჭეშმარიტება თავდაპირველად ეუფლება გონებას და მხოლოდ შემდეგ მოიცავს დანარჩენსაც. ეს დანარჩენი გრძნობა და ნებაა.

ავტორი: სოფიო მოდებაძე


0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0